ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური მისიის გამართვას გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 აგვისტო 2022 18:35

ყაზახეთის რესპუბლიკა ქართულ ბიზნესსექტორს უმაპისნძლებს

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გამართვა იგეგმება. ყაზახეთს სავაჭრო-ეკნომიკური მისიით ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან. დელეგაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახურ ბიზნესსექტორთან B2B შეხვედრებს გამართავენ, რაც მათ ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიების მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენს. ანალოგიური ბიზნესფორუმები და B2B შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის დაეხმაროს ქართულ ბიზნეს კომპანიებს, სტარტაპებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა თუ ახალი საქმიანობის წამოწყებაში.
„საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარი მიმზიდველია და ბევრი მიმართულებით ასათვისებელი. ამისთვის კი საჭიროა, ერთმანეთის ბაზარს უკეთ ვიცნობდეთ, თუ რა საჭიროებები არსებობს და როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი. სწორედ ამიტომ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას გამართავს და ყველა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთიდან საქართველოში იმპორტის ან ყაზახეთში ექსპორტის განხორციელებით, საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს, გაცვალოს პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაცია და გააცნოს საკუთარი შესაძლებლობები. ასეთი სახის ბიზნესფორუმები უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას“, - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი, ნატალია ფედოსეევა.
ქართულ-ყაზახური სავაჭრო-ეკომონიკური მისია შემოდგომაზე იგეგმება. მონაწილეობისთვის შემუშავებულია სპეციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსებაც დაინტერესებულ პირებს გაერთიანების ოფიციალური ვებგვერდიდან www.kaz.ge უკვე შეუძლიათ. კითხვარის შევსების შემდეგ, კომუნიკაცია მითითებულ ელ.ფოსტაზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას თბილისში უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს მისიით ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის და 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა, სამი დღის განმავლობაში, ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს. ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა 11 მლნ დოლარამდე ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს და B2B შეხვედრების შედეგად, ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობიც განიხილეს.

ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.

წაკითხულია 132 ჯერ

Related items

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ფორუმში - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity” მიიღო მონაწილეობა
    2022 წლის 25 ნოემბერს,  ქ. აქტაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა), გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო და ტრანსპორტის მინისტრების ოთხმხრივი მაღალი დონის შეხვედრა - “Ministerial Meeting on Trans-Caspian Connectivity”. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იუწყება.
    ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ ვიცე-პრემიერის -  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შემადგენლობით.
    შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციისა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანობის გაზრდის გზებს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი  ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომლებმაც დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის ინიციატივებსა და სატრანზიტო პროცედურების გაციფროვნების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით  გამახვილდა ყურადღება  საქართველოს მნიშვნელოვან როლზე სხვადასხვა რეგიონული პროექტის წარმატებული განხორციელების საქმეში.
    ღონისძიებაზე ხელი მოეწერა დოკუმენტებს, როლებშიც გაწერილია  კონკრეტულ აქტივობები შუა დერეფნის ფარგლებში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.  მინისტერიალის დასასრულს ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ოთხმრივ პრეს-კონფერენციაში.
  • ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს

    გუშინ, ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    გუშინ, ქვეყანაში რეგისტრირებული დაახლოებით 12 მილიონი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე პრეზიდენტის ასარჩევად, რომელიც ამ თანამდებობაზე 7 წელი დარჩება. ყაზახეთის საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 81,31 პროცენტით იმარჯვებს.

    ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა თურქეთიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მოხარული ვართ, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში და წარმატებით დასრულდა. თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომელთანაც ღრმა ისტორიული კავშირები და ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების შედეგები, მეგობარი და მოძმე ყაზახეთის ხალხისთვის სიკეთის მომტანი იქნება“.

    არჩევნების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ 27 ნოემბერს გახდება ცნობილი.

  • ყაზახეთის საელჩო საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას - ჟაზირა მირზაკასიმოვა

    2022 წლის 10 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყაზახი პოეტისა და მოაზროვნის „აბაი კუნანბაიულის“ სახელობის კაბინეტში, გაიმართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული სადისკუსიო სახის შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ყაზახეთის ახალ რეფორმებს. დისკუსია ასევე ეხებოდა ყაზახეთში მიმდნარე პოლიტიკურ ცვლილებებს, კონკრეტულად ყაზახეთის პრეზიტენტის არჩევნებს, სხვადასხვა გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მრჩეველმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ჟაზირა მირზაკასიმოვამ, პირველმა მდივანმა ბატონმა კანატ სეიტჟანოვმა, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ, პროფესორმა ბატონმა ბადრი ნაჭყებიამ, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ და სხვა მაღალი რანგის სფეროს წარმომადგენლებმა.

    ქალბატონმა ჟაზირა მირზაკასიმოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის და ორი ქვეყნის მთავრობის დამსახურებაა. 

    „ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ  ამ ურთიერთობების განვითარებას ხელს უწყობენ სწორედ ასეთი სახის ღონისძიებები, რომელსაც დღეს ვესწრებით.

    მისივე თქმით, ყაზახეთის საელჩო საქართველოში ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მიზანია ქართველი და ყაზახი ხალხის კეთილდღეობა და მშვიდობიანი თანაარსებობა.

    შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს ასევე მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე ყაზახეთის მიღწევებზე, რომელიც ქვეყანას უხსნის გზას გახდეს თავის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო. რაც შეეხება საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივ თანამშრომლობას, დღევანდელი ღობნისძიება ამის ნათელი მაგალითია, აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

    თავის მხრივ, დამსწრე საზოგადოებას მიმართა პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ, რომელიც გულთბილად მიესალმა სტუმრებს და განაცხადა, რომ მისთვის საამაყოა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

    „მადლობას ვუხდით ყაზახეთის საელჩოს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის და იმედი გვაქვს, ჩვენი პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - დასძინა მან.

    სადისკუსიო სახის შეხვედრის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „ყაზახეთის ახალი რეფორმები და პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის ინიციატივა“, რომლის ავტორია ბადრი ნაჭყებია. ფილმი შეეხებოდა საქართველო-ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. ყაზახეთში მიმდინარე პოლიტიკურ რეფორმებსა და ეკონომიკურ მიღწევებს. 

    დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს იყო უაღრესად საინტერესო დისკუსია და რომ ასეთი სახის ღონისძიებები აძლიერებს საქართველო-ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

    აქვე მხარეთა წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ურთიერთობა და ეს თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიანი გახადონ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • «ასტანა ბალეტი» იპყრობს ქვეყნებს და ის პირველად წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე!
    "ასტანა ბალეტის" თეატრი გასტროლებზე საქართველოში მიემართება. ორი დღის განმავლობაში - 14 და 15 ნოემბერს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, დედაქალაქის კოლექტივი წარმოგიდგენთ კონტრასტულ და, ამავდროულად, დახვეწილ პროგრამას, რომელიც მოიცავს ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომე“, „A Fuego Lento“ და საკონცერტო პროგრამას „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“.
    „ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
    უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს და მას ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
    პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" ლ. შიფრინის, ა. პიაცოლას, კ. გარდელის და ს. კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა...
    იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
    მეორე დღეს დედაქალაქის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.
    გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
  • „ასტანა ბალეტის“ თეატრის გასტროლები თბილისში
    „ასტანა ბალეტის“ თეატრი - ყაზახეთის წამყვანი თეატრი, ცენტრალური აზიის საბალეტო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, მოხარულია წარმოგიდგინოთ თავისი წარმოდგენები თბილისში! ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ყაზახეთის საელჩოში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, „ასტანა ბალეტის“ თეატრის დასი გამოდიოდა ისეთ სცენებზე, როგორიცაა მარიინსკის თეატრი, დუბაის ოპერა, ახალი თეატრი (მილანი), გრიმალდის ფორუმი (მონაკო), ლინბურის ცენტრი (სამეფო კოვენტ გარდენის თეატრი, ლონდონი), ლინკოლნის ცენტრი (ნიუ-იორკი).
    „ასტანა ბალეტმა“ თავისი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში მოიპოვა: ავტორის სტილი, რომელიც აერთიანებს კლასიკასა და თანამედროვე ქორეოგრაფიას ეროვნული კითხვის პრიზმაში, იპყრობს მაყურებელს გაცნობისთანავე.
    14 ნოემბერს „ასტანა ბალეტის“ თეატრი წარმოგიდგენთ ყაზახი ქორეოგრაფის, თეატრის მთავარი ბალეტმაისტერის მუქარამ ავახრის თანამედროვე ბალეტს სახელწოდებით „სალომე“ (Salome), რომელიც დადგმულია ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის შესახებ ორიგინალური ინტერპრეტაციით. ასევე, ერთმოქმედებიანი ბალეტი „A Fuego Lento“ (ნელი ცეცხლი) რიკარდო ამარანტეს ქორეოგრაფიით.
    15 ნოემბერს თეატრალური კოლექტივი წარმოგიდგენთ საყვარელ პროგრამას საზღვარგარეთ “დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ - ეროვნული დივერსიმენტი, რომელიც მოიცავს ქორეოგრაფების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის სხვადასხვა ქორეოგრაფიულ მინიატურებს.
    ბილეთები ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სალაროებში.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური