რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სამარყანდში პირისპირ შეხვედრას გამართავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2022 12:27

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს გაიმართება, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მისივე თქმით, შეხვედრის დროს ისინი ბევრ საკითხს განიხილავენ, განსაკუთრებით ეკონომიკას. მან ამის შესახებ სამარყანდში გასამართი სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ლიდერები მუდმივ დიალოგში არიან, მათ შორის სატელეფონო. ბევრი საკითხია განსახილველი, როგორიცაა მარცვლეული, რაზეც თურქეთი უკიდურესად პოზიტიურ როლს თამაშობს. სწორედ ამის ფარგლებში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილება, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა, 5 ივლისს სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებს და ეკონომიკას“, განაცხადა  იური უშაკოვმა.

წაკითხულია 160 ჯერ

Related items

  • უკრაინის ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს 5 მილიონი რუბლი გადაეცემათ

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის დახმარებას მოიცავს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სოციალურ გარანტიებს რუსი ჯარისკაცებისთვის, უსაფრთხოების ძალებისთვის და მათი ოჯახებისთვის, გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო ვებ-გვერდზე.

    განკარგულების თანახმად, უკრაინაში,  „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ დაღუპული ჯარისკაცების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრების ოჯახებს ერთჯერადად 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 71 500 დოლარი) გადაუხდიან.

    ამავე განკარგულების მიხედვით, უკრაინის ომში მონაწილეობის დროს დაშავებულ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს ერთჯერადად, 3 მილიონი რუბლი (დაახლოებით 42 ათასი 900 დოლარი) გადაეცემათ.

    გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან, შეეხება 24 თებერვალს ომის დაწყებიდან დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების ოჯახებს.

  • 2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, სტამბოლში 2022 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების გამოაცხადების დროს აღნიშნა.

    „მიუხედავად გლობალური სირთულეებისა, 2022 წელს ჩვენი ექსპორტი 2022 წელს წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმ ქვეყნებისა და რეგიონების რაოდენობამ, რომლებთანაც ეროვნული ვალუტით ექსპორტს ვახორციელებთ, 197-ს მიაღწია“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

    მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ თურქული სერიალების ექსპორტი მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა რა, აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზეა.

     

  • სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე დედაქალაქ ანკარაში პრესკონფერენცია გამართა.

    მისი თქმით, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.

    პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი პირველადი მონაცემები ტერორისტულ თავდასხმაზე მიუთითებს და ასევე დასძინა, რომ მომხდარში „ერთმა ქალმა ითამაშა როლი“.

    "ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატური თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან მყოფი ადამიანების გამოსავლენად." - თქვა პრეზიდენტმა.

    გუშინ, თურქეთის დროით 16:20 საათზე ისტიკლალის პროსპექტზე აფეთქება მოხდა, რაიონში ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრე-მაშველი იქნა გაგზავნილი.

  • ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები უკრაინის ზამთრის დახმარებას უზრუნველყოფენ

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა (გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, კანადა) კოორდინირებული ქმედებები დაიწყეს უკრაინის ზამთრის დახმარების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    გერმანიის ქალაქ მიუნსტერში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას ბაერბოკმა თქვა: ”ჩვენ უკრაინას ზამთრის დახმარებას გავუწევთ ჩვენს G7-ის პარტნიორებთან ერთად”.

    მისივე თქმით, ბევრი სხვა ქვეყანაც დაუჭერს მხარს ამ დახმარებას და აღნიშნა: "ეს ზამთრის დახმარება ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას უკრაინის დაშლის შესახებ. ჩვენ არ მივიღებთ იმას, რომ ის საერთაშორისო ერთიანობის დარღვევას იმედოვნებს“.

    ბაერბოკმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო პუტინი უფრო მეტ არაადამიანურობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ G7 ქვეყნები არ დაუშვებენ მოხუცები, ბავშვები და ახალგაზრდები შიმშილით ან სიცივით დაიღუპონ.

  • აზერბაიჯანის ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით ზანგილანის რაიონში ჩავიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    პრეზიდენტ ერდოღანს აქ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდა. პრეზიდენტებმა მშენებლობა დასრულებული ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი ერთობლივად გახსნეს. ახალ აეროპორტში პირველი უცხო ქვეყნის თვითმფრინავი, თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დაეშვა.

    მეორეს მხრივ, თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი მოგვიანებით საფუძველს ჩაუყრის რეგიონის განვითარებისთვის ინიცირებულ ახალ პროექტებს.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური