ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022 15:14

ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

"პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", აღნიშნულია ტექსტში. 

პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცლოას მადლობა გადაუხადა "შესაბამისი სიმბოლური დადგენილების დღეს მიღებისთვის".

"უკრაინა არის ევროკავშირის ქვეყანა. ჩვენ კი ამ ამ უფლებისთვის ვიბრძვით არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ იურიდიულ სფეროშიც", - წერს სტეფანჩუკი.

წყარო: https://mtavari.tv/news/89822-evropulma-parlamentma-ukrainisa-moldovistvis 

წაკითხულია 72 ჯერ

Related items

  • ზელენსკი: „ომი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს“

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და იგი ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ზელენსკიმ  განცხადება გააკეთა.

    „ყირიმი უკრაინის საკუთრებაა. ყირიმს არასოდეს დავთმობთ. რუსეთ-უკრაინის ომი ყირიმით დაიწყო და ის ყირიმის განთავისუფლებით უნდა დასრულდეს“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ძირითადად დონბასის რეგიონში მიმდინარეობს, აფეთქებების ხმა ზედიზედ 7-ჯერ გაისმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ავიაბაზა ნოვოფედორივკაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

     

  • ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს

    ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნას. „ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა“, — ნათქვამია  პრესრელიზში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე გამოაქვეყნა.

    „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა — მათ შორის ე.წ. ‘ბორდერიზაციის’, გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. ამ ადამიანთა გადაადგილების თავისუფლება აღარ უნდა იზღუდებოდეს“, — ვკითხულობთ პრესრელიზში, — „ჩვენ კვლავ ვითხოვთ ანგარიშვალდებულებას, მათ შორის წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და რუსეთის ფედერაციამ სათანადოდ შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების მოთხოვნები“.

    ევროკავშირი აცხადებს, რომ კვლავ სრულად უჭერს მხარს კონფლიქტის მოგვარებას — მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.  გარდა ამისა, ევროკავშირი ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • პარლამენტში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    დღეს საქართველოს პარლამენტში პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერების სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    როგორც პარლამენტის ლიდერებმა აღნიშნეს, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა და საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციებისთვის კარების უფრო ფართოდ გაღება. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ ისტორიული პროექტი „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს, ქვეყნის ტერიტორიაზე კი, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინური ტვირთების ტრანზიტი ევროპაში გაიზარდოს.
    განსაკუთრებული ყურადღება სხდომაზე მედიცინასა და ჩინური სამედიცინო პრეპარატების იმპორტს დაუთმეს. აგრეთვე საქართველოში არსებული სიტუაციის ფონზე ავთანდილ ენუქიძემ ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
    პარლამენტის ლიდერებმა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ჩინელ ხალხს წარმატებები უსურვეს.

    ბადრი ნაჭყებია

  • აშშ-ს გერმანიას 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ებს მიჰყიდის

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა გერმანიისთვის 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების 35 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი F-35-ის და მისი საბრძოლო მასალის მიყიდვა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დამტკიცება მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის მოწინავე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

    აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წერილობით განცხადებაშია ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა დაამტკიცოს F-35 თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიყიდვა გერმანიისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება 8,4 მილიარდი დოლარია“.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონგრესს გაეგზავნა შეტყობინება გაყიდვის დამტკიცების შესახებ და გაყიდვების პაკეტში შედის 35 ერთეული თვითმფრინავი F-35A, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი დაშვება და აფრენა, 37 სათადარიგო ძრავა, დიდი რაოდენობით სხვადასხვა კალიბრისა და შესაძლებლობების საბრძოლო მასალა  და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.

    მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა აშშ-ისგან Tornado-ს ნაცვლად 35 ერთეულ საბრძოლო თვითმფრინავს F-35-ს იყიდდა.

     

  • კახა ოქრიაშვილი: „ივანიშვილის მიერ პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშებას ერთადერთი მიზანი აქვს..“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური „აფერისტობაა“. რაში სჭირდება ბატონ ივანიშვილს პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშება?! მას ერთადერთი მიზანი აქვს - გადაიტანოს ჩვენი მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან აბსურდის თეატრისკენ  და ხალხი ვირტუალურ, გამოგონილ რეალობაში აცხოვროს. ამით სურთ, რომ  გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და არჩევნებზე, მორიგ ჯერზე დააშინონ, მოისყიდონ და მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.

    დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე უნდა საუბრობდეს, მათ შორის განსაკუთრებით, მმართველი პარტია, რადგან მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ერთადერთი საკითხია საქართველოს ეკონომიკა. 2012 წლიდან, „ოცნებისთვის“  მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო და დღესაც უნდა იყოს - როგორ გაზარდოს ეკონომიკა ყოველწლიურად, მინიმუმ 10 %-ით და როგორ შეუწყოს ხელი მეწარმეებს, შექმნან სამუშაო ადგილები ღირსეული, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად მინიმუმ 1000-1500 $-იანი ანაზღაურებით. რადგან ეს მთავარი ამოცანა 10 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა, ამიტომაც გვაცხოვრებენ პოლიტიკური აბსურდის თეატრში.

    საკმარისია - აბსურდის თეატრით ვეღარ მოგვატყუებთ!", -  აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური