საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე!

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 11 ივნისი 2022 08:34

წელს, პირველად, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა!
სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის European Minifootball Federation ახალი წევრი, შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლისუნარიანობა!
წელს, ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი კი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა.
პირველივე თამაშის შემდეგ, საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა.
შერკინება მერვედ ფინალში, საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედვად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს.
საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი - ბესარიონ არველაძეა.
მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს - მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის.
საქართველოს ნაკრები, ევროპის მინი ფეხბურთის სამყარომ, გაიცნო როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი! მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

წაკითხულია 158 ჯერ

Related items

  • ქართული კლუბი "დინამო თბილისი" იყიდება!

    საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" იყიდება! 

    კლუბი  "დინამო თბილისი" მფლობელის რომან ფიფიას ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად თავაზობთ:
    „მოგესალმებით,
    დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.
    გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.
    მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.
    ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.
    დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს“.
  • დღეს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები დაიწყება

    15 ივლისს თბილისში ევროპის 20-წლამდელთა კალათბურთის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩები დაიწყება, რომელში მონაწილეობასაც 19 ნაკრები მიიღებს. ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია იუწყება. ეს გახლავთ მასშტაბური ღონისძიება, რომლის გამარჯვებული და მომდევნო 2 პრიზიორი 2023 წლისთვის ელიტარულ, “ა” დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. 

    მასშტაბი და მნიშვნელობა ძალიან დიდია, თუმცა 20-წლამდელთა ჩემპიონატი ევრობასკეტის წინ კარგი რეპეტიცია იქნება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთვის, რომელიც აღნიშნულ ტურნირებს "ფიბა"-სთან მჭიდრო თანამშრომლობით ატარებს.

    საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირს კარგად მომზადებული ხვდება. ჩვენმა გუნდმა ტურნირამდე 3 შეკრება გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრები ჯერ რაჭაში იმყოფებოდა, სადაც ფიზმომზადება გაიარა, შემდეგ კი საბერძნეთსა და თურქეთში ჯამში 4 სპარინგ-მატჩი გამართა. 

    ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თამაშებს როგორც ოლიმპიური სასახლე, ასევე ახალი „თბილისი არენა“ (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) უმასპინძლებს. ტურნირის მონაწილე 19 ნაკრები 5 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „ბ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ავსტრია და კოსოვო ჰყავს.

    გათამაშების სისტემის მიხედვით თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო ნაკრები გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ, ხოლო პლეი ოფს მიღმა დარჩენილები ტურნირის 9-19 ადგილებს გაითამაშებენ. “ბ” დივიზიონის ჩემპიონი, ფინალში დამარცხებული გუნდი და მესამეადგილოსანი “ა” დივიზიონის საგზურებს მოიპოვებენ და 2023 წლის ზაფხულში ელიტაში იასპარეზებენ.

     

  • სოფიკო ტერელაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე სენიორ ქალთა შორის
    სოფიკო ტერელაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე სენიორ ქალთა შორის! ამის შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია იუწყება.
    ასევე დიდი წარნატებით იასპარეზა სოფიკომ ვაჟთა ჩემპიონატზეც, სადაც პრაქტიკულად ბოლო ტურამდე ჩემპიონობისთვის იბრძოდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. </div>

				


				


				


				
			</div>

			</li>

			
			<li class=
    PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამრჯვებულია

    25 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს.

    29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ ჩატარდა. ექსპერტების მიერ უკვე 22-ედ გამოვლინდნენ წლის საუკეთესო კომპანიები, რომელთაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში.  

    Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. „ოქროს ბრენდს“ ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები საქართველოში განხორცილებული წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის. დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან იმართება; PSP ფარმაცეტულ სფეროში არავის უთმობს პირველობას და დარგის ლიდერობას.

    „ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და თითოეული მოქალაქის წინაშე. 1994 წლიდან ჩვენმა კომპანიამ უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაცევტული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, დანერგა მომსახურების ევროპული სტანდარტი და მომხმარებლისთვის სამართლიანად იქცა ხარისხის განატად. ჩვენი თითოეული წარმატების და წინსვლის უკან პროფესიონალი გუნდია. საკუთარი საქმის სიყვარულით და პროფესიონალურ შესრულებისთვის, მადლობა PSP-ს 5000 თანამშრომელს“ - აცხადებენ PSP-ში.  

     

  • PSP ფარმას GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა

    1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოება და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭება.

    ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. წელს ჩვენი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფძველზეც PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის ინსპექტირება სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით ჩატარდა და PSP ფარმას GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა.

    „Good Distribution Practice სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. მომხმარებელზე ზრუნვა კი PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. მადლობა კომპანიის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და GDP სერტიფიკატის ასაღებად შეტანილი წვლილისათვის“ - აცხადებენ PSP-ში.

    PSP-ს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური