მთავრობის ადმინისტრაციის ქვედა შესასვლელიდან აქტივისტები პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივლისი 2022 10:56

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ვითარება დაიძაბა. პოლიციამ კანცელარიის ქვედა შესასვლელთან მყოფი აქტივისტები ძალის გამოყენებით გაიყვანა. აქციამ ზედა მხარეს გადაინაცვლა. 

მანამდე "სირცხვილიას" წევრმა, ნოდარ რუხაძემ თქვა, რომ მათთან სუს-ის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა - თუ არ დაიშლებოდნენ, დააკავებდნენ. 

ადგილზე შეკრებილები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრისა და მინისტრების მისვლას ელოდებიან.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან კიდევ ერთი რამდენიმეათასიანი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადეს პრემიერმინისტრი და მთავრობა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა.

წყარო: https://mtavari.tv/news/90986-mtavrobis-administratsiis-kveda-shesasvlelidan

წაკითხულია 115 ჯერ

Related items

  • პოლიციამ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავა (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

    ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • "მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, - ი. ღარიბაშვილი

    მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოგვაქვს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტს და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


    პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.

    „პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას – 2030, ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა – სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

    „მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას – 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • კანადის ერთ-ერთ პროვინციაში თავდამსხმელმა დანით 10 ადამიანი მოკლა

    კანადის პროვინცია სასკაჩევანში ორმა თავდამსხმელმა დანით 10 ადამიანი მოკლა და 15 დაჭრა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სასკაჩევანის განყოფილების მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დემიენ სანდერსონი (31) და მაილს სანდერსონი (30), რომლებიც სავარაუდოდ ძმები არიან, კვირა დილით ჯეიმს სმიტი კრის ეროვნული რეგიონიდან და ქალაქ უელდონიდან დაწყებული 13 ადგილზე ადამიანებს დანებით თავს დაესხნენ.

    კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სასკაჩევანის განყოფილების სპიკერმა რონდა ბლექმორმა შტატის დედაქალაქ რეჯინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „პირველადი ცნობების მიხედვით, თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყვნენ საავადმყოფოებში თავად წასული დაჭრილებიც. 2 ეჭვმიტანილს ჯერ კიდევ ვეძებთ".

    კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ეჭვმიტანილების მოსაძებნად "საშიში პირების გაფრთხილება" გაავრცელა.

     

  • ჩინეთმა კატეგორიული პროტესტი გამოხატა ამერიკის ინდიანას გუბერნატორის ტაივანში ვიზიტის გამო

    პეკინი, 22 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთმა კატეგორიული პროტესტი გამოთქვა აშშ-ს ინდიანას გუბერნატორის ერიკ ჰოლკომბის ტაივანში ვიზიტის გამო. ამის შესახებ დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

    ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ხაზგასმით აღნიშნა მან.

    ტაივანის საკითხი ყოველთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე და ცენტრალური საკითხი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

    ჩინეთის მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ს ოფიციალურ კონტაქტებს ტაივანის რეგიონთან ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საბაბით, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

    „ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს შეერთებულ შტატებში, დაიცვან „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებები და შეწყვიტონ ყოველგვარი ოფიციალური ურთიერთქმედება ტაივანის რეგიონთან“, - დაასკვნა ჩინელმა დიპლომატმა.

    წყარო: http://russian.news.cn/20220823/278c3a70de3741caa280669f53592459/c.html

  • პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა
    პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
    პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
    განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
     
    შსს-ს პრეს-სამსახური
     

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური