კენტუკის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2022 10:34

ამერიკის კენტუკის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

უფლებამოსილთა განცხადებით, ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

შტატის გუბერნატორის ენდი ბიშიარის განცხადებით, ისინი შიშობენ, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.

მან აღნიშნა, რომ წვიმის წყლებმა, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი, 30 სანტიმეტრს გადააჭარბა და გააფრთხილა რეგიონის მოსახლეობა, რომ ძლიერ ქარს შეიძლება კიდევ სხვა საფრთხე მოჰყვეს.

კატასტროფის რაიონში, სადაც აშშ-ს ეროვნული გვარდიის სარდალმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა განაცხადა, რომ 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს ვერტმფრენით, 18000 ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე და სულ მცირე სამასი ადამიანი თავშესაფრებში გადავიდა.

ამ რეგიონში ხიდები და ასობით სახლი წყლით დაიფარა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში ტყის ხანძრის ზონაში, რომელიც პარასკევიდან გრძელდება, დამწვარ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტყის ხანძარი, რომელიც ემუქრება ათასობით სახლს, შესაძლოა ექსტრემალური სიცხის გამო გაიზარდოს.

წაკითხულია 145 ჯერ

Related items

  • ნიგერში წყალდიდობის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ნიგერში ივლისის დასაწყისიდან მომდინარე უწყვეტი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 159 ადამიანი ემსხვერპლა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ნიგერის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის შემდეგ ქვეყანაში კოკისპირული წვიმებით გამოწეული წყალდიდობის შედეგად  225 ათას 539 ადამიანი დააზარალა რა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 159-ს მიაღწია.

    გაეროს ჰუმანიტარული საკოორდინაციო ოფისის მონაცემებით, გასულ წელს ნიგერში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 250 ათასი ადამიანი დაზარალდა და 77 დაიღუპა.  

  • პრემიერ-მინისტრი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს შეხვდა.

    ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
    პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
    ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას.
    ფილიპ რიკერმა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
    საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
    განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • აშშ-ის საელჩოს განცხადება პარლამენტის მიერ მოსმენების კანონზე ვეტოს დაძლევის შესახებ

    "პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ავტორების მიხედვით 
  • ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღით?

    აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა მიიღო მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეისგან. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯონ კირბიმ Zoom-ის საშუალებით თეთრი სახლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

    მან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღს ყიდის, ასე შეაფასა: „ჩვენი აზრით, ამ გაყიდვაში მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვია. მაგრამ, არ არსებობს მითითება იმისა, რომ ეს გაყიდვები დასრულებულია და ეს იარაღი იქნა გამოყენებული საველე პირობებში“.

    კირბიმ დასძინა, რომ ეს შესყიდვა იმის მანიშნებელია, თუ რამდენად „უიმედო და უმწეოა“ რუსეთი უკრაინის ომში.

  • ნიგერში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან ნიგერში, ივლისის დასაწყისიდან უწყვეტი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ნიგერის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 12,739 საცხოვრებელი სახლიდან 108,346 ადამიანი დაზარალდა.

    წყალდიდობის შედეგად ასევე მრავალი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ადგილიც დაზიანდა.

    ყოველწლიურად წვიმიან სეზონზე, რომელიც ნიგერში ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, ხშირია მსგავსი წყალდიდობები, რასაც ხშირად მოჰყვება მსხვერპლი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური