ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის დახმარებისა და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2022 10:07

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის, იაპონიის და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასის და ასევე საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრა.

საუბრის დროს ხაზი გაესვა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ევროპისთვის გაზის იაფი და მდგრადი მიწოდების საკითხიც.

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • შეიარაღებული თავდასხმა კრიმსკში, რუსეთში

    რუსეთის კრასნოდარის ოლქის ქალაქ კრიმსკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    რუსული საინფორმაციო წყაროები, უშიშროების ძალებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყებიან, რომ 66 წლის პირმა, ქალაქის ჯანდაცვის ცენტრში, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზნით, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.

    თავდასხმას, ცენტრში მომუშავე ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ინციდენტის ადგილის დატოვების შემდეგ ქუჩაში გადაადგილებისას კიდევ ერთ პირს გაუხსნა ცეცხლი, რომლიც ადგილზევე დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • გაერომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობა და ანაზღაურება დაუწესა

    გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ შორის გახლდათ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სირია. 73-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

    ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მათ აქვთ პოლიტიკური წონა.

  • სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს

    ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

    მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ. „როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

    სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

    „შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.

    თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.

    ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.

    აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

    წყარო: https://1tv.ge/news/si-dzinpini-amerikul-chinuri-urtiertobebi-rtul-vitarebashia-da-chven-es-dzalian-gvaghelvebs/

  • ამერიკა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მანამ არ მოგვარდება, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დატოვებს უკრაინას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ტურნეს დაწყებამდე თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ნაყოფიერი, ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო“.

    აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და დასძინა: „ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დატოვებს უკრაინას“.

    მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ისინი უკრაინას აშშ-ს არმიის ინვენტარიდან 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

  • საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩაიტანეს

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide მის ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    რეზნიკოვმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი თავდაცვის სისტემები ჩავიდა და ნორვეგიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩამოვიდა. ეს იარაღი უკრაინის არმიას საკმაოდ გააძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს საჰაერო სივრცეს. გავაგრძელებთ ჩვენზე თავდამსხმელი მტრის სამიზნეების განადგურებას“. - თვქა რეზნიკოვმა.  

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური