პრეზიდენტმა ერდოღანმა ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილი გამოსცადა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022 12:10

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის საავტომობილო საინიციატივო ჯგუფის (TOGG) მიერ შექმნილი პირველი ელექტრომობილი გამოსცადა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

TOGG-ის SUV მოდელი თურქეთში გაყიდვაში 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ის მიზნად ისახავს 1 მილიონი ავტომობილის წარმოებას 5 სხვადასხვა სეგმენტში 2030 წლისთვის.

ვიდეო: https://www.trt.net.tr/georgian/video/mec-niereba-da-tek-nologia/prezidentma-erdog-anma-adgilobrivi-carmoebis-avtomobili-gamosc-ada

წაკითხულია 74 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტ ერდოღანის ძალისხმევით უკრაინამ და რუსეთმა ასეულობით ტყვე გაცვალეს

    თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, დღეს ორმა ქვეყანამ 200 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში „თურქულ სახლში“, თურქ ჟურნალისტებთან აშშ-ში ვიზიტი შეაფასა რა, მათი შუამავლობით, უკრაინა-რუსეთს შორის განხორციელებულ ტყვეების გაცვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: „მადლობა მინდა გადავუხადო რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივის გაზიარებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმას, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა“.

    უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გაკეთდა აშშ-დანაც. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანიმ საკითხთან დაკავშრებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშზე მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მადლობას ვუხდი თურქეთის მთავრობას მარცვლეულის შეთანხმებაში ლიდერობისთვის, ასევე უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლაში შუამავლობისთვის“.

    მეორეს მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს იმ 215 უკრაინელისთვის, რომლებიც რუსეთთან თურქეთის შუამავლობით გაცვალეს და შემდეგ ქვეყანაში იქნენ ექსტრადირებული. თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს 55 ტყვე, ხოლო „აზოვის“ პოლკის მეთაურები (5) ომის დასრულებამდე უსაფრთხოების მიზნით თურქეთში დარჩებიან.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სამარყანდში პირისპირ შეხვედრას გამართავენ

    კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, რომელიც უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში 15-16 სექტემბერს გაიმართება, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მისივე თქმით, შეხვედრის დროს ისინი ბევრ საკითხს განიხილავენ, განსაკუთრებით ეკონომიკას. მან ამის შესახებ სამარყანდში გასამართი სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

    „ლიდერები მუდმივ დიალოგში არიან, მათ შორის სატელეფონო. ბევრი საკითხია განსახილველი, როგორიცაა მარცვლეული, რაზეც თურქეთი უკიდურესად პოზიტიურ როლს თამაშობს. სწორედ ამის ფარგლებში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილება, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა, 5 ივლისს სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებს და ეკონომიკას“, განაცხადა  იური უშაკოვმა.

  • პრეზიდენტ ერდოღანს სურს შეახვედროს ერთმანეთს რუსი და უკრაინელი კოლეგები ვ. პუტინი და ვ. ზელენსკი

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას სურს შეახვედროს ერთმანეთს თავისი რუსი და უკრაინელი კოლეგები ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა.

    ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ბრძოლის შედეგებით გრძელდება. მისივე თქმით, მთელი მსოფლიო მოწმეა იმისა, რომ თურქეთს აღნიშნული ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება სურდა რა, ამისათვის ყველა ზომებს ატარებდა.

    „უკრაინული მარცვლეულის გაგზავნა კრიტიკული მოვლენაა კაცობრიობისთვის. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, ჩვენი ქვეყნის მიერ გამოვლენილი მიდგომა სხვა სფეროებშიც იყოს დაკავშირებული. ჩვენი მიზანია პირისპირ შევახვედროთ პუტინი და ზელენსკი რათა, კრიზისი მთლიანად იქნეს აღმოფხვრილი“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

  • რა შემთხვევაში დათანხმდება ვ. ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებას?

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მანამ, სანამ მისი ქვეყნიდან რუსული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ზელენსკიმ აღნიშნული განცხადებები, გუშინ ლვოვში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

    „ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ერდოღანის და გენერალურ მდივან გუტერეშის მასპინძლობა. განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გუტერეშს და ბატონ ერდოღანს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, ჯერ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, შემდგომ ვნახოთ“, აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური