შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2022 12:07

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებს და სურვილის შემთხვევაში ჩართულიყვნენ მათ აქტივობებში.

კამპუსის ეზოში გაცნობითი სტენდებით იყვნენ წარმოდგენილი სტუდენტური თვითმართველობა, სტუდენტური კლუბები, ბიზნეს ანბანი და IBSU-ს მარკეტერები.

წაკითხულია 104 ჯერ

Related items

  • თურქეთის სტიპენდიები!

    ზოგადი ხასიათის ინფორმაცია

    თურქეთის სტიპენდიები უმაღლესი განათლების სტიპენდიების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც  თურქეთის რესპუბლიკა გასცემს უცხოელ სტუდენტებზე. „თურქეთის სტიპენდიების“ უპირველესი მიზანია წარმატებული სტუდენტებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამის მიზანია განავითაროს თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, ლიტერატურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, არქიტექტურა და სხვ. რითაც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ და გლობალურ პროგრესში.

    თურქეთის უმაღლესი განათლების სტიპენდიების პროგრამა, „თურქეთის სტიპენდიების“ ბრენდის სახით ჩამოყალიბდა 2012 წელს. პროგრამა ხორციელდება საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების ადმინისტრაციის (YTB) კოორდინაციითა და ისეთი უწყებების ჩართულობით, როგორიცაა: საგარეო საქმეთა სამინისტრო, უმაღლესი სწავლის საბჭო, საერთო საცხოვრებელთა გაერთიანება, მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატი და ა. შ.

    ქვეყნებს შორის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოვებისა და განვითარების მიზნით  „თურქეთის სტიპენდიები“ უცხოელ სტუდენტების სთავაზობს თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლას.

    „თურქეთის სტიპენდიებზე“ 2012 წელს დარეგისტრირდა დაახლოებით 42 ათასი მსურველი, ხოლო  2022 წელს მათი რაოდენობა გაიზარდა 165,691-მდე, 171 სხვადასხვა ქვეყნიდან. „თურქეთის სტიპენდიების“ ფარგლებში ყოველწლიურად 5000 უცხოელ სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. ამჟამად 15,000 სტიპენდიანტი  სწავლობს „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამით.

    თურქეთის სტიპენდიები

    „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალკომპონენტიანი. იგი მოიცავს: უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის გადასახადს,  ჯანმრთელობის დაზღვევას, საცხოვრებელს, თურქული ენის შესწავლას,  თვითმფრინავის ბილეთს, უფასოდ სხვადასხვა სახის სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას.  

    ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა

    • ბაკალავრიატი: 1000 TL

    • მაგისტრატურა: 1.400 TL

    • დოქტორანტურა: 1.800 TL

    • მკვლევარი: 4000 TL

    თურქეთში ყოფნის პერიოდში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტუდენტები ისარგებლებენ სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პროფესიული პროგრამებითა და აქტივობებით. ასევე, მეცნიერებისათვის, მკვლევარებისა და საჯარო მოხელეებისათვის მოქმედებს სხვადასხვა მოდულები, რის მეშვეობითაც ისინი მიიღებენ სტუპენდიებს კვლევების ჩასატარებლად და თურქული ენის შესასწავლად.

    „თურქეთის სტიპენდიების“ პროგრამის მიზანია მიიზიდოს წარმატებული და კვალიფიციური სტუდენტები. მისცეს მათ სამედიცინო, ინჟინერიის, ჰუმანიტარული, თუ სოციალური მეცნიერებების ყველა საფეხურზე ხარისხიანი განათლება.

    რატომ თურქეთის სტიპენდიები?

    პროგრამა „თურქეთის სტიპენდიები“:

    • სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასტიპენდიო პროგრამებისგან განსხვავებით, ითვალისწინებს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხვას;

    • აფინანსებს უნივერსიტეტში სწავლას;

    • უზრუნველყოფს თურქული ენის შესწავლას მოსამზადებელ კურსებზე, რაც აკადემიური კვლევებისათვის ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა წყაროებსა და ყოველდღიური ცხოვრებას აუმჯობესებს;

    • უზრუნველყოფს ახლადჩამოსულ სტუდენტებს საცხოვრებლით;

    • 1-ჯერადად ანაზღურებს თვითმფრინავის ბილეთს სტუდენტის პირველად თურქეთში ჩასვლისას და სწავლის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას;

    • ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაზღვევის მოცულობით პაკეტს.

    • გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისა, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიებს ბაკალავრის საფეხურზე  1000 TL, მაგისტრატურაში 1.400 TL და დოქტორანტურაში 1,800 TL-ს ოდენობით.

    მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ. გვერდზე: https://www.turkiyeburslari.gov.tr 

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ფორუმში - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity” მიიღო მონაწილეობა
    2022 წლის 25 ნოემბერს,  ქ. აქტაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა), გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო და ტრანსპორტის მინისტრების ოთხმხრივი მაღალი დონის შეხვედრა - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity”. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
    ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შემადგენლობით.
    შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციისა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის გზებს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი  ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომლებმაც დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივებსა და სატრანზიტო პროცედურების გაციფროვნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით  გამახვილდა ყურადღება  საქართველოს მნიშვნელოვან როლზე სხვადასხვა რეგიონული პროექტის წარმატებული განხორციელების საქმეში.
    ღონისძიებაზე ხელი მოეწერა დოკუმენტებს, როლებშიც გაწერილია  კონკრეტულ აქტივობები შუა დერეფნის ფარგლებში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.  მინისტერიალის დასასრულს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ოთხმრივ პრეს-კონფერენციაში.
  • საქართველოში მეოთხე ყოველწლიურ თანასწორობის კვირეული გაიხსნა

    ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 2022 წლის თანასწორობის კვირეული გახსნეს. ყოველ წელს, კვირეულის ფარგლებში, სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები  მონაწილეობას იღებენ ღონისძიებების სერიაში, რომლის მიზანია  მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა საქართველოში. წელს თანასწორობის კვირეული 15-22 ნოემბერს გაიმართება სლოგანით „საქართველო ჩვენშია“.

    „საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო ბაზის შექმნის თვალსაზრისით. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოების დამოკიდებულებაზე უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობის მიმართ, რაც უახლესი გამოკითხვებითაც დასტურდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება წარმატებულად უპასუხებენ თანასწორობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. გვჯერა, რომ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები და ერთსულოვანი  ქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტთან, რომელიც ევროსაბჭოს სტრუქტურების მიერ არის დადგენილი,“-თქვა სტეფან სირბუმ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში თანასწორობის კვირეულის გახსნით სიტყვაში.

    ღონისძიების გახსნაზე ისაუბრეს ნინო წილოსანმა - პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ; ალექსანდრე დარახველიძემ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ; მაიკე ვან კოლდამი -ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში; რიინა კალიურანდი - ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა; გელა გელაძე - საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის უფროსმა; სალომე შენგელიამ - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი და ვანო ჩხიკვაძემ -„თანასწორობის კოალიცის“ წარმომადგენელმა.

    Tbilisi Open Air / AlterVision-ის დამფუძნებელი, აჩიკო გულედანმა ისაუბრა Tbilisi Open Air ფესტივალის როლის შესახებ  თანასწორობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

    აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ,  რეინჯერმა ლუსინე დოსტიბეგიანმა და აქტივისტმა, ალექსანდრე ქავთარაძემ ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პერსპექტივის შესახებ. დისკუსიას უძღვებოდნენ ქეთევან შუბაშვილი, თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სახალხო დამცველის აპარატიდან და ტელეწამყვანი დავით გორგილაძე.

    დისკუსიის მონაწილეების მიმართ მაღალი მოლოდინი მაქვს. თითოულ მათგანს დიდი წვლილი შეაქვს იმ საქმეში, რასაც ემსახურება. ჩვენ გვყავს მონაწილეები, რომელთა მაგალითებმა დიდი გარდატეხა შეიტანეს თემის წევრების დამოკიდებულებებში, გაზარდეს ახალგაზრდა თაობის ცნობიერება უმცირესობების, ქალთა და ბავშვთა უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.“- აღნიშნავს დავით გორგილაძე.

    საუბრების ვიდეო ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ფეისბუქ გვერდზე.

    თანასწორობის კვირეულის ღონისძიებები დაგეგმილია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, თანასწორობის ელჩებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად თანამშრომლობით.

    ძირითადი  ღონისძიებები მოიცავს:

    1. მართლწესრიგის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული ოფიცრების  გადამზადება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საკითხებზე
    2. შსს-თან, პროკურატურასთან, უზენაესი სასამართლოსთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან ერთად ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მონაცემთა შეგროვების შესახებ
    3. იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე „საჯარო სამსახურში თანასწორობის გაძლიერება“
    4. თანასწორობის ელჩის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა სკოლა ბავშვებისთვის
    5. საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან
    6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ერთად ორგანიზებული  თამაში თანასწორობაზე „რა? სად? როდის?“
    7. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზებული ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიგნებების პრეზენტაცია
    8. კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად ორგანიზებული ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - დისკრიმინაცია და მისი გაშუქების სტანდარტები
    9. რეთეილ ასოციაციასთან თანამშრომლობით თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ კამპანიის პროდუქტების უფასოდ გავრცელება რითეილ ასოციაციის წევრ მაღაზიებში.

    უფრო მეტი ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და კამპანია მე ვირჩევ თანასწორობის ფეისბუქ გვერდებზე.

    თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“  ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია ცენტრი გაიხსნა!

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მედია ცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ.

    მედია ცენტრი, რომელიც მოიცავს, სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიო სტუდიებს, აღჭურვილია  სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, მედია ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროდუქტიულობის გაზრდას, ჩაიწერება საინტერესო გადაცემები, მომზადდება რეპორტაჟები, სიუჟეტები და ინტერვიუები. მედია ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედია ტექნოლოგიები აინტერესებთ.

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,  ჰოლდინგ „პალიტრას“ დირექტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები. 

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მედია ცენტრში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა IBSU-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. 2020 წლიდან კი აკრედიტაცია მიიღო სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და კომუნიკაცია“, რომელიც აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელის რიშელ როჯერსის მენტორობით შემუშავდა.

    ამჟამად, IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 120-მდე აქტიური სტუდენტი ჰყავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.

  • „ეფეს საქართველომ“ წამყვანი ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს ‘Project Future’ სტაჟირების პროგრამა გააცნო!
    24 ოქტომბერს, San Diego State University Georgia-ის ორგანიზებით, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ABET პროგრამების წარმატებული სტუდენტები STEM-ის შემდეგი მიმართულებებით:
    ელექტრული ინჟინერია
    ქიმია-ბიოქიმია
    კომპიუტერული ინჟინერია
    კომპიუტერული მეცნიერებები
    სამოქალაქო ინჟინერია
    სტუდენტებს გავაცანით „ეფეს საქართველოში“ წარმოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობები, რამაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.
    გვეამაყება, რომ 2021 წლიდან დღემდე „ეფეს საქართველოს“ სხვადასხვა დეპარტამენტში სტაჟირება 21-მა სტუდენტმა გაიარა და პროგრამა 2023 წლიდან კვლავ განახლდება!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური