ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022 15:14

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

"პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", აღნიშნულია ტექსტში. 

პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცლოას მადლობა გადაუხადა "შესაბამისი სიმბოლური დადგენილების დღეს მიღებისთვის".

"უკრაინა არის ევროკავშირის ქვეყანა. ჩვენ კი ამ ამ უფლებისთვის ვიბრძვით არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ იურიდიულ სფეროშიც", - წერს სტეფანჩუკი.

წყარო: https://mtavari.tv/news/89822-evropulma-parlamentma-ukrainisa-moldovistvis 

წაკითხულია 210 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

    როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. 

    პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.

    ,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის  ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

    თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • კახა ოქრიაშვილი: „საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!

    „აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.

    ბატონები, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ!", ნათქვამია განცხადებაში.

  • პარლამენტმა 5 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 5 დეპუტატისთვის  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
    გიორგი ამილახვარს 75 ხმით, ირაკლი კოვზანაძეს - 69 ხმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას - 68 ხმით, ნინო იობაშვილს - 70 ხმით და გიორგი ხელაშვილს - 67 ხმით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

    პარლამენტის 5 წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

    პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა - გიორგი ამილახვარს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ხელაშვილს, რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით  პირადი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

  • ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის

    ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის

    სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნას, რომლებიც ქვეყანაში არ გამოიყენება, დაეთანხმა მმართველი უმცირესობის მთავრობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    უკრაინაში საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, ჰეგერმა ეს განცხადება Twitter-ზე გააკეთა.

    მისი თქმით, უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შესრულდეს. „სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში 13 ერთეული Mig-29 თვითმფრინავის გაგზავნა“. -  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

    ჰეგერმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა უფრო მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები და რომ ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ.

    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: "სხვა ქვეყნებიც ასრულებენ მსგავს საქმეს. უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარების მასალების მიწოდების წყალობით, ეს ქვეყანა შეძლებს დაიცვას როგორც საკუთარი თავის, ისე მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“.

    2022 წლის ივლისში თავის განცხადებაში ჰეგერმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები შეიცვლება F-16-ებით და რომ ამ თვითმფრინავებს 2022 წლის სექტემბრიდან აღარ გამოიყენებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური