სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 08 აგვისტო 2022 17:49

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს 10-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი ელემენტები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის იარაღით მთლიანობაში 10-ჯერ ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის და ფიზულის რაიონების მიმართულებით.

სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანის არმიაში პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი არ ყოფილა რა, სომხურ მხარეს ადეკვატური პასუხი გაეცა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობაზე, რომელიც განვითარდა როგორც საზღვარზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსული ელემენტები არიან განლაგებული, სომხეთის ადმინისტრაციას ეკისრება.

 

წაკითხულია 73 ჯერ

Related items

  • სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

    სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

    სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს თავდაცვის სამინისტროში უმაპინძლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშოტ სმბატიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

    აღინიშნა, რომ ერევანი საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

  • ერევანში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ აქციები იმართება

    აქციის მონაწილეები დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

    სომხეთში აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე პროვოკაციის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    სომხური საინფორმაციო სააგენტო NEWS.am-ის ცნობით, 44 დღიანი ყარაბაღის მეორე ომში (2020) დაღუპულთა ახლობლები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გააკრიტიკეს.

    აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ფაშინიანისთვის ნდობის არ გამოცხადებას.

    საღამოს საათებიდან პარლამენტის წინ მომიტინგეების რიცხვმა იმატა, პოლიციამ პარლამენტისკენ მიმავალი ქუჩა საგზაო მოძრაობისთვის გადაკეტა.

    აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის კარების გატეხვას შეეცადნენ. მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციის ბარიერის გარღვევას შეეაცდნენ.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილას სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის საზღვრის დაშკესენის, ქელბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა. ფაშინიანმა კი თქვა: „ამჟამინდელი მონაცემებით, ამ დროისთვის 105 ჯარისკაცია დაღუპული“.

     

  • მუხროვანში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა

    მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა მომზადების სკოლაში სნაიპერთა მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, სნაიპერთა მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებს ექვსკვირიანი სასწავლო კურსი გაატარეს. კურსანტებმა შემაჯამებელი სწავლება მუხროვანის სასროლეთზე გაიარეს, სადაც მათ მთიან და დასახლებულ რაიონში სტრესული სროლები განახორციელეს. სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები, დღისა და ღამის განმავლობაში, რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

    სასწავლო პროგრამა ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET)  ფარგლებში სისტემატურად მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროების მომზადების დონის ამაღლებას.

  • აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე სომხური პროვოკაციების შედეგად 50  ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილით, სომხეთის არმიამ საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაგან 42 აზერბაიჯანის არმიიდან და 8 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან იყვნენ.

    ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

    თავის მხრივ, სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დილის 09:00 საათიდან (გუშინ, ადგილობრივი დროით) გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სომხეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებას პერიოდულად აგრძელებს.

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური