საუკეთესო საშუალება საზაფხულო მოგზაურობისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 ივნისი 2022 10:55

მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია თავგადასავლების შეგრძნება, რომელიც ჩნდება იმის გამო, რომ არასოდეს იცი, რა გელოდება, მაშინაც კი, როცა საქმე ძილს ეხება. ყველაფრისთვის მზადყოფნა არის მნიშვნელოვანი გზა, თუ თავგადასავლებით ცხოვრება მიზნად დაისახე. პორტატიული სამგზავრო ჰამაკი გპირდებათ სიმარტივეს, მოქნილობას და საშუალებას გაძლევთ, მოაწყოთ ბანაკი სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ.

რას მივაქციოთ ყურადღება "მეგზურის" არჩევისას?

სამოგზაურო ჰამაკის არჩევისას მან უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე კრიტერიუმი. სამოგზაურო ჰამაკი უნდა იყოს მსუბუქი, პორტატიული, გამძლე და აუცილებლად - უსაფრთხო.

ყოველთვის ფრთხილად იყავით ჰამაკის გამოყენებისას. შეამოწმეთ სივრცე, სადაც გსურთ მისი დაყენება. დარწმუნდით, რომ გაეცანით გამოყენების წესებს და ჩამოკიდეთ მხოლოდ შესაფერის და სტაბილურ ხეებზე, რომ დაზიანება თავიდან აიცილოთ.

მოგზაურობა ერთისთვის

ერთადგილიანი ჰამაკები კომფორტული და მსუბუქია. თუ მხოლოდ თქვენ მიდიხართ კემპინგზე, არ არის აუცილებელი, რომ რაც შეიძლება დიდი ჰამაკი წაიღოთ.

ნეილონის სალაშქრო ჰამაკი საუკეთესო არჩევანია, მითუმეტეს მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. ქართული ვებ-გვერდი "Onoff.ge" ასეთ სალაშქრო ჰამაკებზე საუკეთესო ფასს გვთავაზობს. ერთადგილიანი ნეო-ჰამაკი სულ რაღაც 29 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

მოგზაურობთ საყვარელ ადამიანთან ერთად?

თუ კემპინგი თქვენთვის საყვარელ ადამიანთან თავგადასავლების ძიებაა, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ჰამაკი ორისთვის. ასეთი ჰამაკები უფრო ფართო, გამძლე და შედარებით მძიმეცაა. "Onoff.ge-ზე" ორადგილიან, ჭრელ და ლამაზ ჰამაკს სულ რაღაც 19 ლარად შეიძენთ.

სადგამი თქვენს ძილს უფრო გაამარტივებს

ჰამაკის სადგამი ერთ-ერთი აქსესუარია, რომელიც საძილე ადგილს უფრო კომფორტულს გახდის. სადგამი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან, სადაც არ არის ხეები საკმარისად ახლოს ერთმანეთთან, რომ ჰამაკი მოხერხებულად დაკიდოთ. არსებობს დასაკეცი სადგამებიც, რომელსაც ლაშქრობაში ხშირად იყენებენ. მართალია, ჰამაკის სადგამი უფრო ხელგაშლილი ინვესტიცია შეიძლება იყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, არ მოგიწევთ ორი, იდეალურ დისტანციაზე მყოფი, ხის ძებნა.

ჰამაკის სადგამის ფასი 230 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე მერყეობს.

რატომ არის ღია ცის ქვეშ ძილი ლაშქრობისთვის კარგი არჩევანი?

ჰამაკით მოგზაურობისას არ გიწევთ ძვირადღირებულ სასტუმროებში ფულის ხარჯვა და თან, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ყველაზე ბოლოა, რასაც თვალის დახუჭვამდე დაინახავთ. ჰამაკები უფრო ადვილი შესაფუთი, დასაყენებელი და ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე იაფფასიანი კარავი.

კარვის დატოვება და ჰამაკზე გადასვლა არ ნიშნავს მინიმალიზმისთვის კომფორტის შეწირვას - სინამდვილეში, ეს პირიქითაა.

ჰამაკის კემპინგი უფრო კომფორტული, უფრო სასიამოვნო და კიდევ უფრო ადვილია, რომელიც ასოცირდება ულტრამსუბუქ და მინიმალისტურ, დაბალფასიან აღჭურვილობასთან.

ჰამაკით შეგიძლიათ დაბანაკდეთ გორაზე. შეგიძლიათ დაბანაკდეთ კლდეებზე, ფესვებზე, ღეროებზე და თუნდაც თოვლზე და სველ მიწაზე და ერთნაირი კომფორტი გქონდეთ ყოველ ღამე, არ აქვს მნიშვნელობა რა არის მიწაზე - თქვენი საძილე ჰამაკის ქვეშ.

წაკითხულია 173 ჯერ

Related items

  • საკვები, სამოსი, მოგზაურობა - ცვლილების ათწლეული ჩინეთში!

    სამოსის დიზაინერ ჩუ იანის სტუდია სავსეა ტრადიციული ჩინური ტანსაცმლით, რომელთაგან ერთ-ერთმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე შთაბეჭდილება მოახდინა.

      ჩუმ სახელი იმით მოიხვეჭა, რომ ტრადიციულ ჩინურ სამოსს ხელახლა ქმნის და უძველეს ელემენტებს თანამედროვე ელფერს სძენს. ქალბატონი ჩუ პეკინის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში ასწავლის და საკუთარი სტუდიაც აქვს გახსნილი. 

      პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიაზე ბაო სან ჰუას - ძველისძველ კერამიკულ ნაწარმში გამოყენებული ფლორისტული ორნამენტი, რომელიც ყვავილისა და ფიფქის მოხატულობის შერწყმაა - ნახჭით შექმნილი სამოსი წარადგინა. ეს საერთაშორისო არენა მან თანამედროვე ჩინური ესთეტიკის მსოფლიოსთვის გასაცნობად გამოიყენა.

    -         როდესაც თორმეტი წლის ვიყავი და მოდის შესახებ ჟურნალებს ვკითხულობდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაშინ ცხოვრების მიზნად დიზაინერობა დავისახე, - თქვა ჩუ იანმა.

    სხვადასხვა ქვეყნის ფასონების შესწავლის შემდეგ ჩუს ჩინური ტრადიციული ტანსაცმლის მიმართ ცხოველი ინტერესი ჩამოუყალიბდა.

    ჩუმ კარიერაში წარმატებას ბოლო ათწლეულში მიაღწია. პოპულარობა კი სამამულო ბრენდებს შორის ტრადიციული ჩინური სტილისა და კულტურის ელემენტების შეტანით მოიპოვა. ამ ტენდენციას „გოჩაო“ ანუ „ჩინური ლაზათი“ ეწოდება.

    -         დიზაინერების ახალი თაობა მაღალი მიზნისკენ უნდა ილტვოდეს, ოღონდ, არამხოლოდ ჩინური სილამაზის წარმოჩენით, არამედ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ლიდერის ადგილის დაკავებით, - განაცხადა მან.

       ცვლილებები უკეთესობისკენ

       ათწლეულმა ჩაიარა და ჩინელების ტანისამოსშიც ბევრი რამ შეიცვალა. მაღალი მოდის ნაწარმით მოვაჭრე მაღაზიებში გულუხვი მყიდველების ნაკლებობას არ უჩივიან. ამ სიას უნდა დაემატოს ციპაო (კაბები) და ტანის კოსტიუმები, შედეგად ჰანფუს - ტრადიციული შესამოსელის ტიპს მივიღებთ. 

       iiMedia-ის კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰანფუს გაყიდვებმა 190 მილიონი იუანიდან (26.76 მლნ ამერიკული დოლარი) 6.36 მლრდ იუანს მიაღწია 2015-დან 2020 წლამდე, რასაც ხელი სოციალური მედიის წარმომადგენლებმა შეუწყვეს. ისინი ჩაცმულობით ისტორიული დრამიდან გადმოსულ პერსონაჟებს ჰგავდნენ. 

    -         რაც ახლა ჩანს, ეს ტრადიციული ჩინური კულტურის ნოყიერ  ნიადაგზე დაწყებული თანამედროვე აღორძინებაა. ტანსაცმლის მრეწველობა კიდევ უამრავ ორიგინალურ და საინტერესო ნაწარმს შექმნის, - ამბობს ვან ვენშენი, პეკინის საფეიქრო და სამოსის ასოციაციის ვიცედირექტორი.

       ჩინეთის მშპ შარშან გაორმაგდა და 114 ტრილიონ იუანს მიაღწია 2012 წელს არსებულ 50 ტრილიონ იუანთან შედარებით. ათი წლის წინ ჩინეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6300 აშშ დოლარი იყო, რამაც შარშან 12000 დოლარს მიაღწია. უფრო ღრმა ჯიბე უფრო მრავალფეროვანი არჩევანის საწინდარია.

       ჩჟან იანმეი, რომელიც Xiabu Xiabu-ს ცხელი კერძების ქსელში მუშაობს, ბულიონებში ცვლილების შესახებ გვიყვება.

    -         ორიოდე წლის წინ ამდენი გემო არ გვქონია. ახლა ტაილანდური ტომ იუმ კუნის, ინდური კარისა და დურიოს გემოც კი გვაქვს, რაც თქვენს კარამდე შეუფერხებლად მოვა, - თქვა მან.

       მისივე თქმით, საზკვების სფეროში ახალი ბრენდები და ქსელები ჩნდება და მათი ფილიალები უცხოეთშიც იხსნება.

       განვლილ ათ წელიწადს თუ გადავხედავთ, მოგზაურობისა და დროის გატარების წესიც შეცვლილია. ჟაო ცირონი, ტაიუანის - ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე ქვანახშირით მდიდარი პროვინცია შანქსის - მცხოვრები ელექტრომობილების სწრაფი ზრდა-განვითარების მომსწრეა. ამა წლის ივნისში ჩინეთს 10 მლნ ახალი ენერგოეფექტური მანქანა ჰქონდა.

       ელექტრომობილი ჟაომაც უყიდა ცოლს სამსახურში სასიარულოდ და ბავშვების სკოლაში სატარებლად. - ბევრი ხალხი ყიდულობს ელექტრო მანქანას, რადგან ის ძალიან მოსახერხებელია, - ამბობს ჟაო.

     ტრანსპორტის კიდევ ერთი სფერო - ჩქაროსნული რკინიგზა უზარმაზარი ნახტომებით ვითარდება. - ჩინეთის ჩქაროსნული რკინიგზა ახალ საზღვრებს ლახავს, რათა საზოგადოებას სარგებელი მოუტანოს, - ამბობს გაო ლიანი, პეკინის სატრანსპორტო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის სკოლის ხელმძღვანელი.

       2021 წლის მიწურულს ჩინეთის რკინიგზისა და გზატკეცილების საერთო სიგრძე 1.1 მლნ კილომეტრით გაიზარდა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით.

    ზრდის კოდი

    პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ გუ ჰაილიანის თქმით,  ბოლო ათწლეული ინოვაციურმა, კოორდინირებულმა, ეკოლოგიურმა, ღია და ერთობლივმა განვითარებამ განაპირობა,  რამაც ჩინეთის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა.

    -         კონცეფციის კომპლექსური და პატიოსანი რეალიზებით ჩინეთი მაღალხარისხოვან განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა მან.

       პანდემიასთან შეჩეხების მიუხედავად, ჩინეთმა იანვრიდან ივნისამდე პერიოდში წლიური 2.5 პროცენტიანი ზრდა  გვიჩვენა. ქვეყანა შემოსავლების გაუმჯობესების გზას ადგას.     

       2012 წლიდან ჩინეთში სოფლად მცხოვრებმა დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა სრულ სიღატაკეს დააღწია თავი. მასშტაბური პროექტების ფარგლებში 9.6 მლნ ადამიანი გადასახლდა საცხოვრებლად ნაკლებად ვარგისი ადგილებიდან უკეთ მოწყობილ გარემოში.

      როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ჩინეთის მიერ სიღარიბესთან ბრძოლის წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯმა კაცობრიობის ისტორიაში კვალი დატოვა, ასახა რა პარტიული ხელმძღვანელობის სიძლიერე, ადამიანზე ორიენტირებული ფილოსოფიის ეფექტიანობა და მისი ინსტიტუციური სიმძლავრე.

      მე-14 ხუთწლიანი (2021-2025) გეგმის მონახაზში - „ეროვნული  ეკონომიკური და სოციალური განვითარება და გრძელვადიანი  მიზნები 2035 წლამდე“ - ჩინეთმა დაადასტურა მომდევნო წლებში ხალხზე ორიენტირებული მიდგომის ვალდებულება, სადაც ხაზგასმულია, რომ განვითარება ხალხისთვის არის და ხალხზეა დამოკიდებული, მის მოსავალს კი ისევ და ისევ ხალხი იმკის.     

       მიიწევს რა წინ, ჩინეთს განვითარების ახალი გეგმები აქვს დასახული, რაც საყოველთაო კეთილდღეობის წინა პლანზე წამოწევასა და საზოგადო სიკეთეების თანაბარ განაწილებს მოიაზრებს.

    -         ჯეძიანის პროვინცია, რომელიც საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის სადემონსტრაციო ზონაა, მტკიცედ მიიწევს წინ, - განაცხადა იუ ძიანსინმა, ჯეძიანის გონშანის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა. - ჯეძიანის საქმიანობა გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობა, და მიზნის მისაღწევად ქმნის ნიადაგს, - თქვა მან.

    მასალა მომზადებულია სააგენტო "სინხუას" მასალის მიხედვით

  • რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობა 95%-ით შემცირდა

    რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, რუსების ტურისტული მოგზაურობა ევროპაში მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90-დან 95 პროცენტამდე შემცირდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში რუსებმა ევროპაში 1,2 მილიონი მოგზაურობა განახორციელეს.

    იქვე აღნიშნულია, რომ 2019 წლის იმავე პერიოდში ევროპას 8 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია და დამატებულია: „რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობები მიმდინარე წლის ზაფხულში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90-დან 95 პროცენტამდე შემცირდა.“

    განცხადებაში, ევროპაში მოგზაურობების მკვეთრი კლების მთავარ მიზეზად საავიაციო სექტორზე დაწესებული სანქციები და რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნების სავიზო პოლიტიკის გამკაცრება არის დასახელებული.

  • საქართველოს თასი ლაშქრობაში

    2 ივლისს სტარტს იღებს საქართველოს თასი ლაშქრობაში. მოლაშქრეთა პირველი ნაკადი იმერეთში მიემგზავრება.

    პროექტის შესახებ:

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო -,,რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ახორციელებს პროექტს - ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში".

    პროექტში მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ.

    პროექტის მოიცავს II ეტაპს. I ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნება 5 კაციანი მუნიციპალური გუნდები, რომლებიც შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო რეგიონული გუნდის გამოსავლენად. მე-2 ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება 10 რეგიონული გუნდის შეეჯიბრება და გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი -  გარდამავალი ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში" და თითოეული მონაწილისათვის სამახსოვრო სერტიფიკატი. პროექტის დასკვნით ტურში (ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში) გათვალისწინებულია ასევე, რეგიონული მედია გუნდებისათვის შეჯიბრების მოწყობა.

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო  უზრუნველყოფს მონაწილეებს სატრენინგო მომსახურებით, ადგილზე კვებით, კარვებით, საძილე ტომრებით და ყველა სხვა საჭირო ინვენტარითა და აღჭურვილობით, ხოლო ,,საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია" უზრუნველყოფს შეჯიბრების მოწყობასა და მონაწილეთა ინსტრუქტაჟს.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური