ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროპის საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2022 14:09

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს  შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ისაუბრეს საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოსთან, ხაზი გაესვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან კონტრიბუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ასევე ჰუმანიტარული ჩართულობის სახით კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას და დადებითი შეფასება მიეცა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას,  რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე ომს.   
გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ორგანიზაციის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ქმედებებში აქტიური ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის წლიურ სამოქმედო გეგმას და მის იმპლემენტაციას.

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოს ესტუმრა

    30 იანვარს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
    თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
    ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

  • ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული  სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ენრიკე მორას შორის, რომელიც ქ. თბილისს 25 იანვარს დაგეგმილი უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ეწვია, შედგა შეხვედრა.
    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.
    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ რისკებზე, რომელიც დღეს არსებული გეოპოლიტიკური  ფონის გათვალისწინებით მწვავე პრობლემად დგას რეგიონში. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზაობა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით, რომელიც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ერთიანი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

  • ევროპის საბჭო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში-მარია ბურიჩი

    პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

    შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს დელეგაციას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. მარია ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში.

    შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და მარია ბურიჩმა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

    მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან ერთად აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 2023 წ. 23-27 იანვარს ჩატარდება

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ზამთრის სესია ჩატარდება 2023 წლის 23-27 იანვარს,  სტრასბურგში. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება.

    სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციაც მიიღებს.

    ზამთრის პლენარული სესიის მთავარი თემა იქნება გადაუდებელი დებატები რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა ასპექტებზე. დებატები ჩატარდება სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის ხელმძღვანელის, 2022 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ალექსანდრა მატვიიჩუკის მონაწილეობით.

    გარდა ამისა, სესიაზე გაკეთდება მოხსენება ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტის შესახებ, რომელიც გაიმართება ისლანდიის დედაქალაქში 16 - 17 მაისს. ასევე სიტყვით გამოვა ისლანდიის პრემიერ მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი.

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი თავის წერილს წარუდგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს. ასამბლეა ასევე აირჩევს თავის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს.

    ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ფოკუსირებული სესიის ფარგლებში.

    დღის წესრიგის სხვა თემები მოიცავს შეიარაღებული კონფლიქტის გარემოზე ზემოქმედებას. იმ უცხოელ მებრძოლებსა და მათ ოჯახებზე ზემოქმედებას, რომლებიც დაბრუნდნენ სირიიდან.

    ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება სესიის დღის წესრიგში. პირველი დებატები გაიმართება კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე და მეორე ერთობლივი დებატები სტამბოლის კონვენციაზე, მამაკაცებისა და ბიჭების როლსა და პასუხისმგებლობაზე გენდერული ძალადობის შეჩერებაში.

  • ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას ესაუბრა

    ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უკრაინის „კრიზისის“ საკითხზე ესაუბრა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა.

    ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, რომ ორივე მხარემ უკრაინის „კრიზისთან“ დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცინ განმა უკრაინაში „კრიზისის“ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ცინ განმა და სერგეი ლავროვმა აღნიშნეს, რომ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების გლობალურ საქმეებში ჰეგემონიის დამყარების პოლიტიკა.

    წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/740739-chinetis-sagareo-sakmeta-ministri-sergei-lavrovs-esaubra

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური