ეკატერინე კიკნაძეს პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის „Gloria Artis“ მედალი გადაეცა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 17 ივნისი 2022 09:50
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალმა მალგოჟატა გოშევსკამ პოლონეთის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, პროფესორ პიოტრ გლინსკის სახელით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ყოფილ დირექტორს, ეკატერინე კიკნაძეს პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის „Gloria Artis“ მედალი გადასცა.
ვულოცავთ ქალბატონ ეკატერინეს და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ცერემონიას დაესწრო.
პოლონეთის რესპუბლიკა დღეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიმბოლო მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ერთგული მეგობარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ევროინტეგრაციის პროცესში.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.
და უდიდესი სიხარული.
უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალის, ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკას და საქართველოში პოლონეთის ელჩის, ბატონ მარიუშ მაშკევიჩის მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა და დიდი პატივისცემა დავუდასტურო პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ ლეხ კონჩაკს. Lech Kończak ვისურვებდი, თქვენნაირი ადამიანები პლანეტაზე მეტნი იყვნენ", - აღნიშნა ე. კიკნაძემ.
წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

    საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიის ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ექვსი მედალი მოიპოვა, მათ შორის, ორი მედალი გოგონათა ნაკრებზე მოდის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა - გორ აივაზიანმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო საქართველოს ჰიმნის აჟღერება, დემურ ქაჯაიამ კი - 63,5 კგ წონაში.

    თათია ბუკიამ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, თამარ სამელიამ (48 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ასევე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს გოჩა გორდულავამ ( 60 კგ) და საბა კვინიკაძემ (75 კგ).

  • Stand Up For Ukraine: ვარშავაში ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის სადემონსტრაციო ღონისძიება გაიმართება

    9 აპრილს ვარშავაში კამპანიის, „Stand Up For Ukraine“, ფარგლებში უკრაინისადმი მსოფლიოს მხარდაჭერის გამომხატველი ღონისძიება ჩატარდება. მას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უხელმძღვანელებენ. ღონისძიებაზე აღინიშნება პოლონეთის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ის უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში ასრულებს. 

    პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, ღონისძიებას უშუალოდ დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტიც, ანჟეი დუდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ტრუდო მასში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებს.

    ღონისძიებით დასრულდება სოციალურ მედიაში მიმდინარე უფრო ფართო კამპანია, რომელიც ევროკომისიამ და კანადის მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით წამოიწყეს. კამპანია, რომლის პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Global Citizen, მიზნად ისახავს, მოიზიდოს დაფინანსება და სხვა სახის მხარდაჭერა უკრაინაში იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დასახმარებლად.

    სწორედ ამ მიზნით, ინიციატივა, „Stand Up For Ukraine“,  მთავრობების, ინსტიტუტების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების, კომპანიებისა და კერძო პირების მობილიზებას ახდენს. ამ კამპანიაში უკვე ჩართულები არიან ხელოვანები მთელი მსოფლიოდან — მათ შორის ბონო, მადონა, ელტონ ჯონი, მაილი საირუსი, ადამ ლამბერტი, სელინ დიონი და ალანის მორისეტი.

    გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ოთხმა მილიონმა ლტოლვილმა  დატოვა. პოლონეთი 2.5 მილიონ ლტოლვილზე მეტს მასპინძლობს. ამასთან, ის ჰუმანიტარული ჰაბის როლშიც მნიშვნელოვან დახმარებას სწევს, რადგან უკრაინაში მთელი ევროპიდან მიღებულ მხარდაჭერას გზავნის.

  • 6 მედალი და გუნდური მე-3 ადგილი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე!
    საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენმა ნაკრებმა 6 მედალი და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე.
    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება!
    ჩემპიონი - ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)
    ვერცხლი - გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
    ბრინჯაო - ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ)
    ბრინჯაო - გიორგი სულავა (74 კგ)
    ბრინჯაო - ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)
    ბრინჯაო - მირიან მაისურაძე (92 კგ)
    საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოფრინდება 31 მარტს, 16:40 საათზე, სტამბოლის ავიარეისით.
  • პოლონეთის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა

    ,,აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე, ეუთოს სახელით“, - განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუსმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.

    შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

    პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისათვის.

    სალომე ზურაბიშვილმა მინისტრს თბილისში მაისში დაგეგმილი ქალი ლიდერების საერთაშორისო კონფერენციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კონფლიქტებში ქალთა როლს შეეხება.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლა.

    პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

    პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით“ არსებული გამოწვევებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოსადმი „თანადგომის და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა“.

    ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველომ თავის თავზე გამოსცადა ის „უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში“. „ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი“, – დასძინა მანვე.

    სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივად გახსნეს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში დაიდგა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური