ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022 12:09

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას რუსეთიდან ოქროსა და ძვირფასეულობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

ევროკავშირის როტაციული თვმჯდომარის, ჩეხეთის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი დამტკიცდა წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრაზე  და აღნიშნული ზომები ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.

პაკეტის მიხედვით, რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირისა და ორგანიზაციის აქტივები გაიყინება. სამგზავრო აკრძალვა შეეხება მათ, ვინც სანქციების სიას დაემატება.

რუსეთიდან ოქროსა და ძვირფასეულობის იმპორტი აიკრძალება.

რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის აქტივები, რომელიც ადრე გარიცხული იქნა საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან, გაიყინება.

უზრუნველყოფილი იქნება, რომ დაწესებულმა სანქციებმა საფრთხე არ შეუქმნას სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში.

ახალი ზომები გაათანაბრებს ევროკავშირის სანქციებს G7 ქვეყნების სანქციებთან. ეს გააძლიერებს არსებული სანქციების აღსრულებას და შეავსებს სამართლებრივ ხარვეზებს.

წაკითხულია 117 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი საქართველოს სამხედრო ძალებისთვის €20 მილიონიან დახმარების პაკეტს ამტკიცებს

    ევროპის კავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაცემული დახმარების პაკეტი გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერ-თავდაცვის სერვისთა პოტენციალს. ეს მიზანი მიიღწევა შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით, რაც აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებასაც მოიცავს.
    დახმარების პაკეტი იმ 12.75 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერას დაემატება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა. 
    „უახლესი დახმარების პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოს პოტენციალი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და გამძლეობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი: "რუსეთს აქტივები უნდა ჩამოერთვას"

    ევროკავშირი გეგმავს ომის გამო გაყინული რუსეთის 300 მილიარდი ევროს ცენტრალური ბანკის რეზერვების და რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული აქტივების ჩამორთმევას.

    ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვიდეო გაავრცელა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „რუსეთმა ფინანსურად მიყენებული ზარალი უნდა გადაიხადოს“ და რომ უკრაინის ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს.

    „რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აანაზღაურონ უკრაინისთვის მიყენებული ზიანი და გაიღონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები“. - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

    მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ აქვთ საშუალება რუსეთს ეს გადაახდევინონ, მათ დაბლოკეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების 300 მილიარდი ევრო და გაყინეს რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევრო.

    „ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია მოკლე ვადაში შევქმნათ სტრუქტურა, რომელიც ამ თანხებს მართავს და მის ინვესტირებას მოახდენს“. - განაცხადა ლაიენმა.

    მან აღნიშნა, რომ შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სტრუქტურის შემოსავლები უკრაინისთვის და დაამატა: „როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული ყველა ზიანის კომპენსაციისთვის, რომელიც რუსეთმა  მიაყენა უკრაინას. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“.

    ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ იპოვონ სამართლებრივი გზები ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

    მისივე თქმით, „რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“.

     

  • კახა ოქრიაშვილი: „ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე. ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც  გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება.

    მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ 1000 $ და მეტი) და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება. ამგვარი გეგმის განხორციელება - მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა, - შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში. 

    იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს ქვეყნის მმართველობაში ისეთი გუნდის მოყვანას, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში გადაჭრის ამ ამოცანებს.

    მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი. 

  • „მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს რეგიონში

    პროექტმა „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“ (CoM East), თავისი 10 წლიანინაყოფიერიმუშაობისგანმავლობაში, გააერთიანა სახელმწიფოს დაინტერესებული მხარეები, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანებები აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ექვსი ქვეყნის თითქმის 500 მუნიციპალიტეტიდან. იმის გათვალისწინებით, რომ საერთო მოსახლეობის 42%-ზე მეტი ცხოვრობს მუნიციპალიტეტებში, რომლებიც „მერების შეთანხმების“ მიზნებს იზიარებს, რეგიონში ადგილობრივი მთავრობების ინიციატივაში ჩართვის აშკარა დადებითი ტრენდი შეინიშნება.

    ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობა მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას პროექტის ხელმომწერებს შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ტექნიკური ცოდნისა და დაფინანსების შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო დაბრკოლებების ერთობლივად დაძლევას.

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფარგლებში ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენცია „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“2022წლის 29-30 ნოემბერს გაიმართება თბილისში, საქართველოში. კონფერენციას 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან და უკრაინიდან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

    ძალიან მოხარული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერების შეთანხმების ინიციატივა  მზად არის მიაღწიოს მიზანს გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. 2030 წლისთვის ემისიების 35%-ით შემცირების ამბიცია მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი მუნიციპალიტეტები ნამდვილად უახლოვდებიან ამ პრობლემის გადაჭრას. 460-ზე მეტი ხელმომწერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის ლიდერი და ბრწყინვალე მაგალითი ადგილობრივი მთავრობებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - თქვა ლოურენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა (DG NEAR).

    კონფერენციის დროს, მომხსენებლები წარმოადგენენ შეთანხმების და მისი ხელმომწერების მიერ მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ევროკავშირის ძლიერ პოლიტიკურ ნებას, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელისუფლებას, მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა განხილულ იქნას საკვანძო სუსტი მხარეები და ბარიერები, რომელთა გადალახვა უწევს ხელმომწერ ქალაქებს, და შესთავაზებს წარმატების მიღწევის ეფექტურ საშუალებებს. კონფერენციაზე ასევე დაისახება ინიციატივის მომავალი და ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტების მიმართ „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ევროპული ინიციატივების ფარგლებში. სემინარები, რომლებიც გაიმართება ღონისძიების მეორე დღეს, შექმნის სივრცეს დიალოგისთვის ადგილობრივი მთავრობების, ცენტრალური ხელისუფლების და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მდგრადი ენერგიისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SECAP) განხორციელების, სადემონსტრაციო პროექტების მაგალითებისა და კლიმატის პოლიტიკის მიზნების შესახებ.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროექტის 10 წლის იუბილესთან ერთად, ღონისძიება ასევე აღნიშნავს „მერების შეთანხმების“ მესამე ფაზის დაწყებას, რომელიც ამ წლის დასაწყისში ამოქმედდა. გარდა ამისა, 2014 წლიდან 2021 წლამდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა მერების შეთანხმების 33 სადემონსტრაციო პროექტი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 38.5 მილიონ ევროს შეადგენს.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა გასული ათი წლის განმავლობაში აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში შექმნეს ძლიერი და მხარდამჭერი საზოგადოება, სადაც სამინისტროები და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ხელს უწყობენ შეთანხმების ხელმომწერებს CO₂-ის შემცირების ვალდებულებების შესრულებაში და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების გატარებაში.

    ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის,  დაუკავშირდით CoM East სამდივნოს კომუნიკაციის მენეჯერს, ქალბატონ ელენა ნიკიტინას (JLIB_HTML_CLOAKING ), ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ პროექტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენები, სამოქმედო გეგმები, და დეტალური ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის შესახებ ყველა შესაბამის ენაზე: https://com-east.eu/en/

  • ევროპარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარებას დაუჭირა მხარი

    ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, არ აღიაროს უკრაინის და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.

    ევროპულ საბჭოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ (531 ხმა) დაამტკიცა. ხელშეკრულების მხარეები არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზების მისაღებად და ევროკავშირის საგარეო საზღვრების გადაკვეთის მიზნით რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს.

    ევროპარლამენტის წინადადების თანახმად, ევროკომისიამ კონსულტაციები უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან იმ რუსულ სამგზავრო დოკუმენტებთან — კერძოდ, პასპორტებთან — დაკავშირებით, რომლებიც არ იქნება აღიარებული. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც უკრაინიდან ომს გაურბიან, ევროკავშირში შესვლას ჰუმანიტარულ საფუძველზე კვლავ შეძლებენ.

    გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი ის ფორმალურად დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური