96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 ივნისი 2022 13:58

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებისთვის ლეონის (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა (134, 138, 140) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე წარმატებით გაუმკლავდა აკვრაში შეკვეთილ წონებსაც (166, 170, 177) და ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა. თაბაგარმა ჩემპიონობა მოიპოვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 317 კილოგრამით და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ერთი დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი ერგო ნიკოლოზ ესართიას (89 კგ).

შესაბამისად,  საქართველოს ნაკრებმა ლეონის მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულა.

წაკითხულია 135 ჯერ

Related items

  • საქართველოს ძალოსანთა მორიგი მედლები

    20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ალბანეთის დურესი მასპინძლობს, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მორიგი მედლები დაისაკუთრა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    23-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ატაცში 164 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 205 დაიმორჩილა და პირველი ადგილი ერგო. კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 369 კილოგრამითაც.

    ამავე წონაში იასპარეზა აკაკი ტალახაძემ, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

    იგივე წონაში, ოღონდ 20-წლამდელებში მედლები მოიპოვა გიორგი კირვალიძემ.

    მას ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეხუთე შედეგი ჰქონდა. ბევრად უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 194 კილოგრამის დამორჩილებით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდში დაგროვილი 351 კილოგრამით.

  • 23-წლამდელთა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

    პონტევედრაში (ესპანეთი), 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

    ჩემპიონობასთან ახლოს იყო სოლომონ მანაშვილი. ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 დაამარცხა იაპონელი კაი შუტო, 16-4 მოუგო ამერიკელ ენტონი კასიოპის, შემდეგ ასევე აშკარა უპირატესობით (10-0) გაიმარჯვა უკრაინელ იური იძინსკისთან, მაგრამ საჩემპიონო შეხვედრაში 2-13 დამარცხდა ირანელ ამირეზა ფარდინ მასუმი ვალადისთან.

    ბრინჯაოს მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი მირიან მაისურაძემ (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი დენის საჰალიუკი 5-3 დაამარცხა.

    ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).

    ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

  • ფუტსალი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება

    საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ჯგუფის პირველ მატჩს თბილისში გამართავს.

    ბელგიასთან შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობს. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

    დღეს, ჩვენმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრას 8 ოქტომბერს, 19 საათზე, არენა თბილისი უმასპინძლებს. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

    მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.  

    2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს: JLIB_HTML_CLOAKING

  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

    ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2023 წლის იანვრამდე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. 

    საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, IJF ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ფედერაციებიდან ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, რომელიც სრულიად არ იზიარებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციებს, რაც თავის მხრივ, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, აგრესორი ქვეყნის ათლეტების მოკვეთას ითვალისწინებს.

    ძიუდოს მმართველი ორგანო, ნაცვლად სრული აკრძალვისა, რუს ძიუდოისტებს ნეიტრალური - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით ასპარეზობის საშუალებას აძლევდა.

    "IJF -ის აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით და ძიუდოში ყველა ათლეტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვიტა, რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ღონისძიებებზე 2023 წლის იანვრამდე მონაწილეობის უფლება არ მისცეს," - ნათქვამია  IJF-ის განცხადებაში.

    აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციების გათვალისწინებით, რაც რუსულ სპორტში დოპინგ-სინჯებით მანიპულაციის ფაქტებით იყო გამოწვეული, რუსეთს ქვეყნის სახელით, დროშით და ჰიმნით გამოსვლა ჰქონდა აკრძალული 2021 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე.

    ეს სანქციები 17 დეკემბრამდე კვლავაც ძალაშია, მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონატზე.

    სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვიდოდნენ, თუ მასში რუსეთის ნაკრებიც მიიღებდა მონაწილეობას.

  • 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატს, ქულათა მაქსიმუმით კესარია მგელაძე ლიდერობს!

    12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატს, ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს კესარია მგელაძე!

    ბათუმში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი კადეტთა შორის – 8, 10,12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

    ჩემპიონატზე, 4 კონტინენტის, 70 ქვეყნის, 783 ნორჩი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას!

    მათ შორის 108 ქართველი მოზარდი.

    ასპარეზობა 6 ტურნირად, შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება: 8;10; 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის

    სათამაშო დღეები: 16-21; 23-27 სექტემბერი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური