ქართული კლუბი "დინამო თბილისი" იყიდება!

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022 14:48

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" იყიდება! 

კლუბი  "დინამო თბილისი" მფლობელის რომან ფიფიას ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად თავაზობთ:
„მოგესალმებით,
დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.
გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.
მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.
ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.
დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს“.
წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • ამპუტანტთა ფეხბურთის თურქეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

    ამპუტანტთა ფეხბურთის თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა სტამბოლში გამართულ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ანგოლა 4-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ანგოლამ ფინალური მატჩი, რომელსაც ტრიბუნებიდან დაახლოებით 15 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, უფრო ეფექტურად დაიწყო.

    თუმცა, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მატჩში წონასწორობა სწრაფად დაამყარა და მე-19 წუთზე ომერ გიულერიუზის მიერ გატანილი გოლით 1-0 დაწინაურდა.

    მატჩის 49-ე წუთზე სერქან დერელის მიერ გატანილი გოლით თურქებმა მატჩი 4-1 მოიგეს.

    საფეხბურთო მატჩს სტადიონიდან ადევნებდნენ თვალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, მეჰმეთ მუჰარემ კასაპოღლუ და ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა.

    თურქეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადასცა.

  • საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ერთა ლიგა წარმატებით დაასრულა!

    საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გიბრალტარში გამარჯვებით დაასრულა.

    ვილი სანიოლის გუნდი მე-19 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით დაწინაურდა, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევმა თავად მოიპოვა. 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში გიბრალტარის ნაკრების ნახევარმცველმა, ლუის ენესლიმ 79-ე წუთზე დააფიქსირა. 

    საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება 16 ქულით დაასრულა, რაც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა.

    ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთსა და თურქეთს აჯობა და ევრო 2024-ის პლეიოფში ერთა ლიგიდან მომავალი წლის მარტში ყაზახეთის ნაკრებს თბილისში შეხვდება.
    შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა D დივიზიონიდან დაიწყო, პირველივე სეზონზე C დივიზიონში დაწინაურდა, კიდევ ერთ სეზონში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და B დივიზიონში აინაცვლა.
  • კახა ოქრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას: „დარწმუნებული ვარ, ხვალ მრისხანე „ლივერპულს“ შენ დაამარცხებ!“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

    "ხვალ, 7 სექტემბერს, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულს“ ეთამაშება. "კვარა", თავის დროზე, „თბილისის დინამომ“ მრისხანე „ლივერპული“  3:0 დაამარცხა. დარწმუნებული ვარ, ხვალ მათ შენ დაამარცხებ!

    წარმატებები ჩემი და საქართველოს სახელით!", - ცხადებს კახა ოქრიაშვილი. 

  • საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე!

    წელს, პირველად, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა!
    სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის European Minifootball Federation ახალი წევრი, შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა!
    წელს, ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი კი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა.
    პირველივე თამაშის შემდეგ, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა.
    შერკინება მერვედ ფინალში, საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედვად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.
    საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი - ბესარიონ არველაძეა.
    მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს - მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის.
    საქართველოს ნაკრები, ევროპის მინი ფეხბურთის სამყარომ, გაიცნო როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი! მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

  • საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

    5 ივნისს, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე MFC EURO2022 კოშიცე (სლოვაკეთი) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან.
    მონტენეგრო ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი FC PSP-ს და ამჟამად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი აფციაურმა გაიტანა.

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი FC PSP-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე ასევე არის ეროვნული ლიგის გამორჩეული და PSP-ს გუნდის მწვრთელი.

    6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე მატჩს ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან მართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური