„ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, პირველად საქართველოში NFT ჰაკათონი გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022 17:32

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია NFP CREW და საზოგადოება NFT GEORGIA-ს ორგანიზებითა და „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად NFT ჰაკათონი გაიმართა. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ პროტოტიპის საფუძველზე გამარჯვება მოეპოვებინათ. ჰაკათონის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, NFT ტექნოლოგიის გამოყენებით NFT პროექტის პროტოტიპი შექმნან, რომელსაც კონკრეტული utility მიენიჭება.

ჰაკათონში 3 და 5 მონაწილისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პროექტში მონაწილე აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გუნდები წინასწარ თავად ჩამოაყალიბებინათ ან ადგილზე სპონტანურად შეექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ 32-მა აპლიკანტმა ორდღიანი სამუშაოს შემდეგ NFT პროექტის პროტოტიპები წარადგინა.
ნამუშევრები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იდეის, დიზაინის, NFT პროექტის, ტექნიკური გადაწყვეტის, მარკეტინგის და სთორილაინის გათვალისწინებით, კოეფიციენტის მიხედვით შეაფასა.

გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. პროექტის სპონსორმა „ნატახტარი ზიგზაგმა“ კი თავისი რჩეული გუნდი Blackworm საგზურით დააჯილდოვა.

„ჩვენი სურვილია, შექმნილი პროტოტიპი გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იყოს და სწორედ ჰაკათონის ფარგლებში ვქმნით სივრცეს, სადაც დაინტერესებულ პირებს გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ მიერ შეთავაზებული თემატიკის გათვალისწინებით, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დაგენერირებული პროტოტიპი შექმნეს და ჟიურის წინაშე წარსდგნენ,“ - აღნიშნავს ჰაკათონის იდეის ავტორი ლევან ცერაქაშვილი.

„“ნატახტარი ზიგზაგისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ „ზიგზაგის“ კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას. ეს არის ახალგაზრდული ბრენდი მათთვის, ვისაც არ აშინებს თავგადასავლები, სიახლეები და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და შექმნას თავისებურად, არ იცხოვროს სწორხაზოვნად. ვფიქრობთ, რომ „ზიგზაგის“ ბრენდი თავის კონცეფციით უხდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა NFT ჰაკათონი. წარმატებას ვუსურვებთ როგორც ჩვენს რჩეულ გუნდს, ისე ყველა მონაწილეს,“-- განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.

წაკითხულია 80 ჯერ

Related items

  • ახმეტაში "ეთნო ბანაკი 2022" მოეწყო

    ახმეტაში "ეთნო ბანაკი 2022" მოეწყო. პროექტი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის ორგანიზებით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდისა და საცხენოსნო კლუბ "ჯარჯის" მხარდაჭერით შედგა.

    "ეთნო-ბანაკი 2022-ის" ორგანიზატორის სოფიო სტეფანიშვილის თქმით, პროექტმა წარმატებით გადაჭრა დასახული მიზნები და და მონაწილეების მხრიდან დიდი დაინტერესება და მხარდაჭერა გამოიწვია.

    "ეთნო ბანაკი 2022" წელს მესამედ მოეწყო და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. ეთნო ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 14-დან 18 წლამდე 50 ახალგაზრდა გააერთიანა.

    მონაწილეები 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუარ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი, ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტის წერაელსა და მართვაში.

    ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც გაიმართება.  

  • საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები განიხილეს

    საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურმა დირექტორმა ბენ მაკ უილიამსმა

    საუბარი კერძოდ შეეხო SpaceX საქართველო¬ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდების საკითხის უზრუნველყოფას.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია.

    „SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“ - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა ჩად გიბიმ.

    პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

    ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.

    SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.

    სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამოხატა კომპანიამ ინტერესი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართვაზე, ასევე საქართველო განიხილეს რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. 

    ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. 

    თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. 

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე

  • „ზიგზაგი“ - ახალი გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარისგან“ (ვიდეო)

    ქართულ ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმელი გამოჩნდა. ნატახტარი ზიგზაგი“ - ასე ჰქვია ახალ სასმელს, რომელიც კომპანია „ეფეს საქართველომ“ სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებაზე დაყრდნობით  შექმნა. „ზიგზაგის“ პროდუქტის მთავარი ნიშანი „გემოების თამაშია“. მისი განსაკუთრებულობა განპირობებულია სხვადასხვა არომატებისა და იშვიათი ინგრედიენტების მიქსით. ბაზარზე ერთდროულად „ზიგზაგის“ არომატების ორი განსხვავებული მიქსია წარმოდგენილი: ფორთოხალი მანდარინით და ჯანჯაფილი დარიჩინითა და ლიმონით. „ნატახტარი ზიგზაგი“ საქართველოსმაღაზიებშიუკვე ხელმისაწვდომია.

    ბრენდის კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას: “ზიგზაგი“ არის მათთვის, ვინც ცდილობს იყოს გამორჩეული სხვებისგან და შეიგრძნოს ცხოვრება სრულად, ეძებს თავგადასავლებს, არ მიჰყვება დადგენილ წესებსა და სტანდარტებს, სურს ყველაფერი თავისით შეისწავლოს და თავისებურად გააკეთოს. აქედან გამომდინარეობს კამპანიის მესიჯიც: „შენ არავინ გგავს“.

    ბრენდის სახელიც „ზიგზაგი“ აქედან მოდის. სასმელი ასეთი სახელით გვეუბნება, რომ გემო არ მიჰყვება ერთ ხაზს, ის მოულოდნელობებით სავსეა, სათავგადასავლოც კი. კონცეფციიდან გამომდინარე „ზიგზაგი“ არის მეამბოხე, ნონკონფორმისტი, უყვარს ძიება, არ აშინებს დაბრკოლებები. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, არ გზღუდვას და უფრო თავისუფალს გხდის.

    „ჩვენი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, ვსწავლობთ ქცევასა და დამოკიდებულებებს. სწორედ ასეთი კვლევების შედეგად გამოიკვეთა ახალი გამაგრილებელი სასმელის შექმნის იდეა. ეტაპობრივი სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებით შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის.“, -  გვეუბნება „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი გურანდა ნემსაძე.

    კამპანიის ფარგლებში კომპანია „ეფეს საქართველოსა“ და  სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-თან თანამშრომლობით  ასევე შეიქმნა ვიდეორგოლიც.

     

     

  • შეკრების დროა Art-გენი 2022-ზე! - ლუდი "ნატახტრისა" და ფესტივალი Art-გენის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება

    ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური15ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ლუდი „ნატახტარი“ კვლავაც ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე მისულ სტუმარს ბრენდი ლუდი „ნატახტრის“ ხავერდოვანი გემოთი უმასპინძლებს, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს გახდის.

    ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი - ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი  სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს,  „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

    დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

    „გვიხარია, რომ ლუდი „ნატახტრისა“ და ფესტივალი „Art-გენის“  მრავალწლიანი მეგობრობა  გრძელდება.  პანდემიური 2 წლის შემდეგ, „ნატახტარმა“ გადაწყვიტა, ადამიანებს ერთმანეთის მეტად ნახვისკენ უბიძგოს, რაც ბოლო 2 წელი ნამდვილად გვაკლდა. ასე რომ, შეკრების დროა Art-გენზე“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქეთი ჟვანია.

    ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმამთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

  • EU4Culture კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის გრანტების ახალ კონკურსს იწყებს

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture მობილობის გრანტების მეორე კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში მოღვაწე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.

    კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხატვრებსა და კულტურის ყველა სფეროს პროფესიონალებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები ან კანონიერი რეზიდენტები არიან.

    გრანტები განკუთვნილია ინტერნატურისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა იმ სახის საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კულტურათაშორის დიალოგს.

    საკონკურსო დაფინანსება მოკლევადიანი მობილობისთვის (7-10 კალენდარული დღე) 1,500-მდე ევროს შეადგენს, საშუალოვადიანი მობილობისთვის (5 კვირამდე პერიოდი) — 3,500-მდე ევროს, გრძელვადიანი მობილობისთვის (12 კვირამდე პერიოდი) — 5,000-მდე ევროს, ხოლო ვირტუალური მობილობისთვის (იგულისხმება არა მოგზაურობა, არამედ სხვა ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებაში ონლაინ მონაწილეობა) — 1,000-მდე ევროს.

    მობილობის პროექტების განხორციელება 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი.

    კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო ფორმის გამოყენებით უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა და დაურთონ ბიუჯეტი საერთაშორისო მობილობისთვის. ამის შემდეგ კი აპლიკანტებმა განაცხადი კონკურსზე გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალის (GAP) საშუალებით უნდა შეიტანონ.

    განაცხადების შეტანის ბოლოო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.

    პროექტს, EU4Culture გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie) ახორციელებენ. 2022-2024 წლების განმავლობაში პროექტი მობილობის გრანტებზე მთლიანობაში ექვს კონკურსს გამოაცხადებს და 250-მდე ინდივიდუალურ გრანტს გასცემს.

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური