„რითეილ ასოციაციის“ თასი „ნიკორას“ დარჩა!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 ივლისი 2022 12:57

 თბილისის მერიის საფეხბურთო ცენტრ "იმედში" დასრულდა რიგით მეორე "რითეილ ასოციაციის თასის" გათამაშება. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. ტურნირის ჩატარების მიზანი ტრადიციულია: აქტიური ცხოვრება გახდეს ნორმად, რაც ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების ფორმირების საფუძველს წარმოადგენს.

ნიკორა, გუდვილი, სპარი, ზღაპარი, სმარტი, დეილი, აგროჰაბი, უნივერსამი, მაგნიტი, კარფური ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გამოავლინეს ნახევარფინალისტები.

პლეიოფში ნიკორამ და გუდვილმა დაამარცხეს სპარის და ზღაპარის გუნდები და ფინალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალი დასრულდა  6:0 ნიკორას სასარგებლოდ, მრავალრიცხოვანი მაყურებელი სანახაობრივი და მაღალი დონის საფეხბურთო მატჩის მომსწრე გახდა.  ულამაზესი გოლები, ურთიერთპატივისცემა, ღირსეული თამაში - ფინალი ტურნირის მშვენებად იქცა და ნიკორამ ზედიზედ მეორედ აღმართა გარდამავალი თასი!!!

აუცლებლად აღსანიშნავია კომპანიების ინტერესის ზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით და აქტიურობა  კორპორატიული სპორტის მდგრად ტრენდად ჩამოყალიბების პროცესში.

წაკითხულია 778 ჯერ

Related items

  • საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში "ევრობასკეტის" თასის პრეზენტაცია გაიმართა

    საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში "ევრობასკეტის" თასის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.

    ნიკოლაი სემაშკოს სახელობის თასი თბილისში, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ერთ-ერთ ქალაქში, FIBA-ს პროექტის, Trophy Tour-ის ფარგლებში 11 აგვისტოს ჩამოიტანეს. ქართული ტურის ფარგლებში დაგეგმილია თასის მიტანა ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილას. ტურის ბოლოს კი "ევრობასკეტის" თასი ქართველმა მაყურებელმა 12 აგვისტოს საქართველო-ისრაელის ამხანაგურ საკალათბურთო მატჩზე იხილა.

    აღსანიშნავია, რომ თბილისი ,,ევრობასკეტის'' A ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპი 1 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთის, მონტენეგროს, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.

    ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

  • „ეფეს საქართველომ“ „ნიკორა სუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

    #გარემოსთვის - „ეფეს საქართველო“ „ნიკორასუპერმარკეტსა“ და „ეკო ჯეო პეტთან“ ერთად პლასტმასის ბოთლების შეგროვებასა და გადამუშავებაზე იზრუნებს

    ნატახტარის“ მწარმოებელ კომპანია „ეფეს საქართველოს“, „ნიკორა სუპერმარკეტსა“ “ და „ეკო ჯეო პეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასმელების წარმოების, საცალო ვაჭრობისა და პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების კომპანიების გაერთიანების მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რაც მომავალში პლასტმასის (PET) ბოთლების მასშტაბურ შეგროვებასა და გადამუშავებას გულისხმობს.

    კომპანიების ერთობლივი პროექტი მომავალში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას ითვალისწინებს. კამპანია #გარემოსთვის „ეფეს საქართველოს“ ინიციატივით, მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაიწყო.პლასტმასის ბოთლების შეგროვებასთან ერთად, პროექტი შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავებასაც ითვალისწინებს.

    მემორანდუმს ხელს მოაწერეს „ეფეს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ერთან კურტმა, „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ და „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორმა ივან პეტრუშევსკიმ. 

    ეფეს საქართველოსთვის“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არ არის პირველი გარემოსდაცვითი პროექტი. 2012 წლიდან,გარემოზე ზემოქმედებისშემცირებისმიზნით,საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედებს თანამედროვე, მაღალისტანდარტებისშესაბამისიწყლის ბიოლოგიური გამწმენდინაგებობა, რომლისმეშვეობითაცწარმოებისმთლიანიციკლისშედეგადმიღებულიჩამდინარეწყლებისგაწმენდა-გადამუშავებახდება.ასევე, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენ გაეროს მდგრადიგანვითარებისისეთიმიზნებით (SDG) ვხელმძღვანელობთ, როგორიცაა:სუფთაწყალიდასანიტარია, მდგრადიმოხმარებადაწარმოება, კლიმატისცვლილებისსაწინააღმდეგოღონისძიებები. რაც შეეხება ახალ კამპანიას: #გარემოსთვის, აღსანიშნავია, რომ „ეფეს საქართველო“ იქნება პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს პალსტმასის ნარჩენების სწორად მართვის პროცესს და რაც მთავარია, ამ კამპანიაში ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები და მომხმარებლები,“  - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

    „ჩვენი კომპანიის სტრატეგიის ქვაკუთხედია გქვონდეს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ვიყოთ კორპორატიულად მოაზროვნე, რაც ასევე გულისხმობს გარემოზე ზრუნვის მიმართულებასაც. დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს  გარემოზე პლასტიკის მავნე ზემოქმედების შემცირებას. საპილოტედ შეირჩა რამდენიმე ობიექტი, მომავალში იგეგმება ფილიალების რაოდენობის გაზრდა და  პროექტის გაფართოება“ - განმარტავს „ნიკორა სუპერმარკეტის“ გენერალური დირექტორი თემურ ალექსანდრია.

    „ჩვენი კომპანია პლასტმასის გადამუშავების პროგრამას იწყებს, რომელიც ასევე პლასტმასის ბოთლების შეგროვებასაც გულისხმობს, რაც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. იმედი მაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება, გაფართოვდება  და რეგულარულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნავს „ეკო ჯეო პეტის“ დირექტორი ივან პეტრუშევსკი.

  • 7-ქალა | რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მზადება დაიწყო

    გუშინ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზამ 7-ქალა რაგბის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ოთხი ქართული და ერთი ბერძნული გუნდი მონაწილეობდა. ამის შესახებ რაგბის კავშირის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს 7-ქალა ნაკრებს, ივნისში რაგბი ევროპის „ალაფა“ უწევს, რომელიც ორ ეტაპად ტარდება და მისთვის მზადების კუთხით, ეს ტურნირი პირველი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ტურნირში თბილისის ‘ლოკომოტივმა’, ზუგდიდისა და ქუთაისის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე საქართველოს ნაკრების საბაზისო გუნდმა, რომელიც უკლუბოდ მყოფი გოგონებით დაკომპლექტდა. 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ჩამოვიდა და ითამაშა საბერძნეთის 7-ქალას საბაზო გუნდმა, სალონიკის ‘ირაკლის’-მა.

    პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი ქალთა ტურნირი, რომელიც საქართველოში გაიმართა.

    ია ხურცილავა (საქართველოს 7-ქალას მენეჯერი): „პანდემიიდან გამომდინარე ორი წელი პრაქტიკულად უმოქმედოდ ვიყავით და ძალიან კარგია საერთაშორისო ტურნირს რომ ვმასპინძლობთ. ეს არის სპორტული ტურიზმის ერთგვარი მაგალითი. ბერძნები საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდნენ და ამავდროულად, რაგბის თამაშითაც იხალისეს. ვგეგმავთ, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩავატაროთ, მაისიდან კი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მზადებას. გვექნება საერთაშორისო ტურნირებიც, რათა ოფიციალური თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ“.

    გიორგი მაისურაძე (საქართველოს 7-ქალას მწვრთნელი): „წელს პირველი ტურნირია და საინტერესოა ვნახოთ, როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები. სტუმრები გვყავს საბერძნეთიდან და ერთმანეთთან ძალებს მოვსინჯვათ. ივნისში ევროპის ჩემპიონატი გველის და მისთვის მზადება ამ ტურნირით იწყება“.

    თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 7-ქალა რაგბში

    საქართველო – ზუგდიდი 22:10

    ლოკომოტივი – საბერძნეთი 25:15

    საქართველო – ქუთაისი 31:7

    ზუგდიდი – საბერძნეთი 25:10

    ქუთაისი – ლოკომოტივი 35:0

    საქართველო – საბერძნეთი 36:0

    საქართველო – ლოკომოტივი 20:0

    ქუთაისი – საბერძნეთი 5:17

  • საქართველო vs ესპანეთი - 49:15

    გუშინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები „დინამო არენაზე“ - 49:15 დაამარცხა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

    ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

    საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვა. სანდრო თოდუასთვის ეს მე-11 ჩემპიონობაა და ამ მაჩვენებლით იგი დავით კაჭარავას გაუტოლდა, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ კი ჯილდო მე-10-ედ შემართეს.

    ესპანელებს ორი ლელო გაუტანა აკა ტაბუცაძემ და 19 თამაშში 18 მოუგროვდა. ამ უნიკალური მაჩვენებლით, ის მახო ურჯიკაშვილს გაუტოლდა და საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

  • ქართველი მოციგურავეების ბრწყინვალე გამარჯვება ბუდაპეშტში

    15-17 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში *2- nd Budapest Trophy 2021*-ის სტატუსით, რომელშიც სპორტულ წყვილთა შორის გაიმარჯვეს ქართველმმა სპორტსმენებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა.

    შესაბამისად, მათ გამარჯვებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ.

    საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის თქმით, ეს გამარჯვებბა დიდი სტიმულია მათთვის მომავალ ტურნირებში წარმატებული გამოსვლებისათვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური