ამერიკის მეგობართა კლუბმა, ამერიკის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით აღნიშნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022 18:07

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისა და დეკლარაციაზე ხელისმოწერის 246 -ე წლის აღსანიშნავად სასტუმრო ბილტმორში წვეულება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას, საქრათველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.

მოხარული ვარ გაცნობოთ რომ, 4 ივლისს წელს მეთვრამეტედ ავღნიშნავთ და ვამაყობთ რომ, ამ წლების განმავლობაში, ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად ვზეიმობთ საქართველოს ერთგული მეგობრის და მტკიცე მოკავშირის, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.

ვფიქრობ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ, 4 ივლისი არა მხოლოდ ამერიკელ ხალხს ანიჭებს სიხარულს, არამედ მათაც ვისაც სურს იყოს თავისუფლების მეგობარი. ამაში იგულისხმება ისიც რომ, ეს დღე არის საზეიმო ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც დემოკრატია, ფასეულობების სისტემას წარმოადგენს.

ამასთან ერთად ყოველჯერზე ვრწმუნდებით რომ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ქართველებისთვისაც განსაკუთრები ძვირფასია, ამ წვეულებაზე შექმნილი გარემო კი, ბედნიერების ემოციით არის სავსე და კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ქართულ-ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერებს. 

წელს შესრულდა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი. ამ წლების განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქართველ ხალხთან მტკიცე მეგობრობა და დღესაც, მსოფლიოსთვის ამ უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მხარდაჭერას. 

ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ავღნიშნო რომ ქართველი ხალხის სახელით ორგანიზებულმა წვეულებამ მოგვცა შესაძლებლობა, ურყევი მეგობრობის გზავნილი გაგვეგზავნა ამერიკელი ხალხისთვის და მადლიერება გამოგვეხატა, გასული სამი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის.

ამავდროულად, 4 ივლისი არის ერთ-ერთი საუკეთესო დღე იმისთვის რომ, დავანახოთ ყველას, როგორც სახელმწიფოს შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც თუ რა დამოკიდებულება აქვს თავისუფლების მოყვარულ ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის მიმართ.

დასასრულს მსურს მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს ვინც შემოუერთდა დეკლარაციის ხელმოწერიდან 246 წლის იუბილის საქართველოში აღნიშვნის ინიციატივას და ამავდროულად მხარი დაუჭირა ქართულ ამერიკული მეგობრობის მუხტის გაძლიერებას.

კომპანია პე ეს პე; ლიბერთი ბანკი; თელავის ღვინის მარნი; Radisson Collection Hotel; Radisson Blu Iveria; Le Méridien Batumi; Hotel Ambassadori Goderdzi; Biltmore Hotel Tbilisi; ნატალი ჯგუფი; კომპანია “პრესტიჟი-ისი პარი“; McCANN Tbilisi; კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია; McDonald's Georgia; კომპანია სარაჯიშვილი; კომპანია პიელ ნატურალსი; ამერიკული კომპანია KVG; აშშ-ის საელჩო საქართველოში; კომპანია ვაკე; კომპანია ენერჯი; წლევანდელი ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია მთავარი და ტელეკომპანია პირველი. 

არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ შევეხო რუსეთის ფედერაციის იმ სისასტიკეს, რომელსაც დღესაც აგრძელებს უკრაინელი ხალხის მიმართ. მიმაჩნია, რომ რომ სადაც არუნდა ვიყოთ რა მნიშვნელოვან თარიღსაც არუნდა ავღნიშნავდეთ, ყველგან უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ. სწორედ ამ დეკლარირებული მეგობრობის დასტურად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ნაწილში, უკრაინის ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ ადამიანებს, განაცხადა  ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.  

4 ივლისს, სასტუმრო ამბასადორი ამერიკული დეკორაციით და აქსესუარებით მოირთო, სადაც ნამდვილი ამერიკული გარემო სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, წვეულებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ეთნო-ფოლკ ჯგუფი “შარას” რეპერტუარისთვის, დამტკბარიყვნენ ულამაზესი ქართული ცეკვებით, მიეღოთ მონაწილეობა 4 ივლისის სადღესასწაულო ლოტოტრონში და დაეგემოვნებინათ განსაკუთრებულად გემრიელი 4 ივლისის ტორტით.  

ამერიკის დამოუკიდებლობის დღესასწაული გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

ამერიკის მეგობართა კლუბი

4 ივლისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • სი ძინპინი - ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს

    ამჟამად ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთულ ვითარებაშია და ჩვენ ეს ძალიან გვაღელვებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან მისასალმებელი სიტყვის დროს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა.

    მისი თქმით, ამერიკამ და ჩინეთმა სწორი კურსი უნდა აირჩიონ. „როგორც ორი მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისთვის და ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნავს სი ძინპინი.

    სი ძინპინის განცხადებით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის ურთიერთობების დარეგულირებას. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

    „შეხვედრისას ჩვენ ღიად უნდა გავცვალოთ მოსაზრებები სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – განაცხადა სი ძინპინმა.

    თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფლიქტის არიდების მნიშვნელობას. მისი თქმით, ის ემხრობა საკომუნიკაციო ხაზის ღიად შენარჩუნებას, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს ერთად მუშაობა გადაუდებელ გლობალურ საკითხებზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და უსაფრთხოებაზე.

    ბაიდენის თქმით, მსოფლიო ელოდება, რომ ორი ქვეყანა პარტნიორულად იმუშავებს.

    აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს. ეს პრეზიდენტების რანგში ორი ქვეყნის ლიდერთა პირველი შეხვედრაა, რომელიც „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში იმართება.

    წყარო: https://1tv.ge/news/si-dzinpini-amerikul-chinuri-urtiertobebi-rtul-vitarebashia-da-chven-es-dzalian-gvaghelvebs/

  • ამერიკა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მანამ არ მოგვარდება, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დატოვებს უკრაინას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ტურნეს დაწყებამდე თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ნაყოფიერი, ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო“.

    აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და დასძინა: „ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დატოვებს უკრაინას“.

    მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ისინი უკრაინას აშშ-ს არმიის ინვენტარიდან 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

  • საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩაიტანეს

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide მის ქვეყანაში უკვე ჩაიტანეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    რეზნიკოვმა „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი თავდაცვის სისტემები ჩავიდა და ნორვეგიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთს ამ საკითხში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    „საჰაერო თავდაცვის სისტემები NASAMS-ი და Aspide უკრაინაში ჩამოვიდა. ეს იარაღი უკრაინის არმიას საკმაოდ გააძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს საჰაერო სივრცეს. გავაგრძელებთ ჩვენზე თავდამსხმელი მტრის სამიზნეების განადგურებას“. - თვქა რეზნიკოვმა.  

  • ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები უკრაინის ზამთრის დახმარებას უზრუნველყოფენ

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა (გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, კანადა) კოორდინირებული ქმედებები დაიწყეს უკრაინის ზამთრის დახმარების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    გერმანიის ქალაქ მიუნსტერში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას ბაერბოკმა თქვა: ”ჩვენ უკრაინას ზამთრის დახმარებას გავუწევთ ჩვენს G7-ის პარტნიორებთან ერთად”.

    მისივე თქმით, ბევრი სხვა ქვეყანაც დაუჭერს მხარს ამ დახმარებას და აღნიშნა: "ეს ზამთრის დახმარება ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას უკრაინის დაშლის შესახებ. ჩვენ არ მივიღებთ იმას, რომ ის საერთაშორისო ერთიანობის დარღვევას იმედოვნებს“.

    ბაერბოკმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო პუტინი უფრო მეტ არაადამიანურობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ G7 ქვეყნები არ დაუშვებენ მოხუცები, ბავშვები და ახალგაზრდები შიმშილით ან სიცივით დაიღუპონ.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური