კახა ოქრიაშვილი - „ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022 13:26

უკრაინას, საქართველოს მოძმე ერს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ მძიმე ბრძოლაში, ერთი მტრის წინააღმდეგ, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განცხადა.   

მისივე თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის.

სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ გადაიწერა და დღეს მორგებულია და ემსახურება ივანიშვილისა და მისი „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ.

თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ, რომ კანონი უზენაესია, რომ კანონები უნდა დავიცვათ - დიახ, ეს სწორია, მაგრამ საქართველოში უამრავი კანონია, რომელიც არის უსამართლო, მორგებულია „ქართულ ოცნებას“, ხელს უწყობს კორუფციას, არჩევნების გაყალბებას, შერჩევით სამართალს, აკნინებს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მედიას. ეს კანონები არ იწვევს პატივისცემას და უნდა შეიცვალოს!  

მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში 6 მილიონი ებრაელი და ყველა სხვა მოქალაქე, ვინც არ ეთანხმებოდა ნაციზმს, სწორედ ზედმიწევნით, დაწვრილებით დაწერილი კანონებით გაანადგურეს. ასეთ უსამართლო კანონებს ვერც ავიტანთ, ვერც დავიცავთ.

ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ საქართველოს წინსვლისთვის!   

წაკითხულია 87 ჯერ

Related items

  • გაერომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობა და ანაზღაურება დაუწესა

    გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ შორის გახლდათ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სირია. 73-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

    ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მათ აქვთ პოლიტიკური წონა.

  • კახა ოქრიაშვილი: „დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა...“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია.

    დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან. სამაგიეროდ, კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე დედას გვაგინებს მარჯანიშვილის მოედანზე, არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. შედეგად, მოხდა საზოგადოების ქოც-ნაწილის „ვაზელინიზაცია“ (როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ამას ირგებ) და ამ ნაწილს პროტესტი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. აი, ეს არის „ოცნების“ მმართველობის შედეგი და თურმე, ასეთ კაცს რაღაც რეიტინგი აქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.

    მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს.

    კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას!”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ამერიკა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მანამ არ მოგვარდება, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დატოვებს უკრაინას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ტურნეს დაწყებამდე თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ნაყოფიერი, ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო“.

    აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და დასძინა: „ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დატოვებს უკრაინას“.

    მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ისინი უკრაინას აშშ-ს არმიის ინვენტარიდან 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

  • საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩაიტანეს

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide მის ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    რეზნიკოვმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი თავდაცვის სისტემები ჩავიდა და ნორვეგიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩამოვიდა. ეს იარაღი უკრაინის არმიას საკმაოდ გააძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს საჰაერო სივრცეს. გავაგრძელებთ ჩვენზე თავდამსხმელი მტრის სამიზნეების განადგურებას“. - თვქა რეზნიკოვმა.  

  • ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები უკრაინის ზამთრის დახმარებას უზრუნველყოფენ

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა (გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, კანადა) კოორდინირებული ქმედებები დაიწყეს უკრაინის ზამთრის დახმარების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    გერმანიის ქალაქ მიუნსტერში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას ბაერბოკმა თქვა: ”ჩვენ უკრაინას ზამთრის დახმარებას გავუწევთ ჩვენს G7-ის პარტნიორებთან ერთად”.

    მისივე თქმით, ბევრი სხვა ქვეყანაც დაუჭერს მხარს ამ დახმარებას და აღნიშნა: "ეს ზამთრის დახმარება ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას უკრაინის დაშლის შესახებ. ჩვენ არ მივიღებთ იმას, რომ ის საერთაშორისო ერთიანობის დარღვევას იმედოვნებს“.

    ბაერბოკმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო პუტინი უფრო მეტ არაადამიანურობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ G7 ქვეყნები არ დაუშვებენ მოხუცები, ბავშვები და ახალგაზრდები შიმშილით ან სიცივით დაიღუპონ.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური