ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ტარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2022 14:02

ნატოს 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს წვრთნები სახელწოდებით "Dynamic Mariner-Mavi Balina 22". ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ნატოს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება "Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთენბთან "Mavi Balina"-სთან ერთად ტარდება.

ნატოს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობის (MARCOM) ლიდერობით, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, წვრთნები „Dynamic Mariner“,  მიზნად ისახავს ნატოს საპასუხო ძალების საზღვაო ელემენტსა და ნატოს ძალებს შორის ერთობლივი მუშაობის გამოცდას.

წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე, 22 სექტემბერს დასრულდება.

წვრთნებში წელს უფრო მეტი სამხედრო მონაწილეობს, ვიდრე ადრე.

ნატოს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“.

სწავლებაში ნატოს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1500 ჯარისკაცი  მონაწილეობს.

წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.

წაკითხულია 110 ჯერ

Related items

  • თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები

    აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ღამის მისიები განხორციელდა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენაერთებმა გაანადგურეს წარმომადგენლობითი მტრის მანქანები და პირადი შემადგენლობა.

    აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის დროს ჯარების კოორდინაციის უზრუნველყოფას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას.

  • ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

    თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა. 

    სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს. ასევე, მათ შეისწავლეს ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის ვებ-გვერდზე მუშაობის პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები. 

    სასწავლო კურსის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტმა სტრუქტურაში სტანდარტიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს  სერტიფიკატები საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშემ გადასცა.

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

    მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთის და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. შეხვედრებზე საუბარი რეგიონულ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხო.

    ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების აუცილებლობა და ამ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

    დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხების გარემოს გათვალისწინებით, პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

    „ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ გაბედული გადაწყვეტილების მიღება თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრებაც შესაძლებელია დაჩქარებული წესით. ეს არის ის, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ღიებულებებზე დაფუძნებული არჩევანიც არის ალიანსში გაწევრება. ვისაუბრეთ საქართველოს მნისვნელობაზე ნატოსთვის, როდესაც რეგიონში არის მომეტებული საფრთხეები. ის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაში, რომელსაც დღესაც აკეთებს მომეტებული საფრთხეების ფონზე. როდესაც ჩვენი პარტნიორები მიისწრაფვიან ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციისკენ, დაკავშირების გაძლიერებისკენ დასავლეთს და აღმოსვლეთს შორის, ეს კიდევ უფრო ზრდის ნატოს წევრი საქართველოს მნიშვნელობას. პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღგვითქვეს მხარდაჭერა, რომ გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ყველა ფორმატში და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

    მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების და განმტკიცების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამნტო დონეზე და ვიზიტების გაცვლის მნიშნელობაზე ისაუბრეს.

    საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

  • სტოლტენბერგი რუსეთის პრეტენზიებს პასუხობს

    ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს და უკრაინა თავის ტერიტორიაზე რადიოაქტიური შემცველობის, „ბინძური ბომბი“-ს გამოყენებას აპირებს, კიევი უარყოფს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დასძინა რომ იგი ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ლოიდ ოსტინს და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს რუსეთის ბრალდებების შესახებ, თითქოს და უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად.

    „ნატოს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებებს“, განაცხადა სტოლტენბერგმა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ეს პრეტენზია დაძაბულობის ესკალაციის საბაბად.

    მან ბოლოს კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა.

  • კახა ოქრიაშვილი: „ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    არის თუ არა ომის საშიშროება საქართველოში?!

    1989 წლიდან საქართველოში პერმანენტული ომი გვაქვს. როდესაც გვყავს ისეთი აგრესიული მეზობელი, როგორიც რუსეთია, გამორიცხული არასდროს არაფერია! ამიტომაც გვინდა ევროკავშირი და ნატო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი ერის განვითარებისთვის.

    ვის უნდოდა და უნდა მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში?!

    არასდროს და მათ შორის არც ახლა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს. ქართველები მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტული ერი ვართ და რომც გვინდოდეს ომი, ამისთვის საჭირო სამხედრო-ეკონომიკური რესურსი არც გაგვაჩნდა და არც გაგვაჩნია.

    მაშინ, უკვე წლებია, რატომ საუბრობს „ქართული ოცნება“ ომის საშიშროებაზე?! ეს ყველაფერი ემსახურება „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას. რა არის „ოცნების“ პოლიტიკა: როგორც მასობრივი, ისე ინდივიდუალური  შიშის დანერგვა, ყოფითი, ეკონომიკური და სხვა პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ომის შიშზე - მარტივად რომ  ვთქვათ, მათ სურთ, მოსახლეობა ამ შიშში აცხოვრონ, რომ სხვა რამეზე ფიქრი ვერ შეძლონ.

    ჩვენ, ქართველებს, არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს. მოსახლეობაში ახლა მიმდინარეობს კონსოლიდაციის პროცესი და შედეგად,  არჩევნების გზით, მალე შევცვლით ხელისუფლებას!  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური