„გაზპრომი“ ირანში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022 10:59

რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ირანთან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, თეირანში, ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუჰსინ ხოჯასტემეჰრმა განაცხადა რომ აღნიშნული მემორანდუმი, „ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო გარიგებაა მისი ქვეყნის ნავთობის სექტორში“.

წაკითხულია 87 ჯერ

Related items

  • EBRD-მ საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღეს მონაწილეობა. 

    შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვ. აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა. 

    ხაზი გაესვა იმას, რომ ბანკის პორტფელი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. აღინიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციით ხელი შეეწყო საქართველოს  ეკონომიკის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას. 

    ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ. 

    აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება. ამ მხრივ, ბანკი კვლავ გამოიყენებს უკვე აპრობირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. 

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე. EBRD -ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. კიდევ ერთ პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე - კერძო სექტორს. 

    აღინიშნა, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.  

  • ირანში ტრიბუნები ქალებისთვისაც გაიხსნა

    „პერსპოლისის“ ქალი გულშემატკივრები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    საფეხბურთო გუნდი „პერსპოლისი“, რომელსაც ირანის სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, თეირანში, აზადის სტადიონზე თავის ქალ გულშემატკივრებს შეხვდა. 

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პერსპოლისისა“ და „სანატ ნაფტ აბადანის“ მატჩზე დასასწრებად ტრიბუნებზე 500 ბილეთი იყო გამოყოფილი ქალებისთვის.

    „პერსპოლისის“ ქალი გულშემატკივრები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ.

  • უკრაინაში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქეთი თავის წვლილს შეიტანს

    პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის, გუშინ უკრაინაში განხორციელებული ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ლვოვში ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით, ინფრასტრუქტურის აღდგენის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც უკრაინაში, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში თურქული მხარის მონაწილეობას ისახავს მიზნად. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    მემორანდუმს ხელი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა მოაწერეს.

    მემორანდუმის ფარგლებში, უახლოეს მომავალში რეკონსტრუქციის საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს უკრაინაში სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქციას, როგორიცაა გზები, ხიდები, წყლისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები და სკოლები

  • თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
    ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
    „გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
    კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
    „არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
    ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის ყიდვისას?

    ბინა შენი სახლის ან ქონების ძალიან კარგი ინვესტიციაა, მაგრამ არავინ არ უნდა აირჩიოს ახალი ბინის ყიდვა ამ მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. სახლებზე ბევრად იაფი, ბინები შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ქალაქში ცხოვრება სურს. მშენებარე თუ დასრულებული ბინები თბილისში მრავლად არის. ისინი განსხვავდებიან ზომითა, ტერიტორიული მდებარეობით, ინტერიერის დიზაინით, ზოგიერთს კი ფარული ხარჯებიც აქვს.

    ასე რომ, გამჭრიახმა მყიდველებმა უნდა გაიხედონ ფასის მიღმა და რეალურად გაერკვნენ ქონების თითოეული დადებით და უარყოფით ასპექტებში.

    ლოკაცია

    შენობის მდებარეობა, ისევე როგორც მისი სიახლოვე კეთილმოწყობასთან, როგორიცაა მაღაზიები, ტრანსპორტი, პარკები და ღია სივრცე არის ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი ბინის შერჩევისას. ასევე, აუცილებელია ბინის მდებარეობა კორპუსში: გადაჰყურებს ის პარკს თუ ავტოფარეხს?

    მაგალითად, ქართული კომპანია “Domus-ის” ახალი კორპუსების შთაგონება ხშირად არის მისი ტერიტორიული მდებარეობა. ჭავჭავაძის 31-ში მშენებარე კორპუსზე ისინი წერენ: “არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების - ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა.”

    ყიდვამდე განიხილეთ:

    • ხმაური - გესმის ხალხის ხმა სხვა ბინებიდან?
    • სუნი - გრძნობთ თუ არა ცხოველების, ნესტის ან ნაგვის სუნს?
    • სინათლე -არის თუ არა ბინა საკმარისად, ბუნებრივად ნათელი?
    • ჰაერი - აქვს თუ არა თქვენს ბინას საკმარისი ფანჯრები და ჰაერი თავისუფლად მოძრაობს?

    კორპუსის დაცულობა

    ბინებში უფრო მეტი ხალხი მოდის და მიდის, ვიდრე კერძო სახლებში, და ამიტომ მნიშვნელოვანია განიხილოს უსაფრთხოების რა მახასიათებლები აქვს თითოეულ კომპლექსს. ახალ და უფრო დიდ კომპლექსებს, როგორც წესი, აქვთ ბარათები, უსაფრთხოების კამერები, საშვის კოდები და ზოგჯერ დაცვებიც კი.  ძველ კორპუსებს ხანდახან საერთოდ არ აქვთ დაცვის არანაირი საშუალება.

    თანამედროვე დიზაინი

    თბილისში მრავალნაირი იერსახის კორპუსი შენდება. ზოგი მართლაც ლამაზია და მეზობელი კორპუსების ექსტერიერსაც უხდება.

    ბინები ფალიაშვილზე ხშირად გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გემოვნებიანი დიზაინით. ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებით აქტუალურია მშენებარე ან ახალი აშენებული კორპუსები.

    მაგალითად, კომპანია “Domusi” დახვეწილი არქიტექტურული ნამუშევრებით გამოირჩევა. ფალიაშვილზე “დომუსის” მშენებარე კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება სწორედ მისი გამორჩეული იერსახე და თანამედროვე არქიტექტურაა.

    არ შეიძინო, სანამ არ ენდობი

    სანამ ბინას იყიდიდეთ, გამოიკვლიეთ ბაზარი, დარწმუნდით, რომ იღებთ ღირებულების შესაბამის კომფორტს. ესაუბრეთ დამოუკიდებელ შემფასებლებს და შეამოწმეთ ბოლო გაყიდვები. არ დაეყრდნოთ მხოლოდ გაყიდვების აგენტის რჩევებს.

    გაყიდვებში მიღებული ტაქტიკაა, ოფისში ყოფნისას ხალხისა და სხვა კლიენტების ერთდროულად მოწვევა, რომ ადგილზევე მიიღოს მყიდველმა გადაწყვეტილება. ყოველთვის ყურადღებით გაითვალისწინეთ და განიხილეთ ყველა შესაძლებლობა - სახლი არ უნდა იყოს იმპულსური შენაძენი.

    ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ იყიდით ბინას, რომელიც თქვენი ახალი სახლი გახდება. 

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური