თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბიზნეს საუზმეზე მასმედიის წარმომადგელებს უმასპინძლა
Related items
-
„უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“ - ასე წარადგენს თავს საქართველო ბერლინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე (ITB ბერლინი 2023)
7 მარტს ბერლინის 2023 წლის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა დაიწყო, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. წელს მისი სლოგანია „უსაზღვრო სტუმართ-მასპინძლობა“, რაც საქართველოს ლეგენდარულ სტუმართმოყვარეობასთან არის დაკავშირებული.
„ITB ბერლინი“ 1966 წლიდან ტურიზმის სფეროს წამყვანი გამოფენაა მსოფლიოში. პანდემიისგან გამოწვეული წყვეტის შემდეგ წელს იგი კვლავ ჩვეული ფორმით იმართება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9 მარტის ჩათვლით ბერლინის საგამოფენო სივრცეში მრავალი აქტივობითა და ღონისძიებით ქვეყნის ტურისტულ მრავალფეროვნებას წარადგენს.
გახსნის ოფიციალური შოუ 6 მარტს გაიმართა და გერმანიის ვიცე-კანცლერის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. ღონისძიების ლაიტმოტივი იყო „უსაზღვრო ქართული კულტურა - მეღვინეობის საწყისიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის ქართული სასცენო ხელოვნების შედევრები, მათ შორის ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, მრავალხმიანი სიმღერა და ქართული ეროვნული ბალეტი.
საგამოფენო სივრცეში საქართველოს დათმობილი აქვს 705 მ² ფართობი, სადაც ყოველ დღე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, სახელოვნებო ვორკშოპები, კალიგრაფიული მასტერკლასები და რა თქმა უნდა ქართული ღვინის დაგემოვნება. გამოფენაზე წარმოდგენილია 80 კომპანია საქართველოს ტურისტული, სასტუმრო და საჰაერო მიმოსვლის სფეროებიდან.
„ITB ბერლინის“ გახსნითი დათვალიერების ცერემონია გაიმართა გამოფენის პირველ დღეს საქართველოს (როგორც მასპინძელი ქვეყნის) სტენდთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი.
ფოტო: © GNTA
-
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა
6 თებერვალს თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 44 ათას 374-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 6 თებერვლის შემდეგ რეგიონში დაახლოებით 10 000 განმეორებითი ბიძგები მოხდა. ამჟამად კი რეგიონში 8 182 სამძებრო-სამაშველო პერსონალი კვლავ აგრძელებს მუშაობს.
-
მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, სულეიმან სოილუს განცხადებით, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 43 ათას 556-მდე გაიზარდა.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
-
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.
მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური -
ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 41 ათას 20 ადამიანი დაიღუპა
AFAD-მა გამოაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 41 ათას 20 ადამიანი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს AFAD-ის წერილობითი განცხადების თანახმად, თურქეთის ქ. ქაჰრამანმარაშის, ფაზარჯიქისა და ელბისტანის რაიონებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 6 ათას 212 ბიძგი დაფიქსირდა.
ქაჰრამანმარაშში, გაზიანთეფში, შანლიურფაში, დიარბაქირში, ადანაში, ადიამანში, ოსმანიეში, ჰათაიში, კილისში, მალათიასა და ელაზიღში დაღუპულთა რაოდენობა 41 ათას 20-მდე გაიზარდა.
რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კვლავ იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციის 245 ათას 198 პერსონალი.
სტიქიის ზონაში სულ 12 ათას 681 მანქანა, ძირითადად ექსკავატორები, ბუქსირები, ამწეები, დოზერები, სატვირთო მანქანები, წყლის სატვირთო მანქანები, მისაბმელიანი, გრეიდერები, ვაკუუმ-სატვირთო მანქანები და მსგავსი სამშენებლო ტექნიკა გაიგზავნა.
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების, სანაპირო დაცვისა და ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის, უშიშროების გენერალური დირექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს და სატყეო მეურნეობის გენერალური დირექტორატის ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით 11,907 გაფრენა განხორციელდა "საჰაერო ხიდით", რომელიც შეიქმნა რეგიონში პერსონალის და მასალების გადასაზიდად.
ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ და სანაპირო დაცვის სარდლობამ პერსონალის, მასალების გადაზიდვისა და ევაკუაციის მიზნით რეგიონში სულ 38 გემი გააგზავნა.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...