თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტაინის ბაზაზე ესწრება

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2022 16:07

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება. გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და  გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა  და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე მეორედ ესწრება, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები. „ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას. რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკითხზე მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით. 

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე ესწრება. რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • გერმანიის პარლამენტის 2023 წლის საერთაშორისო სტიპენდიის კანდიდატთა შესარჩევი დელეგაციის ვიზიტი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გია ვოლსკი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

    დელეგაცია, რომელსაც ბუნდესთაგის წევრი, ბატონი კრისტიან ჰააზე ხელმძღვანელობს, თბილისს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) კანდიდატების შესარჩევად ეწვევა.

    ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს.

    საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იმავე წლის ივლისის ბოლომდე გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიატები მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ქალბატონ ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო, დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.

    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იყწყება.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას.  
    ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. 

    შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

    პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.

    დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.

  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზ. ჰასანოვს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

    მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
    ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
    საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის.
    ყურადღება დაეთმო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას”, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები.
    მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
    მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები.
    აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეო თარიღია, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელჰან იბრაჰიმოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩაიტანეს

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide მის ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    რეზნიკოვმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი თავდაცვის სისტემები ჩავიდა და ნორვეგიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩამოვიდა. ეს იარაღი უკრაინის არმიას საკმაოდ გააძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს საჰაერო სივრცეს. გავაგრძელებთ ჩვენზე თავდამსხმელი მტრის სამიზნეების განადგურებას“. - თვქა რეზნიკოვმა.  

  • გერმანიამ უკრაინას Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ჟურნალ Der Spiegel-ით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ პოლონეთ-უკრაინის საზღვართან Iris-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა მოხდა.

    გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა ორშაბათს გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ უახლესი ტექნოლოგიით წარმოებული Iris-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა უახლოეს დღეებში მზად იქნება უკრაინაში მოსახლეობის ეფექტურად დასაცავად.

    თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ Iris-T SLM არის ახლად შექმნილი უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რომ გერმანია უკრაინას ასეთ ოთხ ერთეულ გადასცემს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური