IBSU ადგილი სადაც განათლება იმარჯვებს!

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2022 09:47
#IBSU-ში პირველკურსელთა რეგისტრაციის პირველი დღე ემოციებითა და სიურპრიზებით სავსე იყო.
კამპუსის ეზოს დღეს ნამდვილად ეტყობოდა, რომ წელს რეკორდული რაოდენობის სტუდენტები გვყავს!
რეგისტრაცია 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გელოდებით იბსუში.
 
წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია ცენტრი გაიხსნა!

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მედია ცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ.

    მედია ცენტრი, რომელიც მოიცავს, სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიო სტუდიებს, აღჭურვილია  სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, მედია ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროდუქტიულობის გაზრდას, ჩაიწერება საინტერესო გადაცემები, მომზადდება რეპორტაჟები, სიუჟეტები და ინტერვიუები. მედია ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედია ტექნოლოგიები აინტერესებთ.

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,  ჰოლდინგ „პალიტრას“ დირექტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები. 

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მედია ცენტრში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა IBSU-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. 2020 წლიდან კი აკრედიტაცია მიიღო სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და კომუნიკაცია“, რომელიც აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელის რიშელ როჯერსის მენტორობით შემუშავდა.

    ამჟამად, IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 120-მდე აქტიური სტუდენტი ჰყავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.

  • ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ში კელი დეგნანმა გახსნა

    ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო  კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კელი დეგნანმა გახსნა.

    როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, წლებია ამერიკის საელჩო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორები არიან, რათა განავითარონ ამერიკის მცოდნეობის პროგრამა საქართველოში.

     „ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სწავლა. სტუდენტები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ისინი იკრიბებიან არა მხოლოდ მთელი რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ამერიკიდან. ერთად მსჯელობენ და საუბრობენ ისეთ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის ასევე, საქართველოსთვის“ - აღნიშნა ელჩმა.

    უნივერსიტეტის რექტორის დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მაღალ დონეს ადასტურებს კურსდამთავრებულთა განათლების მაღალი ხარისხი და ამერიკის საელჩოს მუდმივი თანადგომა უნივერსიტეტის და ამ პროგრამების მიმართ.

    როგორც სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, თამარ შიოშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ოთხი სესია მუშაობდა, რომელზეც გახილეს პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ქალთა უფლებების, განათლების, ხელოვნებისა და ეკონომიკის საკითხები. 

    „მეცნიერებთან ერთად სესიებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი პროგრესული და წარმატებული სტუდენტები, მათ შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და ჩაერთონ დისკუსიებში“.- აღნიშნა თამარ შიოშვილმა.

    კონფერენციის გახსნის ღონისძიება თბილისს ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდა.

    ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში 36 ქართველი და უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდა. 2022 წლის რიგით მე-13 კონფერენცია ა.შ.შ.-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა.

  • ლიბერთი სტუდენტების დასაქმების კამპანიას - Craft Your Future Career აანონსებს!

    ლიბერთის ინიციატივით, მასშტაბური კამპანია Craft Your Future Career მიმდინარეობს, რომელიც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების დასაქმებას ითვალისწინებს. სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, როცა ლიბერთის ახალმა გუნდმა გადაწყვიტა ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელი მხარდაჭერა გაეწია. სტუდენტების დასაქმების კამპანია არც პანდემიის დროს გაჩერებულა და ბანკი დღესაც აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სტაჟირების სხვადასხვა პროექტში.

    ,,მოხარული ვართ, რომ ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებასთან ვთანამშრომლობთ. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია სტაჟირების პროცესის მაღალი ხარისხით ჩატარება. პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებმაც შემდგომ მენტორები გადაამზადეს. შეიქმნა მიზნობრივი პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც აფასებს როგორც სტაჟიორებს, ისე მენტორებს. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.

    ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტაჟიორმა კარიერის პირველი ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად გადადგას და ერთ ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება მიიღოს.“ - ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    ლიბერთის Craft Your Future Career-ის კამპანია ყოველწლიურად ჩატარდება და მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდებისთვის პირველი კარიერული ნაბიჯების გზაზე.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

    განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

    ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.

    ნომინაციაში ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ: პროფესორი ნათელა დოღონაძე, პროფესორი ირაკლი როდონაია, პროფესორი თამარ შიოშვილი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილი.

    ნომინაციაში „2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: ასოცირებული პროფესორი  აზერ დილანჩიევი, პროფესორი ნათელა დოღონაძე, ასოცირებული პროფესორი მეთინ მერჯანი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე და ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჯაყელი.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით,  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.

    როგორც უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს.

    „ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ისეთი გარემოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერის თანამედროვე მოთხოვნებზე, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სერვისის დანერგვის პროცესში ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რასაც დღეს მსოფლიოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოება გვთავაზობს.“ - აღნიშნა რექტორმა.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 39 ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებს და სურვილის შემთხვევაში ჩართულიყვნენ მათ აქტივობებში.

    კამპუსის ეზოში გაცნობითი სტენდებით იყვნენ წარმოდგენილი სტუდენტური თვითმართველობა, სტუდენტური კლუბები, ბიზნეს ანბანი და IBSU-ს მარკეტერები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური