ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცვის ძალები შეუერთდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 22 აგვისტო 2022 16:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგებლობის გადაასადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა "MTLB" (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

თავდაცვის სამინისტრო

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი საქართველოს სამხედრო ძალებისთვის €20 მილიონიან დახმარების პაკეტს ამტკიცებს

    ევროპის კავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაცემული დახმარების პაკეტი გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერ-თავდაცვის სერვისთა პოტენციალს. ეს მიზანი მიიღწევა შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით, რაც აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებასაც მოიცავს.
    დახმარების პაკეტი იმ 12.75 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერას დაემატება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა. 
    „უახლესი დახმარების პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოს პოტენციალი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და გამძლეობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა
    თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა ორი კვირის განმავლობაში პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს.
    კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს.
    საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით პირველად ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.
  • თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
    ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის, კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
    კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა.
    მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
  • ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს

    საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ  სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს. ქართველი სამხედროები უელსიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში. 

    საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში  J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს. სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე  იერიშის მიტანას გულისხმობდა. 

    შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში  30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. 

    ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა.   ყოველწლიურ წვრთნებს  უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა.

  • საქართველოს თავდაცვის ძალებს ერაყის შეიარაღებული ძალების დელეგაცია სტუმრობს

    საქართველოში ვიზიტით ერაყის შეიარაღებული ძალების დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანს ერაყელი უმაღლესი რანგის ოფიცრებისა და უმცროსი სამეთაურო რგოლისთვის საქართველოს სერჟანტთა კორპუსის განვითარების საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე შეხვდა. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს მიმდინარე რეფორმებისა და დაგეგმვის პროცესის, სერჟანტთა კარიერული განვითარებისა და განათლების, საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის დოკუმენტების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გაცნობითი ვიზიტები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სერჟანტთა აკადემიასა და საერთო საჯარისო ცენტრში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური