საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთთან პირდაპირ ფრენებს გახსნიან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022 10:16

თურქმენეთი და საქართველო შეთანხმდნენ პირდაპირი ფრენების დაწყებაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტისას, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც შესაძლებელს გახდის პირდაპირი ფრენების დაწყებას აშხაბადსა და თბილისს შორის.

აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს ქართული პროდუქციის თურქმენეთში ექსპორტზე ბარიერების მოხსნის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის მისი ქიმიური მრეწველობის პროდუქციის მიწოდებას საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შორის.

თურქმენეთის საელჩო საქართველოში

წაკითხულია 115 ჯერ

Related items

  • ლ. დავითაშვილმა და მ. მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა ხელი მოაწერეს ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში საქართველოსა და თურქეთს შორის. ხელმოწერა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციისადმი მიძღვნილ ფორუმზე შედგა. 

    როგორც ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, ცვლილებები შეეხება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას. კერძოდ, საქართველო მიიღებს ქვოტის ფარგლებში შეღავათებს იმ სახის  პროდუქციებზე, რომლებზეც საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტისას შეღავათი არ ვრცელდებოდა. დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ კი საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას,  ქვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად თურქეთის მხრიდან ქვოტები ასევე გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: თაფლი, ვაშლი და ღვინო.

    საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის პირველი ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.

    ახალი ხელშეკრულებები კიდევ ერთი  წარმატებული ნაბიჯია საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით, ისინი ასევე აძლევენ საქართველოს საშუალებას ორმხრივად განავითაროს მომსახურების სექტორი და ისარგებლოს საქართველო-თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ტარიფების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული დისბალანსის შემცირებით.

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მინისტერიალში

    2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების გაერო-ს მინისტერიალში თემაზე: „აშხაბადის პროცესი - დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“.
    თურქმენეთის მთავრობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებთან დაკავშირებით გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის (UN-OHRLLS) სამდივნოს ორგანიზებით გამართული მინისტერიალი მიეძღვნა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე განვითარებადი ქვეყნის მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირმა.
    მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში.
    მინისტერიალის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.
    აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა (ვიდეო)

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა.

    აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა.
    ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

     

     

  • პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში მემორიალური კომპლექსი „ხალხის მეხსიერება“ გვირგვინებით შეამკო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მემორიალურ კომპლექს “ხალხის მეხსიერებაში” იმყოფებოდა.

    მთავრობის მეთაურმა აშხაბადის 1948 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას, გეოკტეპეს 1881 წლის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნასა და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
    პრემიერ-მინისტრი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითაც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას.
    საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება.
    საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.
     
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური