კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022 16:14
სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის, კლიმატური ვალდებულებების შესრულების და ქვეყნის უნიკალური გარემოს დაცვისთვის. ამერიკის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიის წარმოების გაფართოებას.
დღეს ელჩმა კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე. კონფერენცია ორგანიზებულიიყო USAID-ის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. ელჩმა აღნიშნა, რომ განახლებად და სუფთა ენერგიაში ინვესტიციების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართველ მომხმარებლებს წვდომა ჰქონდეთ მდგრად და ხელმისაწვდომ ენერგიაზე, შეამცირებს სხვა ქვეყნების იმპორტზე დამოკიდებლობას და დააკმაყოფილებს საქართველოს კლიმატთან დაკავშირებულ ამოცანებს.
 
წაკითხულია 81 ჯერ

Related items

  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • "ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას" - ნედ პრაისი
    „ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.
    თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება.
    დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია." - ნედ პრაისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
     
  • გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროპის სახმელეთო ძალების კონფერენციას დაესწრო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვიზიტის ფარგლებში გენერალი მათიაშვილი აშშ-ს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ ჯეიმს მაკკონვილს შეხვდა. შეხვედრას ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სახმელეთო ძალების ახლად დანიშნული მეთაური, გენერალი დარილ ვილიამსიც ესწრებოდა. ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერის ინტენსიფიკაციაზე.

    ევროპის სახმელეთო ძალების ყოველწლიური კონფერენცია გერმანიის ქ. გარმიშში ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ევროპულ ცენტრში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცდაათამდე ქვეყნის სახმელეთო ძალების სარდლებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა. კონფერენციაზე მიწვეული იყო საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მონაწილეებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი მოქმედებები და მისი გავლენის საკითხები გლობალურ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო ურთიერთთავსებადობისა და კოორდინაციის მექანიზმების დახვეწის გზით საბრძოლო მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

     

  • ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

    17 აპრილს, 12:00  საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  (მის: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი #1) ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდითა და . ერისთავის სახქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ეწყობა. ღონისძიება მიზნად ისახავს  დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა დ აპროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარება.

    კონფერენციაში მონაწილეობენ ექიმი ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ  ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და  და  მისი ეფექტურობის შესახებ. ასევე მოწვეული არინა ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.

    მოწვეულ საზოგადოებას მიესალმება   აკ. კონსტანტინე ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილი, ასევე სიტყვით გამოვლენ ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე,  ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის, ექიმი-ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი, ექიმი ჰემატოლოგი კონსტანტინე ჩომახიძე და  ფსიქოლოგი დიანა ანთელავა

    განიხილება თემები როგორიცაა, ჰემოფილია საქართველოში, გუშინ და დღეს,  დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობის განვლილი ეტაპები და არსებული რეალობა,

    ჰემოფილიის მკურნალობის მართვაში არსებული სირთულეები,  ფსიქოლოგის როლი ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში  და სხვა.

    კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჰემოფილიის  ცენტრის ექიმი, პედიატრ-ჰემატოლოგი თამარ ნადირაძე, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე და პაციენტები. განიხილება საკითხები, როგორიცაა პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამაში, როგორ აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს პროფილაქტიკური მკურნალობა და სხვა. ასევე მოხდება ქეისების განიხილვა და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.

    დასასრულს,  ჰემოსტაზისა და თრომბოზის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მარინა მდივნიშვილის წიგნის „ჰემოსტაზი სისხლდენითი პათოლოგიები და თრომბოზები“ პრეზენტაცია გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზარდა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.

    დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროფილაქტიკუმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება  რადიკალურად შეცვალა, რაც  წინ გადაგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში,  დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა რომ კვირაში ერთხელ კანკქვეშ გაიკეთოს საკმაოდ მარტივად მედიკამენტი, რაც შეუყობს ხელს სისხლის შედედებას და პაციენტს სისხლჩქეცევები და სისხლდენა აღარ განუვითარდება“, საქართველოში ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რისი დამსახურებითაც პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან და მათი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესებულია.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არსებობს მითი რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და  დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.

    მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:

    • სისხლჩაქცევები
    • განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
    • როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში  დაიწყება
    • გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

    საქართველოშიჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანიადაავადებული,მსოფლიოსტატისტიკითკი 10 ათასმამაკაცზეერთიჰემოფილიითდაავადებულია.დღესდღეობითჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციისმონაცემებით, მსოფლიოშიამდაავადებით400 ათასამდე ადამიანიცხოვრობს.დღესჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვეარსებობსთანამედროვეშესაძლებლობები, რომლითაცამდაავადებისდიაგნოსტირებადაადრეულეტაპზეგამოვლენააშესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.

     

  • საქართველოში სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია „გზა გულისკენ“ გაიმართა

    საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია „გზა გულისკენ“ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თურქმენეთის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ღონისძიება თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო ინდუსტრიის სამინისტროს, Silk Road Heart Rhythm Society-ისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.
    ვიდეო-შეხვედრას ესწრებოდნენ წამყვანი ჯანდაცვის პროფესიონალები თურქმენეთიდან, საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან (აშშ), რომლებმაც მიმოიხილეს მკურნალობის ინოვაციური მეთოდები ინტერვენციულ კარდიოლოგიასა და არითმოლოგიაში.

    სამი ქვეყნის ექიმებმა ასევე ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიები, არითმიების, გულის უკმარისობის და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები.
    ვიდეო-კონფერენციის დასასრულს თურქმენმა, ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა გამოთქვეს მედიცინის ამ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების სურვილი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური