იაპონური სამზარეულოს გამოფენა „მე მიყვარს სუში“

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2022 11:03

იაპონიის საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ უკვე ჩაატარა მრავალი კულტურული ღონისძიება. https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html

შემდეგი ღონისძიება იქნება იაპონიის ფონდის იაპონური სამზარეულოს ვაშიოკუს გამოფენა „მე მიყვარს სუში“, რომელიც გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) 12 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე. გახსნის ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 17:00 საათზე.

მოგზაური გამოფენა „მე მიყვარს სუში“, როგორც  კულტურული გაცვლის ახალი პროგრამა,  ფოკუსირდება სუშიზე, და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იაპონური სამზარეულოს ირგვლივ. 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ვაშოკუ - იაპონური სამზარეულო, და სუში როგორც არქეტიპული მაგალითი.   სუში დახვეწილი და ჯანმრთელი საკვებია, რომელიც გამოიყურება მიმზიდველად, გემრიელია, და უკვე მსოფლიოში სხვადასხვა სამზარეულოს მენიუში  კარგად ცნობილია.

ამ გამოფენის მიზანია უზრუნველყოს სიღრმისეული ვიზუალური სახელმძღვანელო სუშის მიმზიდველობის წარმოსაჩენად. გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, თუ როგორ მიიღო იაპონიამ სუში თავდაპირველი ფორმით, და თუ როგორი სახის ცვლილებები განიცადა ბუნებრივ გარემოსთან, კულტურასთან და ინდივიდუალური ადგილმდებარეობის ცხოვრების წესთან შერწყმის შესაბამისად.

აგრეთვე, გამოფენა  წარმოგვიდგენს დღევანდელ, აქტიურ სუშის კულტურას, და ბიძგს გვაძლევს ვიფიქროთ სუშის სამომავლო პოტენციალზე როგორც თანამედროვე კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ეს გამოფენა მოიცავს იაპონიაში სუშის რესტორანში ვიზიტის სიმულაციას. ის ადამიანები, ვისაც ცოტა რამ სმენია სუშის შესახებ ძალიან ისიამოვნებენ გამოფენით, და სუშის გულშემატკივრებიც არანაკლებ აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ვიმედოვნებთ, რომ სუშის საშუალებით, გამოფენა ხელს შეუწყობს სახელდობრ იაპონიის ისტორიის და წეს-ჩვეულებების მეტად გაცნობას.

იაპონიის საელჩო დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის ისტორიის მუზეუმს თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

წაკითხულია 360 ჯერ

Related items

  • თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენას - „ სიცოცხლის ხე“ უმასპინძლებს

    20 მაისს, 18:00 საათზე მრავალწლიანი ისტორიის , ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთული უნიკალური  სივრცე -  თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა „ სიცოცხლის ხე“ იხსნება.

    ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე,  პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით  სარგებლობს.მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ.

    20 მაისს დაგეგმილი გამოფენის სახელწოდება - „სიცოცხლის ხე“, მხატვრის ერთ-ერთი გამორჩეული ტილოდან მოდის, რაც მის შემოქმედებას ერთგვარ ლაიტმოტივად თან სდევს. ამ  სახელოწოდების ნამუშევარი 2022 წელს შეიქმნა კომპანია PSP-სთვის. ამ  ნამუშევრის მიხედვით კამპანია მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა PSP-ს ქსელში წარმოდგენილი ნამუშევრის ვიზუალითა და მანათობელი ინსტალაციებით, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

    საღამოს ცნობილი მხატვრის ერთგული მეგობარი, ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება და მოსულ სტუმრებს  ზურას შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ ბევრ უცნობ და საინტერესო  დეტალებს გააცნობს.

    ღონისძიებაზე მხატვარი 30-ზე მეტ ახალ ნამუშევარს წარადგენს. ასევე დაგეგმილია  ახალი პროექტის საანონსო პრეზენტაცია, რომელიც  მარკეტოლოგ ნინო იოსელიანსა და ზურა გომელაურს შორის შეთანხმებული ტანდემით განხორციელდება.

    გამოფენის იდეა, მხატვრის გულშემატკივრებს, მის ახლო მეგობრებს შორის დაიგეგმა და „მეიდან ჯგუფის „ მხარდაჭერით,  სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საორგანიზაციო მუხტიც შეიკრა.

    • გამოფენის ინიციატორი და ორგანიზატორები არიან პიარ მარკეტოლოგები:

    ანა ჩანგიანი

    ნინო იოსელიანი

    ეკა ხიდაშელი

    • გამოფენის მხარდამჭერია კომპანია „PSP

    ..... ჩვენს შორის არიან გამორჩეულად ნიჭიერი ხელოვანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ხელოვნებას უძღვნიან და საკუთარი შემოქმედებით ქვეყნის საგანძურს ქმნიან. მათთვის საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი  და  ფასეულია.

  • მზადება "EBIT- 2023"-სთვის - რას სიახლეებს სთავაზობს საგამოფენო კომპანია მონაწილეებს?

    ბათუმი, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის 14-ე საერთაშორისო გამოფენისთვის ემზადება. EBIT- 2023 ბათუში დღეს გაიხსნა. მასში 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინფორმაციის გაცვლა და საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებაა. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება ორდღიანია და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია „expo Batumi“-ა.

    რა ეტაპზე სამზადისი გამოფენისთვის და რას სიახლეებს სთავაზობს წელს საგამოფენო კომპანია მონაწილეებს, ამაზე უფრო მეტს,  „expo Batumi“-ს დირექტორი და „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე გვესაუბრება.

    წყარო: https://www.tv25.ge/news/economic/mzadeba-ebit-2023-stvis-ras-siakhleebs-stavazobs-sagamofeno-kompania-monatsileebs-interviu?fbclid=IwAR0WG8rijyLWZ5P1NOk1CIHD_R2-0xgb0x3FXF8zU13QTiGMO_kXxQ8AI4k

    ვიდეო: 

  • ,,ჩემი შემოქმედების მთავარი გმირი ადამიანია“ - თიკო ბახტაძე

    19 მაისიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი“ ორი კვირის განმოვლობაში უმასპინძლებს  თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ“.

    ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია.

    სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით დადებით ასოციაციებს იწვევს, ავტორის ცხოვრებისეული წყობის მრავალი მესიჯის მატარებელია, რომელიც მხატვრის შემოქმედების ყველა ეტაპზე თანაბარმნიშვნელოვანია და ასევე მთავარი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

    ხელოვნებათმცოდნე ანა რატიაშვილის განმარტებით ,,თიკო ბახტაძის სოლო გამოფენა გალერეა გამრეკელში უკვე მეორედ იმართება. თიკო ბახტაძის მხატვრული სტილი საკმაოდ გამორჩეულია, ნამუშევრები შედგება ფიგურატიული ფორმების და ფერისაგან. თუმცა მხატვრის მთავარი გამომსახველობითი საშუალება არის ფერი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია და დაძაბული კომპოზიციის მიუხედავად, ფართო მასშტაბის ტილოებზე შემოაქვს ერთგვარი ჰარმონია და ბალანსი, რაც მნახველში დადებით ასოციაციებს იწვევს.  ამ ყველაფერს კი ავტორის საოცრად დახვეწილი მხატვრული გემოვნება განსაზღვრავს. თიკო ბახტაძეს მხატვრობას, შემოქმედების ყველა ეტაპზე თან ზდევს ჰუმანურობის იდეა და დაუღალავი მცდელობა, გვიჩვენოს ცხოვრებისათვის თანმდევი მანკიერების მიღმა, არსებული უკეთესი სამყარო“. 

    თინათინ (თიკო) ბახტაძემ 2003 წელს  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. დამთავრებისთანავე  მუშაობა გააგრძელა ფერწერაში. მისი სტილი განსხვავებულია, მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში. მისი გაბედული ნახატები აერთიანებს ექსპრესიასა და აბსტრაქციას თავისი უნიკალური სტილით. მისი ინსპირაციის წყარო არის მთელი სამყარო და მათში მცხოვრები ადამიანები რომლებიც მისი ნამუშევრების მთავარი გმირები არიან.  

    თიკოს არაერთ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

    აღსანიშნავია, რომ მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა 2017 წელს ნიუ იორკის არტ-ექსპოს გამოფენაზე.

    თიკო ბახტაძე გამორჩეული ხელწერისთვის  2018 წელს დაჯილდოვდა international award caravaggio great master of art -ის ჯილდოთი.

    თიკოს ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ.

  • ილია დარჩიაშვილი ქ. რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

    2023 წლის 20 აპრილს იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში, ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას “სამოთხის შეხება” დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო  კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის ნამუშევრები.
    გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილი გამოსახულება.
    ღონისძიება წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და  „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდაჭერით გაიმართა.
    გამოფენას დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

  • ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა

    2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს

    ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი

    საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023.

    BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,

    საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების

    გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია

    სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

    გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა

    შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

    BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი

    და საერთაშორისო დაწესებულება.

    გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულსაგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო

    კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,

    ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

    გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და

    კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

    თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–

    სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს

    საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),

    ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

    (BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური