თავდაცვის სამინისტროში საუკთესო სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2022 13:38

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მან თავდაცვის ძალების საუკეთესო სამხედროებს - კაპრალ-სპეციალისტ კახა შარვაშიძეს, სერჟანტ ირაკლი ჯულაყიძეს, სერჟანტ ლევან პატაშურსა და უფროს ლეიტენანტ თორნიკე სამაკაშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და კარიერულ ცხოვრებაში წარმატებები უსურვა. 

წელს საუკეთესო სამხედროები ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადებიდან გამოვლინდნენ. 
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია საუკეთესო რიგითების, კაპრალების, ათეულისა და ოცეულის მეთაურების, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების გამოვლენის მიზნით მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის უწყებაში სამხედროების დაფასების, შეჯიბრებითობისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება.

წაკითხულია 149 ჯერ

Related items

  • უკრაინამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება უარყო

    უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ „კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    უკრაინის საინფორმაციო სააგენტო „უკრინფო“-ს ცნობით, ჩერევატიმ შეაფასა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმების შესახებ.

    მისი განცხადებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მაღალი სიზუსტის შეტევების განხორციელება და თქვა: „ეს ინფორმაცია ისეთივე ზუსტია, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ გაანადგურეს მთელი ჩვენი HIMARS-ები. ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელიც ორგანიზებულია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალი სიზუსტის თავდასხმის სისტემებით ხალხმრავალი პერსონალის ცენტრებზე, საწყობებზე და ლოჯისტიკაზე წარმატებული მოქმედებების საპასუხოდ. მათ ასეთი შანსი არ აქვთ“.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 600-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

  • თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები

    აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ღამის მისიები განხორციელდა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შენაერთებმა გაანადგურეს წარმომადგენლობითი მტრის მანქანები და პირადი შემადგენლობა.

    აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ომის დროს ჯარების კოორდინაციის უზრუნველყოფას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას.

  • იაპონიამ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა

    ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდებმა გაზარდა უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება კორეის ნახევარკუნძულზე და მის გარშემო, რის შემდეგაც იაპონიამ თავდაცვის სფეროში ახალი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ SM-3 Block IIA ჩამჭრელი რაკეტა წარმატებით გამოსცდა.

    აღინიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზიდან გაშვებული საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტა წარმატებით იქნა შეჩერებული წყნარი ოკეანის თავზე 100 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე 16 ნოემბერს გაშვებული მაიას კლასის ხომალდიდან, რომელიც აღჭურვილი იყო Aegis-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით.

    იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ SM-3 Block IIA რაკეტა ერთობლივად იქნა შექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ და აღინიშნა, რომ სისტემა პირველად იაპონიამ გამოსცადა.

    იაპონიამ, რომელიც მეორე ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საავიაციო კომპანიის Lockheed Martin-ის მიერ ამერიკის თავდაცვის სამინისტროსთვის შექმნილი ბალისტიკური რაკეტა Aegis მიიღო,  აღნიშნული სისტემის საშუალებით გატყორცნილი რაკეტის ახალ ვერსიაზე SM-3 Block IIA-ს შექმნაზე აშშ-თან ითანამშრომლა.

  • რეზერვისტებმა და მოხალისეთა ჯგუფებმა კოორდინირებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

    საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის აქტიურ რეზერვში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წარმომადგენლებმა პირველად საბაზისო სამედიცინო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. პირადმა შემადგენლობამ 2-დღიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარა. სამედიცინო სწავლება დასრულდა საჩვენებელი ღონისძიებით, რომელშიც ჩართული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ვერტმფრენი. სწავლება დაჭრილების ევაკუაციის სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. 

    სამედიცინო სწავლება აშშ-ის სამხედრო-სამოქალაქო მხარდაჭერის ჯგუფის დახმარებით ჩატარდა.
    რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

    ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 - დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

  • თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
    ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის, კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
    კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა.
    მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური