ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში აუცილებელია მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მშვიდობას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში აუცილებელია მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მშვიდობას, რომელსაც ორივე ქვეყანა მიიღებს და თქვა, რომ "დიალოგი მიმდინარეობს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ". ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
მათი ინფორმაციით, მ. ჩავუშოღლუ სლოვენიაში გამართულ ბლედის მე-17 სტრატეგიულ ფორუმზე დაესწრო პანელს სახელწოდებით "რამდენი ევროპაა ევროპაში?".
მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ადრე თუ გვიან დასრულდება, თუმცა უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება.
მინისტრმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აუცილებელია მოლაპარაკების გზით მიაღწიონ მშვიდობას, რომელსაც ორივე ქვეყანა მიიღებს და დაამატა: "მაგრამ ამავდროულად საჭიროა უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობიანი გადაწყვეტა. რას ვგულისხმობთ? უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული. /.../. დიახ, არის დიალოგი. დიალოგი მიმდინარეობს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ წვდომას ორივე მხარესთან. ”
Related items
-
პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.
,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია
23 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
-
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 2023 წლის 23-24 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ გერმანიის საელჩოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ბატონ ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.
შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
-
სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნას, რომლებიც ქვეყანაში არ გამოიყენება, დაეთანხმა მმართველი უმცირესობის მთავრობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
უკრაინაში საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, ჰეგერმა ეს განცხადება Twitter-ზე გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შესრულდეს. „სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში 13 ერთეული Mig-29 თვითმფრინავის გაგზავნა“. - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
ჰეგერმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა უფრო მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები და რომ ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: "სხვა ქვეყნებიც ასრულებენ მსგავს საქმეს. უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარების მასალების მიწოდების წყალობით, ეს ქვეყანა შეძლებს დაიცვას როგორც საკუთარი თავის, ისე მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“.
2022 წლის ივლისში თავის განცხადებაში ჰეგერმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები შეიცვლება F-16-ებით და რომ ამ თვითმფრინავებს 2022 წლის სექტემბრიდან აღარ გამოიყენებენ.
-
IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.
მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...