ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა
პრაღაში დასრულებული იუნიორ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ჩვენმა გუნდმა სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი მძიმე წონაზე მოდის, სადაც შალვა გურეშიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, უჩა ტაბატაძემ კი - ბრინჯაოს მედალი.მეორე ბრინჯაოს მედალი მიხეილ ჯაფარიძის (100 კგ) ანგარიშზეა.
ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ალეკო კასრაძეს (66 კგ), რომელიც ფინალში თურქ თანატოლთან იპონით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით ვაჟთა ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
Related items
-
ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა
ფიგურულ ციგურაობაში ესპოოს (ფინეთი) ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 107.27-ქულიანი შეფასება მიიღო და 20 ფინალისტს შორის მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად დაგროვილი 175.82 ქულით მერვე ადგილით დაასრულა გამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ერთეულებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია ანასტასია გუბანოვამ - ეს საქართველოს ნაკრებისთვის ამ რანგის ასპარეზობათა ისტორიაში პირველი ასეთი წარმატებაა.
-
საქართველოს ძალოსანთა მორიგი მედლები
20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ალბანეთის დურესი მასპინძლობს, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მორიგი მედლები დაისაკუთრა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
23-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ატაცში 164 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 205 დაიმორჩილა და პირველი ადგილი ერგო. კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 369 კილოგრამითაც.
ამავე წონაში იასპარეზა აკაკი ტალახაძემ, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
იგივე წონაში, ოღონდ 20-წლამდელებში მედლები მოიპოვა გიორგი კირვალიძემ.
მას ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეხუთე შედეგი ჰქონდა. ბევრად უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 194 კილოგრამის დამორჩილებით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდში დაგროვილი 351 კილოგრამით.
-
ბუქარესტში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა!
ბუქარესტში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა.
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები
A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები
B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია
C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი
D ჯგუფი: ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალიაწილისყრის დაწყებამდე გუნდებსა და გულშემატკივარებს სიტყვით უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშილმა და რუმინეთის ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდეტნმა რაზვან ბურლეანუნ მიმართეს. წილისყრაში მონაწილეობა მიიღებს ტურნირის ელჩებმა, რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელმა იანის ჰაჯიმ და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსნადრე იაშვილმა.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველო
ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი
ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობითრუმინეთი
ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალიგიორგი ოთინაშვილი
-
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის იანვრამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, IJF ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, რომელიც სრულიად არ იზიარებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს, რაც თავის მხრივ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, აგრესორი ქვეყნის ათლეტების მოკვეთას ითვალისწინებს.
ძიუდოს მმართველი ორგანო, ნაცვლად სრული აკრძალვისა, რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით ასპარეზობის საშუალებას აძლევდა.
"IJF -ის აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და ძიუდოში ყველა ათლეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ღონისძიებებზე 2023 წლის იანვრამდე მონაწილეობის უფლება არ მისცეს," - ნათქვამია IJF-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციების გათვალისწინებით, რაც რუსულ სპორტში დოპინგ-სინჯებით მანიპულაციის ფაქტებით იყო გამოწვეული, რუსეთს ქვეყნის სახელით, დროშით და ჰიმნით გამოსვლა ჰქონდა აკრძალული 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეს სანქციები 17 დეკემბრამდე კვლავაც ძალაშია, მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონატზე.
სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვიდოდნენ, თუ მასში რუსეთის ნაკრებიც მიიღებდა მონაწილეობას.
-
FIBA: ევროპამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტი არ დააკმაყოფილა
საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ /FIBA/, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა.
თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.
სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: “გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას.
ბიზნეს ნიუსი

CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, მეგობარი ქარ...

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს
მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...