კანადელებმა Bayraktar-ის შესაძენად ფულის შეგროვება დაიწყეს, რომელსაც უკრაინას გადასცემენ

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 19 ივლისი 2022 18:10

კანადურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ UHelpUkraine-მა წამოიწყო კანადური Bayraktar Crowdfund კამპანია 7 მილიონი კანადური დოლარის (5.4 მილიონი აშშ დოლარი) შესაგროვებლად BayraktarTB2 დამრტყმელი დრონების შესაძენად უკრაინისთვის. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი ( сайте ) იტყობინება.

„ყოველი შემოწირულობით, თქვენ იქნებით ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას, შეაგროვოს 7 მილიონი კანადური დოლარი ბაირაქტარის დრონების შესაძენად მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული დიასპორისგან. ამ პროექტის მიზანია დრონების მიწოდება უკრაინელი სამხედროებისთვის არა უგვიანეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს - 24 აგვისტოს“, - ნათქვამია UHelpUkraine-ში.

ამ დროისათვის უკვე შეგროვებულია 12 450 კანადური დოლარი.

როგორც UNIAN-ი ადრე იტყობინებოდა, ლიტვაში თითქმის 6 მილიონი ევრო შეგროვდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად. მაშინ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელმა კომპანია Baykar-მა "დრონების" უკრაინაში ჩატანა თავის თავზე აიღო.

წაკითხულია 96 ჯერ

Related items

  • ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს“

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ი-ს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

    ვან ი-მ დიმიტრო კულებას ასევე განუცხადა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.

    წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/727640-chinetis-sagareo-ministri-dmitro-kulebastan-saubrisas-acxadebs-rom-qvela-kveqnis-suvereniteti-daculi-unda-iqos

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მდგომარეობას აფასებს: პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ

    „თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის ნაწილი, თქვენი მომავალი ევროკავშირია, თქვენ გარეშე კი ევროკავშირი არასრულყოფილია“, — ამ სიტყვებით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და დასავლეთ ბალკანეთის ხალხებს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ თავის ყოველწლიურ გამოსვლაში.
    პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააღრმაოს თავისი კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ქვეყნები ევროპის კონტინენტზე. ეს პროცესი კი მან იმ ქვეყნებიდან უნდა დაიწყოს, რომლებიც უკვე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არიან.
    ცისფერ და ყვითელ ფერებში გამოწყობილმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირში არსებული მდგომარეობის წარდგენა უკრაინის მხარდასაჭერი სიტყვით დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირმა რუსული აგრესიის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან გაუწია.
    „დღეს სიმამაცეს აქვს სახელი. და ეს სახელი უკრაინაა“, — განაცხადა მან, —„ევროპის სოლიდარობა უკრაინისადმი ურყევი იქნება“. ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციების დაწესების გზით. „ეს ჩვენთვის მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების დროა და არა — დათმობის“, — აღნიშნა მან და დაურთო, რომ „პუტინი დამარცხდება, უკრაინა და ევროპა კი გაიმარჯვებენ“.
    მისივე თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთი ათასამდე საერთაშორისო კომპანიამ დატოვა, ავტომობილების წარმოება გასულ წელთან შედარებით სამი მეოთხედით შემცირდა, ხოლო „აეროფლოტის“ თვითმფრინავები სათადარიგო ნაწილების არქონის გამო ფრენებს აჩერებენ. „ნახევარგამტარების დეფიციტის გამო რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკისთვის ჩიპებს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან იღებენ. რუსეთის მრეწველობა განადგურებულია“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. 
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები დაიწყო

    აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ გუშინ საღამოს საზღვრის დაშკესენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბის პროვოკაცია განახორციელა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებული ტერიტორიები და გზები დანაღმეს. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეტაკებები მოხდა.

    სომხური არმიის ბასარგეჩერის, ისტისუს, ქარაკილისისა და გორუსის პროვინციებში მდებარე პოზიციებიდან დაშკესენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის პროვინციებში აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს და თავშესაფარებს სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან, ცეცხლის გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ასევე მიიღო აუცილებელი ზომები სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების გასაჩერებლად და კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად და პროვოკაციულ ოპერაციაში მონაწილე სომხეთის შეიარაღებული ძალების პერსონალსა და აღჭურვილობაში დანაკარგებია.

    განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეტაკებებსა და დანაკარგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ერევანს ეკისრება.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ განხორციელებული საპასუხო ღონისძიებები ლოკალური ხასიათისაა და მიმართულია სამხედრო ობიექტებზე და ცნობები სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის ინტერვენციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

  • ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან უკრაინის დახმარებისა და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანადის, იაპონიის და ევროპელ ლიდერებთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების და ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხი განიხილა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    თეთრი სახლის წერილობითი განცხადების თანახმად, ბაიდენი, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანის, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასის და ასევე საფრანგეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ესაუბრა.

    საუბრის დროს ხაზი გაესვა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ევროპისთვის გაზის იაფი და მდგრადი მიწოდების საკითხიც.

  • უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონში მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე

    უკრაინის არმიამ დაიბრუნა კონტროლი ხარკოვის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბალაკლიაზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: "ყველაფერი თავის ადგილზეა. უკრაინის დროშა, თავისუფალი უკრაინა, თავისუფალი უკრაინული ქალაქი ცის ქვეშ. მადლობა. ვამაყობ."

    უკრაინის არმიის გუშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარკოვის ოლქში 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი რუსული ძალებისგან უკან დაიბრუნეს.

    ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსეთის ძალებზე კონტრშეტევა დაიწყეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური