საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 29 ივლისი 2022 11:46

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი  მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406".

ფინანსურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.

 

წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

    ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
    ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
  • "იგივე გვაქვს"! - ანუ ყველაზე მაღალი ქეშბექი ახალი სასწავლო წლისთვის მხოლოდ ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის ბრუნდება

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack წინასასკოლოდ ტრადიციულ აქციას იწყებს: 50%-მდე ქეშბექით სარგებლობა 5 სექტემბრიდან ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეეძლება. აქციის ფარგლებში, 12 სექტემბრის ჩათვლით, ლიბერთის როგორც Visa ასევე, MasterCard ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე.

    მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები შეძლებენ წინასასკოლო აქციით სარგებლობას:

    საშინაო დავალება

    გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები*:

    1. გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
    2. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
    3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე

    აქციის ფარგლებში, Back to School CashBack-ის ლიმიტია 150 ლარი, ხოლო მეგობარი ობიექტის მიერ დაბრუნებული CashBack-ის ოდენობა შეუზღუდავია.

    *წესები დეტალურად: შეთავაზებისგასააქტიურებლად, გადმოწერეთCashBack-ისაპლიკაციაiOS | Android ანშედითვებგვერდზე www.cashback.ge. თუუკვეხართლიბერთის ინტერნეტ/მობაილბანკის მომხმარებელი, CashBack-ისაპლიკაციაშიავტორიზაციასიგივემონაცემებითგაივლით. თუჯერარსარგებლობთლიბერთისინტერნეტ/მობაილბანკით, გაიარეთ მარტივირეგისტრაცია. ავტორიზაციისგავლისშემდეგ, CashBack-ისაპლიკაციაშიაირჩიეთსასურველიმეგობარიობიექტი, დააჭირეთღილაკს "აქტივაცია" დამომდევნოერთითვისგანმავლობაშილიბერთისბარათითლიბერთისტერმინალზეგადახდისას, დაიბრუნეთთანხამომენტალურად.

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 400-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის "ევრობასკეტი 2022" გამოშვებას იწყებს

    ევრობასკეტი 2022 - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. საქართველომ  ევრობასკეტის  მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.

    საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტი 2022 - ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 - ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

    საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი - ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი - სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.

    ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და ევრობასკეტი 2022 იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც  წინასწარი შეკვეთით  გაიყიდა.

    წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში შემდეგი პირობებით:

    • 2022 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge
    • 2022 წლის 29 აგვისტოდან 2 თვის განმავლობაში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და ყვარლის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.

     2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

    მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კალათბურთის ფარისა და ბურთის სტილიზებული გამოსახულება. მარჯვენა მხარეს კი სტილიზებული სახით შესრულებულია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა "5 ლარი". წრიულ რკალზე მარჯვენა ნაწილში დატანილია წარწერები "ქართული კალათბურთი - 100 წელი" და "საქართველო . Georgia", რომელთა შორის გამოსახულია ევრობასკეტის თასი.

    მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრში განთავსებული ევრობასკეტი 2022-ის ლოგო ქვეყნისა და ქალაქის წარწერით, კალათბურთის ბურთის კონტურული გამოსახულების ფონზე. მონეტის ქვედა მარცხენა ნაწილში დატანილია გამოშვების წელი "2022".

    მონეტის მახასიათებლები:

    ნომინალი: 5 ლარი
    შემადგენლობა: Ag 925
    წონა: 15.5 გ
    დიამეტრი: 33 მმ
    წიბო: გლუვი
    ხარისხი: პრუფი
    მოჭრის რაოდენობა: 5000 ცალი
    გამოშვების წელი: 2022
    დიზაინერები: ავერსი - ალექსანდრე ვერულაშვილი; რევერსი - სოფიო წიქარიძე

    საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მონეტის დიზაინში გამოყენებულ წარწერებსა და "ევრობასკეტი 2022" - ის ლოგოსთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის.

  • ბანკთან თანამშრომლობის დადებითი მხარეები მცირე ბიზნესისთვის

    აპირებთ, თქვენი მცირე ბიზნესისთვის ისესხოთ ბანკიდან?

    სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გადახედეთ ამ სტატიას, რომელიც გაგაცნობთ სხვადასხვა ტიპის სესხებს და თითოეული მათგანის დანიშნულებას.

    ძირითადად, მცირე ბიზნესის მფლობელები ბიზნეს სესხებს ფულადი სახსრების გასამყარებლად, ძვირადღირებული აღჭურვილობის შესაძენად და ზრდის გასაგრძელებლად იყენებენ.

    ბიზნეს სესხები, როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომია და არ მოითხოვს, რომ თქვენი ბიზნესის ნაწილი ინვესტორს დაუთმოთ. ალტერნატიული ბიზნეს სესხების მიღება ადვილია, მაშინაც კი, თუ თქვენი საკრედიტო ისტორია ჯერ გამართული არ არის.

    სანამ ბიზნესისთვის ისესხებთ....

    სანამ ბიზნეს სესხს აიღებთ, საკუთარ თავს აუცილებლად ჰკითხეთ:

    • რა თანხა გჭირდებათ?
    • რისთვის გამოიყენებთ ნასესხებ თანხას?
    • რა დრო დაგჭირდებათ მის დასაბრუნებლად?

    ეს სტატია განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის ან მათთვის, ვინც ბიზნესის დაწყებას აპირებს და საწყისი კაპიტალი სჭირდება.

    ბანკი უზრუნველყოფს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სესხს, დაწყებული სავაჭრო ფულადი ავანსით, დასრულებული აღჭურვილობის დაფინანსებით.

    ამასთან, ბანკთან თანამშრომლობას მრავალი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, "ლიბერთი ბანკი" მცირე ბიზნესის მფლობელებს განვადების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

    განვადება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

    ბიზნესის ზრდისთვის ხშირად აუცილებელია, მომხმარებლებს გადახდის ალტერნატიული საშუალებები შესთავაზოთ. ამიტომ, ხშირად, პროდუქციის ყიდვისას შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანხის ერთიანად გადახდის მაგივრად, ჩვენს ხელფასზე და სასურველ ვადაზე მორგებულად, ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ.

    განვადების პროგრამა პოტენციურ და არსებულ კლიენტებს გადახდას და გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. ბიზნესისთვის განვადების დადებითი მხარეებია:

    • ახალი მომხმარებლების მოზიდვა
    • გაყიდვების რაოდენობის ზრდა
    • დამატებითი კომფორტი მომხმარებლებისთვის

    განვადება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისთვის

    განვადების პროგრამასთან ერთად, "ლიბერთი ბანკი" აგრო ბიზნესის მფლობელებს ზრდისთვის და პოტენციური ზარალის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე გამოსავალს სთავაზობს.

    პირველი არის აგრო განვადება, რომელიც ფერმერებს აგრო საქმიანობისთვის სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მარტივად შეძენაში ეხმარება.

    ამასთან, "ლიბერთი ბანკში" აგრო დაზღვევის განვადებაც არის შესაძლებელი. ამ შეთავაზების საშუალებით მეწარმეს თავისი მოსავლის დაზღვევა 0%-იანი განვადებით შეუძლია. დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პრემია ითვალისწინებს:

    • 70%-მდე სუბსიდირებას ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის
    • 50%-მდე სუბსიდირებას ყურძნისთვის

    ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

    როგორც მეორადი, ასევე ახალი ავტომობილი თქვენთვის შესაძლოა იმაზე მნიშვნელოვანი აქტივი აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ. "ლიბერთი ბანკის" ავტო სესხი გთავაზობთ მოქნილ პირობებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება და უზრუნველყოთ სესხი. ავტო სესხის გააქტიურების შემთხვევაში ავტომობილი კვლავ თქვენს საკუთრებაში რჩება და თანხის მიღება სულ რაღაც 45 წუთშია შესაძლებელი.

    თუმცა, ბანკს მრავალი საინტერესო პროგრამა აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს მფლობელებისთვის. ამიტომ, შესაძლოა, თქვენი ფიზიკური აქტივის გამოყენება არ დაგჭირდეთ და ისარგებლოთ სესხით, რომელიც თქვენს ბიზნეს ინტერესებს ითვალისწინებს და მაქსიმალურ საშეღავათო პერიოდს გთავაზობთ.

  • ცვლილება სს ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში

    სს ლიბერთი ბანკის რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვაზავა დაინიშნა.  ახალ პოზიციაზე, გიორგი გვაზავა ჩაანაცვლებს დავით აბაშიძეს.

     გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპ მენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

     გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნეს სკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს.

     

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური