ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 29 აგვისტო 2022 13:47

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორთან შტეფან რუსსთან, რომელიც ამავე დროს პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა (სდსს) და პარტნიორი ორგანიზაციების პრიორიტეტები, დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები.

განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სდსს-ს მაღალ ეფექტიანი საქმიანობა, პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი და აღჭურვილობის ხარისხი.

სამუშაო ვიზიტად მყოფ გერმანელ სტუმარს საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციის - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი მასპინძლობს.

ვიზიტის მიზანია პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის მე-18 კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.

ღონისძიებას მსოფლიოს 50 მდე ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დაცვის სამსახურების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. პარლამენტში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ბახსოლიანი და სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსი, ირაკლი ფოჩხუა მონაწილეობდნენ.

წაკითხულია 124 ჯერ

Related items

  • ირაკლი ბერაია თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ანკარაში, თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა.

    შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

    ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

    საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ქართულ დელეგაციასა და თურქეთის თავდაცვის მინისტრს შორის შედგა გულთბილი და საქმიანი შეხვედრა, სადაც მასპინძელმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში თურქეთის და მისი უწყების სრული მხარდაჭერა.

    „ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით საამაყო იყო თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მჭიდრო პარტნიორობის, მეგობრობის და ნდობის ხაზგასმა მისი ქართველი კოლეგის, მინისტრ ბურჭულაძის მიმართ,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

    ქართულმა დელეგაციამ თურქეთის თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

  • ირაკლი ბერაია - თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!
    ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის 3 კომიტეტის (უსაფრთხოებისა და დაზვერვის, ეროვნული თავდაცვის და შინაგან საქმეთა კომიტეტების) თავმჯდომარეებთან და წევრებთან.
    პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ქართველი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს.
    როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ აღნიშნა დეპუტატებს ჰქონდათ შინაარსობრივი და პროდუქტიული შეხვედრები.
    „ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ საფრთხეებზე, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს ემუქრება, ასევე საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო/ენერგეტიკული პროექტების წარმატებული იმპლემენტაციისთვის, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, და, რაც მთავარია, შავი ზღვის რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის. თურქეთში საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი. თურქეთი ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ გიორგი ჯანჯღავას, ჩვენს დიპლომატებს, ვისი ძალისხმევითაც ასეთ მოკლე პერიოდში და შემჭიდროებულ ვადებში შესაძლებელი გახდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზება”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
    ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები - ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე კომიტეტის წევრები ჰერმან საბო და ალექსანდრე ელისაშვილი. 
  • ,,შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ - შიდსის ჯანდაცვის ფონდის მთავარი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებას

    ,,შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“  - ამ გზავნილით შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის პანდემიის დასასრულებლად,  ჯერ კიდევ,  ბევრია გასაკეთებელი.

    გასული წლების მსგავსად, შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით  AHF საქართველოც შეუერთდა და საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით შეხვედრა გაიმართა.

    „1 დეკემბერს ყოველწლიურად მსოფლიო აღნიშნავს შიდსის მსოფლიო დღეს. შიდსის ჯანდაცვის ფონდი წლევანდელ კამპანიას აღნიშნავს გზავნილით ,,შიდსი -ჯერ არ დასრულებულა“, ამით  ახსენებს მსოფლიო ლიდერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შიდსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ამისათვის ბევრია გასაკეთებელი. UNAID-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება.  საქართველო, საბედნიეროდ, მიეკუთვნება დაბალი პრევალენტობის ქვეყანას, რაც საქართველოს მთავრობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდება ტესტირებაზე, მკურნალობაზე, ასევე ყურადღების გამახვილება დაგვიანებულ მიმართვიანობაზე. ტესტირება აივ ინფექციის გამოვლენის ერთადერთი გზაა, შესაბამისად, ტესტირება და დროული მკურნალობა ხელს უწყობს ვირუსის სუპრესიას. მკურნალობას პრევენციის კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის, აღარ არის გადამდები“, - აღნიშნა შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ნინო ხეთაგურმა. 

    ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს შიდსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და დღეს ქვეყანაში შიდსზე მკურნალობა ხელმისაწვდომია, მთავარია დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია და მკურნალობა. ზაზა ლომინაძემ საზოგადოებას სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

    ,,აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში  შიდსის შემთხვევების მატებაა. დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ შიდსი ჯერ არ დასრულებულა. ყველას მოვუწოდებთ ტესტირებისკენ, ასევე მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს გავერთიანდეთ შიდსთან ბრძოლაში. სახელმწიფო ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს ჯანდაცვაში. ბოლო ათწლეულში შიდსთან ბრძოლაში საქართველოს დიდი მიღწევები აქვს. მიზანი არის ის,  რომ მთავრობის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული ეს შრომა წყალში არ ჩაიყაროს. ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ სტიგმისა და  დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შიდსით არიან დაავადებულები“,-განმარტა ზაზა ლომინაძემ.

    მოწვეულ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ: ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის კონტროლის ცენტრის ორგანიზებით გამოქვეყნდა ჩვენი რეგიონის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში 2,3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ინფექციით და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით ნაკლები ადამიანის გამოვლენა მოხდა, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, გამოვლენის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა ჩვენს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ეფექტურობის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს, დაავადების გამოვლენის ნაწილში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგულარული ტესტირება, რომელიც დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა, ამისათვის კი ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სტიგმა და დისკრიმინაცია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ბოლო წლებში დაინერგა ისეთი სიახლეები როგორებიცაა: თვითტესტირება, უკონტაქტო აპარატებით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში ტესტირების მხრივ არ გვაქვს საწუწუნო მდგომარეობა. გლობალური ანგარიშის მიხედვით წელიწადში ეს რიცხვი 442 000-ია, რაც ერთ-ერთ კარგ პოზიციაზე ამყოფებს საქართველოს რეგიონში, თუმცა დაავადების გამოვლენისთვის საჭიროა, გარემოს გაუმჯობესება, სადაც ადამიანები თამამად მოვლენ და ჩაიტარებენ ტესტირებას“. 

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის დირექტორის მოადგილემ ნიკა ჩხარტიშვილმა საოზგადოებას საქართველოში არსებული სტატსტიკა გააცნოა და მათ პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ესაუბრა: ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. აივ-ით (ადამიანისიმუნოდეფიციტისვირუსით) დაინფიცირებისსაშიშროებაყველაადამიანსაქვს, მაგრამგადადებისრისკიიზრდებაგარკვეულიქცევებისარსებობისშემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოაღმოსავლეთევროპაშილიდერიააივ/შიდსითპაციენტებისანტივირუსულიმკურნალობითმოცვისადამკურნალობაზემყოფპაციენტებშივირუსულიარაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან,საქართველომ,პირველმააღმოსავლეთევროპაშიდაერთ-ერთმაპირველმამსოფლიოში,დანერგაპრინციპიუმკურნალეყველას“, რაცგულისხმობსიმას,რომმკურნალობაუტარდებაყველააივინფიცირებულსიმუნურისტატუსისდადაავადებისსტადიისმიუხედავად. ასეთმამიდგომამუკვეგამოიღომნიშვნელოვანიდადებითიშედეგი“.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო და ანონიმური ტესტირება. ღონისძიების ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. ღონისძიებაში პარლამენტარებთან ერთად, სამედიცინო სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ამ დღესვე ქვეყნის მასშტაბით გაიმართა  სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანიც საზოგადოების ფართო ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლებაა, რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენონ – საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებისა და კონდომების გავრცელებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელებაში. აქტივობა დაიწყო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება. 

    ცნობისათვის, UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე  იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.

    ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ

    შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:

     www.aidshealth.org

     www.facebook.com/aidshealth

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

    მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთის და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. შეხვედრებზე საუბარი რეგიონულ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხო.

    ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების აუცილებლობა და ამ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

    დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხების გარემოს გათვალისწინებით, პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

    „ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ გაბედული გადაწყვეტილების მიღება თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრებაც შესაძლებელია დაჩქარებული წესით. ეს არის ის, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ღიებულებებზე დაფუძნებული არჩევანიც არის ალიანსში გაწევრება. ვისაუბრეთ საქართველოს მნისვნელობაზე ნატოსთვის, როდესაც რეგიონში არის მომეტებული საფრთხეები. ის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაში, რომელსაც დღესაც აკეთებს მომეტებული საფრთხეების ფონზე. როდესაც ჩვენი პარტნიორები მიისწრაფვიან ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციისკენ, დაკავშირების გაძლიერებისკენ დასავლეთს და აღმოსვლეთს შორის, ეს კიდევ უფრო ზრდის ნატოს წევრი საქართველოს მნიშვნელობას. პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღგვითქვეს მხარდაჭერა, რომ გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ყველა ფორმატში და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

    მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების და განმტკიცების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამნტო დონეზე და ვიზიტების გაცვლის მნიშნელობაზე ისაუბრეს.

    საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

  • ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

    ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე.

    კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, უკრაინაში რუსული აგრესიის გავლენაზე საქართველოსა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონზე.

    მხარეებმა ასევე განიხილეს ტაივანის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

    შეხვედრაზე ორივე მხარემ დაადასტურა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ამ მიმართებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური