პირველ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია დამაჯერებლად 14:10 დაამარცხა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022 10:38

ბუდაპეშტში გუშინ სტარტი აიღო მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატმა წყალბურთში, სადაც ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 14:10 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტებმა დამაჯერებელი და ძალზე მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყო ასპარეზობა!

ამავე, A ჯგუფში მეორე მატჩში მასპინძელი უნგრეთი მონტენეგროს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულები მერვედფინალში ითამაშებენ. ვინაიდან, უნგრეთი და მონტენეგრო ჯგუფის აშკარა ფავორიტები არიან, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალის საგზური ფაქტობრივად, გაინაღდა.

23 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, ბრაზილია - მასპინძელ უნგრეთს.

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატს, ქულათა მაქსიმუმით კესარია მგელაძე ლიდერობს!

    12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატს, ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს კესარია მგელაძე!

    ბათუმში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი კადეტთა შორის – 8, 10,12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

    ჩემპიონატზე, 4 კონტინენტის, 70 ქვეყნის, 783 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას!

    მათ შორის 108 ქართველი მოზარდი.

    ასპარეზობა 6 ტურნირად, შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება: 8;10; 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის

    სათამაშო დღეები: 16-21; 23-27 სექტემბერი.

  • ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

    ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს,, ისევე როგორც წინა დღეს, ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა - ლერი აბულაძემ ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

    63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი ფინალისკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 4-1 დაამარცხა ჩინელი ერბატუ ტუო. მეოთხედფინალში 7-2 მოუგო ყირგიზ ტინარ შარშენბეკოვს, ნახევარფინალში კი 2-1 გაიმარჯვა ირანელ ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯატისთან, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 1-3 დამარცხდა სერბ სებასტიან ნადთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

    ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ).

    ხეცურიანი ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან დამარცხდა, ბოლქვაძე კი - უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან.

  • ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

    ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული პირველი მედლებიდან ერთ მედალს საქართველოს ნაკრებიც დაეუფლა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა უმსუბუქესი - 55 კილოგრამ წონითი კატეგორია - ნუგზარ წურწუმიამ ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

    მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. პირველივე შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იორდანელი მოსტაფა სულთან რაიექ ალქადი. მეოთხედფინალში ქულებით მოუგო უზბეკ იასურბეკ ორტიკბოევს (5-2), ნახევარფინალში კი ყაზახი ამანგალი ბეკბოლატოვი დაამარცხა (5-3).

    წურწუმიას გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან მოუწია ორთაბრძოლა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და 0-8 დამარცხდა.

    ხვალ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

    რეპეშაჟის ნახევარფინალშია გელა ბოლქვაძე (82 კგ). ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მასაც აქვს.

  • ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

    საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჩვენმა გუნდმა მსოფლიო სერიის ხუთივე ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, ორ-ორი ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

    მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ), დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე ადგილები დაიკავეს.

    საქართველოს ნაკრების საბოლოო წარმატებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერიის მეხუთე და დასკვნითმა ეტაპმა, რომელსაც კონსტანცამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები მასში 7 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა კი წარმატებას მიაღწია.

    ფინალურ ეტაპზე ჩემპიონები გახდნენ ნიკა კენჭაძე და ლევან ქელეხსაშვილი, მამუკა კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, დავით ხუციშვილი კი ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.

    ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ ჯემალ კილაძე. საქართველოს დელეგაციას მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა სერიის ეტაპზე ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

  • საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთთან მატჩისთვის ემზადება

    საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 

    ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაციის ცნიბით, გიორგი ჩხაიძის გუნდი, 1 სექტემბერს, გორში, სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

    საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩისთვის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

    მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხი შემოგთავაზებთ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური