პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2022 09:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წაკითხულია 152 ჯერ

Related items

  • თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

    ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

    განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.

    თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • საგარეჯოში 1974 წ. დაბადებულმა ნ.ა.-მ გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია 4 და დაჭრილია 5 ადამიანი

    საგარეჯოში დღეს დილას მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "საქართველოს შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

    ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

    ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • ლიბერთი, უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია

    ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს მასპინძლობს.

    წელს, ICPC-ის ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება 47-მა გუნდმა, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17-მა გუნდმ მოიპოვა. დამატებით 10-მდე ძლიერი გუნდი ჩაერთვება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში. ICPC-ის ნახევარფინალი 7 დეკემბერს ჩატარდება ერთ დროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში. 8 დეკემბერს ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრება, სადაც დისტანციურად დაშვებულია უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი.

    ,, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარდება 2022-2023 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი ე. წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ამავე დღეს, პარალელურად, საერთო მონიტორის თანხლებით ეს შეჯიბრება ჩატარდება კიდევ სამ საშეჯიბრო მოედანზე, რომლებიც მოწყობილია ალმათიში (ყაზახეთი), ბარნაულში და სანქტ-პეტერბურგში. ამ საშეჯიბრო მოედნებიდან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილე გუნდების საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 240-ს. ეს ნახევაფინალური ზონა ფარავს პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდავეთისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ აგერ უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატის მედლების ნახევარი ამ ზონის წარმომადგენლებზე მოდის. ცხადია, სისტემატიური მონაწილეობა ძლიერი შემადგენლობის შეჯიბრებებში სასიკეთოდ აისახება ყველა მონაწილეზე და ხელს უწობს მათი პროფესიული დონის ზრდას“ -თეოდორე ზარქუა, შეჯიბრების დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.

    ,,ლიბერთიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტ მიმართულებად განათლება და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა აირჩია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა გავმხდარიყავით მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრის -დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორები. ვფიქრობთ, აღნიშნული ჩემპიონატი არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც პროგრამირების მიმართულებით ქვეყნის წამყვან კომპანიებში და მათ შორის ჩვენსბანკშიც გააგრძელებენ საქმიანობას. ვიმედოვნებთ, გამორჩეული სტუდენტები, ლიბერთისთან ერთად გადადგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს და ქვეყნის ერთერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას.“- თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • შეიარაღებული თავდასხმა კრიმსკში, რუსეთში

    რუსეთის კრასნოდარის ოლქის ქალაქ კრიმსკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    რუსული საინფორმაციო წყაროები, უშიშროების ძალებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყებიან, რომ 66 წლის პირმა, ქალაქის ჯანდაცვის ცენტრში, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზნით, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.

    თავდასხმას, ცენტრში მომუშავე ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ინციდენტის ადგილის დატოვების შემდეგ ქუჩაში გადაადგილებისას კიდევ ერთ პირს გაუხსნა ცეცხლი, რომლიც ადგილზევე დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • შეიარაღებული თავდასხმა ამერიკის ერთ-ერთ სკოლაზე

    ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, სადაც 400-მდე მოსწავლე იღებს განათლებას, განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    შტატების ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოც წლამდე თავდამსხმელი პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულ იქნა.

    თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.  

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური