ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2022 17:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • ირაკლი ბერაია თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ანკარაში, თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა.

    შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

    ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ქართულ დელეგაციასა და თურქეთის თავდაცვის მინისტრს შორის შედგა გულთბილი და საქმიანი შეხვედრა, სადაც მასპინძელმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში თურქეთის და მისი უწყების სრული მხარდაჭერა.

    „ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით საამაყო იყო თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მჭიდრო პარტნიორობის, მეგობრობის და ნდობის ხაზგასმა მისი ქართველი კოლეგის, მინისტრ ბურჭულაძის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

    ქართულმა დელეგაციამ თურქეთის თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

  • ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

    2023 წლის 16 იანვარს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, მალიკ მურზალინმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. 
    ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ელჩს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა, გამოთქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები; განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი; ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე;  ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2022 წლის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში. მინისტრის მოადგილემ ელჩს გაუზიარა ინფორმაცია გასულ წელს საქართველოს ინიციატივების, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისა და, შედეგად, თანამშრომლობის დამატებითი შესაძლებლობების შესახებ.
    ასევე, მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ სირთულეებზე. შეხვედრის დასასრულს ელჩმა აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, არ დაიშურებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

  • საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა
    საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
    კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.
    მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.
    კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
    ვრცლად პრემიერ-მინისტრების გამოსვლა იხილეთ ბმულზე: https://www.gov.ge/news/351849?page=&year=
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

    ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო- სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.
    დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
    დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • დელიმიტაციის საკითხი უფრო მეტად უნდა აინტერესებდეს სომხეთს, ვიდრე აზერბაიჯანს

    მიუხედავად ტანჯვის, ტკივილისა, ყველაფრის განადგურების მიუხედავად, რაც ჩვენთვის ძვირფასია, ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე. ეს არ არის ადვილი როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით. მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ეს შედის აზერბაიჯანის ინტერესებში და აზერბაიჯანის გრძელვადიან ინტერესებში, ჩვენ ამას ვთავაზობთ.

    АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

    ”მაგრამ შემდეგ ის ცოტა ხნით მაინც მაგიდაზე იქნება. შემდგომ ჩვენ არ გამოვიჩენთ განსაკუთრებულ აქტივობას. არ უნდათ - კი ბატონო, ნუ უნდათ. მათ არ სურთ დელიმიტაცია - კარგით, ნუ უნდათ. მაშინ ეს ნიშნავს, რომ საზღვარი გაივლის იქ, სადაც ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია. მაგრამ მე უკვე იძულებული ვიქნები ასეთ ტერმინებს მივმართო. საზღვარი არ არის დელიმიტირებული, და ვინ თქვა, რომ საზღვარი გადის იქ და არა აქ. ვფიქრობ, ის აქ გადის. ამის დამადასტურებელი მიზეზები გამაჩნია - ისტორიული, კარტოგრაფიული. ამიტომ, ეს მათ ინტერესებში უფროა, ვიდრე ჩვენს ინტერესებში“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური