„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2022 16:38

საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.

შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.

სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ.

გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.

კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს".

წაკითხულია 128 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ყველა ის ქართველი, ვინც უკრაინაში იბრძვის, ჩემთვის, როგორც პატრიოტი ქართველისთვის, არის მომავალი, თავისუფალი საქართველოს ჯარი!", - ნათქვამია განცხადებაში.

     

  • კახა ოქრიაშვილი: „ოცნებას“ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას, რადგან ვკარგავთ გმირებს, რომლებიც  საქართველოსთვის იბრძვიან.

    დღეს ხელისუფლებამ შეატრიალა „პლასტინკა“ და ომის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, აღმოაჩინა,  რომ თურმე, ათასობით ქართველი მებრძოლი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის და იღუპება.

    ვფიქრობ, ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ   მისი მოკავშირე რუსეთი ამ ომში დამარცხდება. „ოცნებას“  უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ქართველი პატრიოტების საქართველოში დაბრუნების ეშინია, რადგან ისინი პასუხს  მოსთხოვენ, რატომ იყო საქართველოს ხელისუფლება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე!” - ნათქვამია განცხადებაში.

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად“?!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "10 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე  წლებია, მუშაობს „ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი  ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი „ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს? და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ -  თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს.

    ვერცერთი უკანონო „ქოლცენტრი“, ვერცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე. აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი არა ჩვენმა, არამედ გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს.

    ასე რომ, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და ჩნდება კითხვა:  „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

    „ოცნებასთან“ არადაახლოებული პირი საქართველოში „ქოლცენტრს“ ვერ ამუშავებს!", აღნიშნულია განცხადებაში.

  • ოქრიაშვილი „ოცნებას“: 2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე ოპოზიციაში გაგიშვებთ რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს, რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კი თითოეულ ოჯახს მდიდრულად,  წალკოტში უნდა ეცხოვრა და უფასო ფული, უფასო შუქი, უფასო გაზი უნდა ჰქონოდა.

    2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე „ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, ან რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით; მაგრამ თუ გაბედეს და გააყალბეს არჩევნები, მაშინ ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას.

    რაც შეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს არასდროს მოხდება! მსოფლიოსა და ევროპაში პოლიტიკური ამინდი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებიდან 1-2 წელიწადში, საქართველო არამარტო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

    P.S ივანიშვილ-კობახიძემ თავადაც კარგად იციან, რომ სამთავრობო ცვლილებები გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ისინი თავიანთ მომხრეებს აჯერებენ!", აღნიშნულია განცხადებაში.  

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური