საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება ჩაატარა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 15 აგვისტო 2022 15:23
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათშორისი სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) უწყებათშორის სწავლებაში (JMOC TTX 2), რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიმართა.
სწავლების მიზანი იყო საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების, ინციდენტებზე რეაგირებისა და მართვის უწყებათშორისი შესაძლებლობების შეფასება, ასევე, საზღვაო ვითარების გაცნობიერების (MDA) შესაძლებლობების ანალიზი, JMOC-ის უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების განხილვა, მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) და მასთან დაკავშირებული მასალების აღმოჩენა, აღკვეთა და საზღვაო სივრცეში მათ უკანონო გადაადგილებასთან ბრძოლის მეთოდების განხილვა.
ტრენინგში აგრეთვე მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები.
სწავლება ჩატარდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, სასტუმრო "შერატონში" (ბათუმში), ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში.
 
წაკითხულია 64 ჯერ

Related items

  • ბიზნეს ჰაბი გურიის შავი ზღვის სანაპიროზე!

    Grigoleti Beach Resort, Trademark Collection by Wyndham ფიჭვებში ჩამალული სასტუმროა, შავი ზღვის ქვიშიან სანაპიროსთან, საიდანაც ულამაზესი დაისი ყოველ საღამოს ხელის გულზე ჩანს. სასტუმრო ბათუმის აეროპორტიდან 50 კილომეტრში, ხოლო ქუთაისი აეროპორტიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. საქართველოს ინდუსტრიული გულიდან, ფოთის პორტიდან - სასტუმროში, მანქანით, სულ რაღაც 15 წუთში აღმოჩნდებით.

    ჩვენი 60 კომფორტულიოთახიდან, თქვენთვის სასურველს აუცილებლად შეარჩევთ, სადაც დაგხვდებათ-მაღალხარისხიანი ინტერნეტი, Hd ტელევიზორი, მინი ბარი და სხვა აუცილებელი ნივთები. სასტუმროში განსხვავებული სერვისების მიღებას შეძლებთ, როგორიცაა უნიკალური ღვინის სპა, ტრადიციული იაპონური მასაჟი; გარე გადახურვა და აუზი; სახურავის ტერასა საოცარი ხედით და ყველაზე მთავარი - რესტორანი, სადაც ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად შეგიძლიათ, უგემრიელესი ევროპული სამზარეულოც დააგემოვნოთ. 

    სასტუმროს ორივე შეხვედრების ოთახი საუკეთესო ადგილია კორპორატიული შეკრებების და კონფერენციებისთვის, რომელთა დაგეგმვაშიც სასტუმროს მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ. ოთახები სხვადასხვა კონფიგურაციით გათვლილია ბიზნეს შეხვედრებისთვის 25 ადამიანზე ან/და კონფერენციებისთვის, დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობით - 100 ადამიანი.

     

  • ბირთვული უსაფრთხოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ: ახალი გამოწვევები და რისკები

    ბათუმის მეექვსე საზაფხულო უნივერსიტეტი წელს მიეძღვნა რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგების ანალიზს. სამდღიანი სემინარის სადისკუსიო თემები იყო უკრაინაში რუსეთის აგრესიის ეროვნული, რეგიონული და გლობალური უსაფრთხების ასპექტები   ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის რისკების გათვალისწინებით.

    წლების განმავლობაში, ბათუმის საზაფხულო უნივერსიტის მოწვეული საერთაშორისო ექპერტები სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, ლოდონის სამეფო კოლეჯიდან, ოდესის მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტიდან და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ლექციებს ატარებენ და გამოცდილებას უზიარებენ  ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე.

     ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი დაარსდა 2015 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ინიციატვით და აერთიანებს ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებს, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებს.

    ავტორების მიხედვით  
  • საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდა
    23 აგვისტოს DEİK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს რამაზ ჯინჭარაძეს ეწვია.
    ბატონმა ოსამანმა ბატონ რამაზს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
    შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.
  • სახალხო დამცველმა ბათუმში დაგეგმილი მშენებლობის განხორციელების დროებითი საგამონაკლისო წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

    საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

    პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.

    სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.

    განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

    სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითიც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

    გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეებისა შენარჩუნებისთვის.

    წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებლია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს.[1] განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.

    მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიან არიდების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელით ასევე ვითხოვთ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება.

    სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას.
    შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე, სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.
    2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
    სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის დადგენილია შესაბამისი ჯარიმები, კერძოდ:
    საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;
    საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით;
    ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით;
    სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
    საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
    საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით;
    ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება, სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება ან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება/განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური