კახა ოქრიაშვილი: „ივანიშვილის მიერ პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშებას ერთადერთი მიზანი აქვს..“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022 17:04

საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური „აფერისტობაა“. რაში სჭირდება ბატონ ივანიშვილს პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშება?! მას ერთადერთი მიზანი აქვს - გადაიტანოს ჩვენი მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან აბსურდის თეატრისკენ  და ხალხი ვირტუალურ, გამოგონილ რეალობაში აცხოვროს. ამით სურთ, რომ  გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და არჩევნებზე, მორიგ ჯერზე დააშინონ, მოისყიდონ და მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.

დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე უნდა საუბრობდეს, მათ შორის განსაკუთრებით, მმართველი პარტია, რადგან მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ერთადერთი საკითხია საქართველოს ეკონომიკა. 2012 წლიდან, „ოცნებისთვის“  მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო და დღესაც უნდა იყოს - როგორ გაზარდოს ეკონომიკა ყოველწლიურად, მინიმუმ 10 %-ით და როგორ შეუწყოს ხელი მეწარმეებს, შექმნან სამუშაო ადგილები ღირსეული, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად მინიმუმ 1000-1500 $-იანი ანაზღაურებით. რადგან ეს მთავარი ამოცანა 10 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა, ამიტომაც გვაცხოვრებენ პოლიტიკური აბსურდის თეატრში.

საკმარისია - აბსურდის თეატრით ვეღარ მოგვატყუებთ!", -  აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • გერმანიის პარლამენტის 2023 წლის საერთაშორისო სტიპენდიის კანდიდატთა შესარჩევი დელეგაციის ვიზიტი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გია ვოლსკი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ანრი ოხანაშვილი 2022 წლის 5 დეკემბერს თბილისში გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.

    დელეგაცია, რომელსაც ბუნდესთაგის წევრი, ბატონი კრისტიან ჰააზე ხელმძღვანელობს, თბილისს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) კანდიდატების შესარჩევად ეწვევა.

    ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს.

    საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიატს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან იმავე წლის ივლისის ბოლომდე გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიატები მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში. პროგრამა ხორციელდება გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტის, ქალბატონ ბერბელ ბასის პატრონაჟით და ბერლინის სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სამოგზაურო, დაბინავებისა და დაზღვევის ხარჯებს ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად იხდის გერმანიის პარლამენტი.

    დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips

  • კახა ოქრიაშვილი: „დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა...“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: “გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია.

    დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან. სამაგიეროდ, კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე დედას გვაგინებს მარჯანიშვილის მოედანზე, არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. შედეგად, მოხდა საზოგადოების ქოც-ნაწილის „ვაზელინიზაცია“ (როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ამას ირგებ) და ამ ნაწილს პროტესტი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. აი, ეს არის „ოცნების“ მმართველობის შედეგი და თურმე, ასეთ კაცს რაღაც რეიტინგი აქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.

    მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს.

    კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას!”-ნათქვამია განცხადებაში.

  • «ასტანა ბალეტი» იპყრობს ქვეყნებს და ის პირველად წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე!
    "ასტანა ბალეტის" თეატრი გასტროლებზე საქართველოში მიემართება. ორი დღის განმავლობაში - 14 და 15 ნოემბერს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, დედაქალაქის კოლექტივი წარმოგიდგენთ კონტრასტულ და, ამავდროულად, დახვეწილ პროგრამას, რომელიც მოიცავს ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომე“, „A Fuego Lento“ და საკონცერტო პროგრამას „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“.
    „ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
    უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს და მას ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
    პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" ლ. შიფრინის, ა. პიაცოლას, კ. გარდელის და ს. კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა...
    იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
    მეორე დღეს დედაქალაქის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.
    გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
  • პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას „ასტანას ბალეტი“ ეწვევა

    14 და 15 ნოემბერს, თბილისის აქარია ფალიაშვილისსახელობისოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ  სცენას ყაზახეთის დედაქალაქის ახალი დასი  „ასტანას ბალეტი“ ეწვევა. კონტრასტულიდა, ამავდროულად, დახვეწილპროგრამა ქართველ მაყურებელს საოცარ სამყაროში ამოგზაურებს. პირველ დღეს დასი ერთმოქმედებიანბალეტებსსალომესა“ და „A Fuego Lento-ს“ შეასრულებს, მეორე დღეს კი საკონცერტოპროგრამით  „დიდისტეპისმემკვიდრეობა“ წარსდგება.

    „მსახიობებისთვის და ჩვენი თეატრისთვის ეს გასტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ პირველად წავრსდგებით ახალგაზრდა დასით თბილისის ოპერისა და ბალეტის ისტორიულ სცენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებულები ვართ და განვიცდით, ვიმედოვნებთ, რომ თბილად მიგვიღებს ქართველი მაყურებელი და პროგრამას, რომელსაც წარვუდგენთ, მოეწონებათ. შევეცადეთ, დადგმები ყოფილიყო, რაც შეიძლება დატვირთული და მრავალფეროვანი. გვჯერა, მაყურებლის გულამდე მივალთ და მათ მოწონებასაც დავიმსახურებთ. ამჟამად, მომზადების პროცესში ვართ, რეპერტიციებს ვატარებთ და მალე თბილისში შევხდებით,“ -  აღნიშნავს„ასტანა ბალეტის“ თეატრის წამყვანი მოცეკვავე ტატიანა ტენი. 

    აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

    ჩვენთვისსაქართველოძალიანმნიშვნელოვანიქვეყანაა, დიდიპასუხისმგებლობააგანთქმულსცენაზეპირველადგამოსვლა, ჩვენგვსურსვაჩვენოთსაბალეტოოსტატობისმაღალიხარისხი. ჩვენგანსაკუთრებულიყურადღებითმივუდექითსაგასტროლოაფიშისშერჩევას, არჩევანიჩვენსმთავარმიმართულებაზეგაკეთდა - თანამედროვედანეოკლასიკურბალეტზე, ასევეჩვენირეპერტუარისსიამაყეზე - ყაზახიდაუცხოურისაზოგადოებისმიერაღიარებულეროვნულდივერსიმენტზე. „ასტანა ბალეტის“ დასის მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ქართველ მაყურებელთან შეხვედრას. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, რათა „ასტანა ბალეტის“ ხელოვნება ქართველი მაყურებლისთვის გაგვეცნო. წელს მოგვეცა შესაძლებლობა 14-15 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წავრსდგეთ. ჩვენ ახალგაზრდა თეატრი გვყვავს, გვიყვარს ექსპერიმენტები და სიახლეები, რაც ყოველთვის ამართლებს.  ვიმედოვნებთ, რომარტისტებისადათეატრისმთელიგუნდისშემოქმედებადიდხანსდარჩებაქართველიმაყურებლისგულებში, ხოლოჩვენმოუთმენლადდაველოდებითმათთანშეხვედრას. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი მაყურებლის წინაშე კიდევ ბევრჯერ წავრსდგებით, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრესოვოსტიანოვმა

    მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა. 

    იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს სალომეფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს. 

    მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის  კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.

    გასტროლებიგაიმართებაყაზახეთისრესპუბლიკისკულტურისადასპორტისსამინისტროსმხარდაჭერით.

    https://www.youtube.com/watch?v=wFmiuW_pBEE

  • ოქრიაშვილი „ოცნებას“: 2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე ოპოზიციაში გაგიშვებთ რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „ქართულ ოცნებას“ ახალი მესიჯი აქვს, რომელიც ბატონი კობახიძის მეშვეობით გაახმოვანა: სიღარიბეს დავამარცხებთ 2030 წელს და კარგი იქნება, თუკი ევროკავშირის წევრები გავხდებით 2035 წელს. მაშინვე ბატონი ივანიშვილის პროგნოზი გამახსენდა, რომ 2016 წელს ყველას ჯიბეზე უნდა შეტყობოდა ცვლილებები, 2017 წელს კი თითოეულ ოჯახს მდიდრულად,  წალკოტში უნდა ეცხოვრა და უფასო ფული, უფასო შუქი, უფასო გაზი უნდა ჰქონოდა.

    2030 წელს ნამდვილად დავამარცხებთ სიღარიბეს, მაგრამ იქამდე „ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, ან რიგგარეშე, ან 2024 წლის არჩევნების მეშვეობით; მაგრამ თუ გაბედეს და გააყალბეს არჩევნები, მაშინ ვწინასწარმეტყველებ საპროტესტო, რევოლუციურ გამოსვლებს და „ოცნების“, როგორც პოლიტიკური ძალის გაუქმებას.

    რაც შეეხება საქართველოს წევრობას ევროკავშირში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს არასდროს მოხდება! მსოფლიოსა და ევროპაში პოლიტიკური ამინდი იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში „ოცნების“ დამარცხებიდან 1-2 წელიწადში, საქართველო არამარტო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არამედ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

    P.S ივანიშვილ-კობახიძემ თავადაც კარგად იციან, რომ სამთავრობო ცვლილებები გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე ისინი თავიანთ მომხრეებს აჯერებენ!", აღნიშნულია განცხადებაში.  

     

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური