სამოყვარულო გოლფი შემოდგომაზე ახალი პროექტებით ბრუნდება

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 31 ივლისი 2022 18:49

პარასკევს, მეღვინეობა "ასკანელის" ცენტრალურ ოფისში შედგა თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის და კომპანიების "Askaneli Winery" და Reforma Construction Management ს შორის.

მეღვინეობა"ასკანელი" დაარსების დღიდან აქტიურად ახორციელებს კულტურული, ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამებს, Askaneli Art პროექტის ფარგლებში იმართება გამოფენები, კლასიკური მუსიკის და ბალეტის საღამოები...

გოლფი, როგორც ელიტური და ჯანსაღი ცხოვრების წესის საუკეთესო გამოვლინება სრულად ასახავს კომპანიის პრიორიტეტებს და ღირებულებებს, საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციასთან ერთად ჩვენ განვახორციელებთ როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური მასშტაბის პროექტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდებიან, აღნიშნა "Askaneli Winery" ს დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ.

Reforma Construction Management ის მისიაა საქართველოს მოქალაქეებს  "ცხოვრების ხარისხის" გაუმჯობესება.

ჩვენ არა მხოლოდ ვაშენებთ, ან მოდერნიზაციას ვუკეთებთ ინფრასტრუქტურას, არამედ თითოეული პროექტი მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობის, კომფორტის ამაღლებაზე, გოლფთან პარტნიორობა იძლევა საშუალებას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჯანსაღი გარემოს, ჯანსაღი საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული დეველოპერული პროექტები, განაცხადა Reforma Construction Management ს დამფუძნებელმა გეგი ქელბაქიანმა.

საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის, ზურაბ ბოქოლიშვილის სიტყვით დიდი პატივი, და ამასთანავე პასუხისმგებლობაა ქართული ბიზნესის ლიდერ კომპანიებთან თანამშრომლობა. ფედერაციის მიზანია შექმნას სპორტის ამ შესანიშნავი სახეობის და ბიზნესის ურთიერთობის მყარი, ურთიერთსასარგებლო ტრენდი, რომელიც საერთო ჯამში ქვეყნის განვითარებაზე და კეთილდღეობაზე იქნება ასახული.

საღამოს ესწრებოდნენ სამოყვარულო გოლფის, ბიზნეს სამყაროს და მედიის წარმომადგენლები.

მიხეილ აბაიშვილი

წაკითხულია 107 ჯერ

Related items

  • "სამოყვარულო გოლფის ახალი მწვერვალი"

    5-6 ნოემბერს, Ambassadori Kachreti Golf Resort მა "საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის" მთავარ ტურნირს, "Askaneli Taste and Play 2022"-ს უმასპინძლა. ტურნირი, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება და პირველივე ივენთიდან იქცა როგორც გოლფერების, ასევე მრავალრიცხოვანი პარტნიორი ორგანიზაციების საყვარელ მოვლენად.

    ორი დღის განმავლობაში საუკეთესო ქართველმა და უცხოელმა სპორტსმენებმა ათამდე კატეგორიაში გამოავლინეს გამარჯვებულები. ჯილდოები დაიმსახურეს : სოფო კლიფორდმა, სოფო ტატიშვილი - გრიმლიმ, ზაურ გაბაიძემ, ქართლოს დიასამიძემ, მაკა გოცირიძე-პოუპმა, ხოლო საერთო ჩათვლაში პირველი ადგილები თამარ გერვეისს და ჯეიკ შუმახერს ერგოთ.

    როგორც ნომინანტები, ასევე ყველა მონაწილე დასაჩუქრდნენ სპონსორების: Toyota Caucasia, Lexus, World Class, Askaneli Winery, Reforma Construction Management, GPC, Renew Active ს მიერ გამოყოფილი პრიზებით. საქართველოს სამოყვარულო გოლფის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ ბოქოლიშვილის მიერ დაანონსდა 2023 წლის პროგრამა, Golf 4Business Global, რომელიც უნიკალური მოვლენა გახდება სამოყვარულო გოლფის სამყაროში.

  • როგორ გავიმარტივოთ მოსავლის დაბინავება თანამედროვე ტექნოლოგიებით?

    შემოდგომა სოფლად მაცხოვრებლებისათვის ყოველთვის დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, მოსავლის აღება და დაბინავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას ბევრ ქალაქში მაცხოვრებელიც შეუერთდა და მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი.

    საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ამიტომ ამ დარგის ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის.

    პარალელურად იხვეწება და ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც ახალი ტექნიკითა და გაუმჯობესებული ხელსაწყოებით ამარტივებს მძიმე სამუშაოს.

    ასევე ვითარდება ონლაინ კომერცია და გლეხისთვის სხვადასხვა ტექნიკის შეძენა ახლა იმაზე მარტივია, ვიდრე სულ რამდენიმე წლის წინ იყო. ტექნოლოგიურმა პროგრესმა დახვეწა მომსახურების სფერო, ახლა ქართულ ბაზარზე არსებობს ონლაინ პლატფორმები, სადაც შესაძლებელია სასურველი ტექნიკის შეკვეთა და ნებისმიერ სოფელში მიღება.

    მაგალითად ონლაინ მაღაზია „ისურვე“, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და სთავაზობს პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად და უფასო საკურიერო მომსახურებით თავად უზრუნველყოფს შეკვეთების ტრანსპორტირებას. ისურვეში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.

    ონლაინ მაღაზია „ისურვე“-ში შესაძლებელია ისეთი ნივთების შეძენა როგორიცაა ყურძნის საწური, მცენარეების შესაწამლი აპარატი, ელექტრო წისქვილი, რძის სეფერატორი და უამრავი სხვა საჭირო ტექნიკა და წვრილმანი ნივთი, რომელიც გლეხს მძიმე სამუშაოს შემსუბუქებაში დაეხმარება.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: https://isurve.ge

  • ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებურად“

    „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“. ამის შესახებ ლიბერთის ადმინისტრაცია იუწყება.
    მათი ინფორმაციით, ახალი პლატფორმის საშუალებით, ლიბერთი, საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში, განსაკუთრებულ შეხვედრებს მოუწყობს უფროსი და ახალგაზრდა თაობის ადამიანებს.
    „ვისთან შეხვედრას ისურვებდით?“ - ამ კითხვით ლიბერთიმ შეხვედრების მონაწილეების სურვილები შეაგროვა და უფროსი თაობისთვის საინტერესო ადამიანები მათივე პასუხების მიხედვით შეარჩია.
    ინტერაქციული შეხვედრები, კორონავირუსის რეგულაციების სრული გათვალისწინებით, 19 სექტემბერს მესტიიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
    „ლიბერთისთვის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის გამორჩეული შეხვედრების მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენ ვქმნით კიდევ ერთ ახალ პლატფორმას ახალგაზრდებისა და უფროსი თაობის ადამიანებისთვის, რადგან ჩვენთვის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ამ გზით ვცდილობთ უფრო ახლოს მივიდეთ მოსახლეობასთან, გავეცნოთ მათთვის საინტერესო თემებს, ერთმანეთს გავაცნოთ საინტერესო ადამიანები, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, სურვილები, რასაც ვითვალისწინებთ ჩვენს მომავალ გეგმებში. ჩვენი „ახლებური შეხვედრები“ დარწმუნებული ვარ, სრულიად ახალი ტიპის ინტერაქციულ შეხვედრებს ჩაუყრის საფუძველს, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო დავხვეწთ და განვავითარებთ.“ - განაცხადა ლიბერთის CSR და კომუნიკაციების მენეჯერმა ნინი ბუკიამ.
    ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში გოლფის ტურნირი მოაწყო

    თურქმენეთის საელჩომ თბილისში, საქართველოს სამოყვარულო და კორპორატიული სპორტის განვითარების ალიანსთან ერთად, 17 აპრილს ჩაატარა გოლფის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც მიეძღვნა 2021 წელს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გამოცხადებას.

    ტურნირს ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის სამოყვარულო სპორტსმენები. სპორტული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.

    ტურნირის დაწყებამდე აღინიშნა, რომ თურქმენეთში მაღალკვალიფიციური სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ყოვლისმომცველი ღონისძიებები ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

    აშხაბადში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩამოყალიბდა ძლიერი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებისათვის. თურქმენეთის დედაქალაქში 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა ქვეყნის პირველი გოლფის კლუბი, რომლის პროექტიც შემუშავდა საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე, ამ სპორტმა განვითარების სტიმულიც მიიღო.

    ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვებულების პრიზებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

  • ბიზნესის სახლი - სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელი (ვიდეო)

    სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დაზოგავს დროს და  ფინანსურ რესურსებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის რისკებს. ასე შეაფასა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი „ბიზნესის სახლი“, რომლის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია ორთაჭალაში  გაიმართა. უყურეთ  „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“,  მთავრობის ახალ ინიციატივას„ ბიზნესის სახლის“ შესახებ პრემიერი, ვიცე-პრემიერი და ბიზნესმენები აფასებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური