ჩინეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
Related items
-
სი ძინფინგი - ჩინეთის კომუნისტური პარტია ყოველთვის იყო, არის და იქნება ხალხთან ერთად
შენიანი, 18 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უბრალო ხალხმა იგრძნოს, რომ კომპარტია მათ მთელი გულით და გონებით ემსახურება და რომ პარტია ყოველთვის იყო და იქნება მასთან.
ეს განცხადება სი ძინფინგმა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ შენიანში, ლიაონინგის პროვინციის საინსპექციო ტურის დროს გააკეთა. სი ძინფინგი ეწვია შენიანის ხუანგუს რაიონში მდებარე დასახლებულ პუნქტებს, რათა საკუთარი თვალით ენახა არსებული ვითარება.
მან ძველი საცხოვრებელი კომპლექსების განახლების პროცესს მნიშვნელოვანი მიმართულება უწოდა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საცხოვრებელი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, არამედ საჯარო მომსახურების სფეროების დონის ამაღლების აუცილებლობას.
ჩინეთის მოსახლეობის დაბერების და ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გათვალისწინებით, მოხუცების მოვლის სერვისები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, დასძინა სი ძინფინგმა.
-
5G ინტერნეტის ქსელის მხარდაჭერილი ავტობუსის გაჩერება ფუჟოუში (ვიდეო)
ფუჟოუ, 17 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის ქ. ფუჟოუში, პროგრამული უზრუნველოფის პარკში, „ჭკვიანი“ ავტობუსის გაჩერება მგზავრებს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს.
ინტელექტუალური ავტოსადგურის ყველა აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა დაკავშირებულია მართვის პროგრამულ პლატფორმასთან ერთიანი მართვის უზრუნველსაყოფად.
ამგვარად გაჩერებაზე მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 5G ინტერნეტის ქსელი.
მენეჯერები ამბობენ, რომ ავტოსადგურს ყოველდღიურად 800-მდე ადამიანი სტუმრობს.ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ
-
ჩინეთში გამოქვეყნდა 2021-2025 წლების კულტურის განვითარების პროგრამა
პეკინი, 16 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთმა გამოაქვეყნა კულტურის განვითარების პროგრამა მე-14 ხუთწლიანი გეგმისთვის (2021-2025). პროგრამა შექმნილია სოციალისტური კულტურის განვითარების ხელშეწყობისა და ჩინეთის მყარ კულტურულ საფუძვლის მქონე ქვეყნად გადაქცევისთვის.
პროგრამაში აღნიშნულია, რომ კულტურა არის ქვეყნისა და ერის სახე, ასევე ეროვნული ხელისუფლების სული. სოციალისტური კულტურის აყვავებისა და განვითარების გარეშე სოციალისტური მოდერნიზაცია შეუძლებელია.
როგორც აღნიშნულია პროგრამის მიზნებსა და ამოცანებში, ჩინეთი მოწოდებულია გააუმჯობესოს და შექმნას უფრო აყვავებული კულტურული ბიზნესი და კულტურული ინდუსტრია, განაგრძოს ჩინური კულტურის მიმზიდველობის გაზრდა და კულტურული სისტემის შემდგომი გაუმჯობესება.
პროგრამა ერთობლივად გამოაქვეყნეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფისმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ოფისმა. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა "ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მე-14 ხუთწლიანი გეგმის ძირითადი დებულებების /2021-2025/ და ჩინეთის გრძელვადიანი განვითარების მიზნების /2035 წლამდე/ საფუძველზე".
-
ჩინეთის ქ. სიანში მიმდინარე აბრეშუმის გზის მე-6 საერთაშორისო გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ
სიანი, 17 აგვისტო (სინხუა) - ჩინეთის ქ. სიანში მიმდინარე აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც „სარტყელი და გზის“ პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ
-
ჩინეთში შეიმუშავეს უპილოტო საფრენი აპარატი დისტანციური ზონდირების სისტემით
პეკინი, (სინხუა) – ჩინეთმა შეიმუშავა ამინდის ახალი მოდიფიკაციის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია დისტანციურად აღმოაჩინოს ღრუბლების, წვიმის, ქარის შრეები ჰაერში ფრენის გზაზე.საფრენმა აპარატმა, რომელსაც აქვს დიდი ტვირთამწეობა, გამძლეობა, დაბალი ტექნიკური ღირებულება და სწრაფი განლაგება, დაასრულა 75 წუთიანი პირველი ფრენა, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ შენსის პროვინციის ერთი აეროპორტიდან, რაც ადასტურებს მის უსაფრთხოებას და შესრულებას. საფრენი აპარატის ახალ მახასიათებლებს შორის, მისმა კონსტრუქტორებმა, განსაკუთრებით ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითმა ინსტიტუტმა, აღნიშნეს ლაზერული და მიკროტალღური ორმაგი აქტიური კომპოზიციური გამოვლენის, და დისტანციური ზონდირების ფუნქციები.ამ საფრენი აპარატის წარმატებული პირველი ფრენა წარმოადგენს გარღვევას მრავალგანზომილებიანი და მრავალფაქტორიანი ტექნოლოგიისა და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიის განვითარებაში, უპილოტო საჰაერო ხომალდების გამოყენებით საინჟინრო აპლიკაციებისთვის ჩინეთში და იგი უდაოდ ეპოქალური მნიშვნელობისაა.ეს სისტემა დემონსტრაციულ და წამყვან როლს ასრულებს სტიქიური უბედურებების პრევენციასა და შერბილებაში, გარემოს დაცვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა ასპექტებში.
ბიზნეს ნიუსი

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მინისტერიალში
2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მ...

ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა
საქართველოს აგრორუკაზე (https://agromap.ge/), რომე...

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები მუნიციპალური განვითარების ახალ გზებს სახავენ
ქუთაისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 300 მუნ...