უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 24 ივნისი 2022 10:26

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

„ჩვენ გვჭირდება იარაღი, ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა“, აღნიშნული ფრაზები ზელენსკიმ კანადაში 11 განსხავებულ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა.

„ჩვენთვის ინტერნეტი არის ერთგვარი იარაღი, რადგან ასე შეგვიძლია ვაჩვენოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ცრუ ინფორმაციამ შეიძლება ზოგჯერ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე ზოგიერთმა იარაღმა. თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა შემთხვევაში. ამისათვის კი მონდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენ გვჭირდება იარაღი, ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა“. განაცხადა ზელენსკიმ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრის დროს.

წაკითხულია 82 ჯერ

Related items

  • ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

    უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსული არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ხარკოვის მერმა იგორ ტერეჰოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ღამით ხარკოვში სამსართულიან შენობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

    ტერეჰოვმა აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. მისივე თქმით, ყველა დაშავებულს გაუწიეს საჭირო სამედიცინო დახმარებ და უსახლკაროები თავშესაფარით უზრუნველყვეს.

    მერმა ტერეჰოვმა ასევე აღნიშნა: "რაც არ უნდა დაბომბონ უკრაინა და ხარკოვი, ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ. ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს და სიკვდილს."

    რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს.

     

  • რუსეთი ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალები ხანძრის შედეგად აფეთქდა

    რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში დროებით შენახული საბრძოლო მასალა აფეთქდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმის ჯანკოის რაიონის სოფელ მაისკოეს მახლობლად, ხანძარი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო ნაწილის კუთვნილი საბრძოლო მასალა დროებით ინახებოდა.

    იქვე ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად საბრძოლო მასალა აფეთქდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული.

    გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მაისკოიეს მახლობლად ელექტრო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა.

  • უკრაინიდან მარცვლეულის გადამზიდავი კიდევ 5 გემი გავიდა

    უკრაინიდან მარცვლეულის გადამზიდავი კიდევ 5 გემი გავიდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მარცვლეულის გადაზიდვის ფარგლებში უკრაინის პორტებიდან იუჟნიდან ორი, ჩორნომორსკიდან სამი, სიმინდითა და ხორბლით დატვირთული 5 გემი გავიდა.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 4 გემს, რომლებიც დღეს უკრაინის პორტებში გაემგზავრებიან, გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი შეამოწმებს.

  • უკრაინამ 522 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ

    რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მოახერხა 522 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ამის შესახებ  „უკრინფო“ იუწყება.

    როგორც უკრაინის წარმომადგენელმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში  ოლეგ კოტენკომ განაცხადა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტი სხვადასხვა რეგიონიდან - დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებიდანაა ჩამოსვენებული. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხდება.

    "ამ საკითხზე მოლაპარაკებები "ნორმალურ ვითარებაში" მიმდინარეობს", - დასძინა ო.კოტენკომ.

    უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაღუპული სამხედროების ცხედრების  გაცვლა პირველად 2 ივნისს მოხდა.

  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას უფრო მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება, წლის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიცემული სარაკეტო სისტემების წარმატებით გამოყენების შემდეგ მიიღეს.

    თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის სიტყვებზე დაყრდნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს "განაგრძონ დაცვა რუსული აგრესიისგან და შორი დისტანციური არტილერიის განურჩეველი გამოყენებისგან".

    უოლესმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებენ ამ "არალეგალური ომის" წინააღმდეგობას და "(რუსეთის პრეზიდენტი) პუტინის მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ თავდაცვისთვის უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევენ".

    განცხადებაში აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს კიდევ მეტ მრავალლულიან სარაკეტო სისტემას და მართვად რაკეტებს და აღნიშნული სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთის ვალდებულებას მოამზადოს დაახლოებით 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებსაც კანადა, დანია, შვედეთი, ფინეთი და ჰოლანდიაც დაუჭერს მხარს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური