ჩინეთში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა

გამოქვეყნებულია ჩინეთი
შაბათი, 04 ივნისი 2022 11:58

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, გუიჟოუს პროვინციაში, რონგიანგის ოლქში, ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ ჩინეთის რკინიგზის კორპორაციაზე დაყრდნობით იუწყება.

კომპანიის ცნობით, ტრაგედია შაბათს, დილის 10:30 საათზე მოხდა. სამგზავრო მატარებლი - D2809 გუიან-გუანჯოუს მიმართულებით მიემგზავრებოდა. მატარებლის ორი ვაგონი, რომელიც რონგიანგის სადგურზე მივიდა, მოვარდნილი ღვარცოფის გამო, ლიანდაგებიდან მოულოდნელად გადავარდა.

ავარიის შედეგად მატარებლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შვიდი მგზავრი და გამცილებელი კი დაშავდნენ. ისინი ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩინეთის რკინიგზის კორპორაციიის ცნობით, სხვა 136 მგზავრის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წაკითხულია 258 ჯერ

Related items

  • ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს“

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ი-ს განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.

    ვან ი-მ დიმიტრო კულებას ასევე განუცხადა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარდაჭერილი უნდა იყოს.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა.

    წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/727640-chinetis-sagareo-ministri-dmitro-kulebastan-saubrisas-acxadebs-rom-qvela-kveqnis-suvereniteti-daculi-unda-iqos

  • ვიდეო-ჩინეთის „ოპტიკის ველი“ მოგვითხრობს ადგილობრივი ინოვაციების შესახებ

    ჩინეთის „ოპტიკის ველი“, ან აღმოსავლეთის ტბის მაღალტექნოლოგიური განვითარების ზონა, უჰანში, ცენტრალური ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ცნობილია თავისი ოპტიკურ-ოელექტრონული ინდუსტრიის ჯაჭვით, რომელიც იზიდავს გლობალურ საწარმოებს ოპტიკურბოჭკოვანი, ინტეგრირებული ჩიპებისა და დისპლეების სფეროებში.

    დააწკაპუნეთ აქ, რომ გაიგოთ ჩინეთის თანამედროვე ინოვაციების ამბავი. #GLOBALink

    ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

  • ჩინეთში არქეოლოგებმა 3000 წლის წინანდელი ოქროს „სამარხი ნიღაბი“ აღმოაჩინეს

    ჩენჯოუ, (სინხუა) - ჩინელმა არქეოლოგებმა 3000 წელზე მეტი ხნის წინანდელ კეთილშობილურ სამარხში ოქროს "სამარხი ნიღაბი" აღმოაჩინეს. სამარხი ქალაქ ჟენჯოუში, ცენტრალური ჩინეთის პროვინციის ჰენანის დედაქალაქში მდებარეობს, განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

    ნიღბის ზომა 18,3 სმ სიგრძისა და 14,5 სმ სიგანისაა და დაახლოებით 40 გრამს იწონის. იგი აღმოაჩინეს სამარხში, რომელიც ახლახანს გათხარეს ქალაქის ნანგრევებში. სამარხი შან-ის დინასტიის /1600-1046 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე/ დროინდელია, იტყობინება ჩენჯოუს კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიის ინსტიტუტი.

    „ნიღბის ზომა ნიშნავს, რომ მას პრაქტიკულად შეუძლია დაფაროს ზრდასრული ადამიანის სახე“, - განაცხადა ჰუანგ ფუჩენგმა, ინსტიტუტის მკვლევარმა.

    არტეფაქტი შედის ამ სამარხიდან ამოღებული ოქროს რამდენიმე ნაჭერს შორის, რომელიც შეიცავდა 200-ზე მეტ სამგლოვიარო ნივთს, მათ შორის ბრინჯაოსა და ნეფრიტის ნივთებს. ასევე დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები იპოვეს ცნობილ სანსინდუის ნანგრევებში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, მაგრამ ისინი იშვიათად გვხვდება შან-ის დინასტიის ნანგრევებში ქვეყნის ცენტრალურ დაბლობებში.

    ექსპერტები თვლიან, რომ ახალმა აღმოჩენებმა შეიძლება ნათელი მოჰფინოს შან-ის დინასტიის დაკრძალვის რიტუალებსა და ოქროს კულტურას.

  • ჩინეთის სინძიანის პროვინცია, ჩინეთი-ევროპის სატვირთო მატარებლების რეკორდულმა რაოდენობამ გადაკვეთა

    რეკორდული მაჩვენებელი: წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ჩინეთ-ევროპის 8701-მა სატვირთო მატარებელმა გაიარა სინძიანის პროვინციის ალატავის უღელტეხილი და ჰორგოსის პორტები, რამაც რეგიონს უზარმაზარი სტიმული შესძინა საგარეო ვაჭრობის ზრდის თვალსაზრისით.

    დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

  • ჩინეთის პირველი მარსის საძიებო მისია მნიშვნელოვან სამეცნიერო შედეგებს იძლევა

    პეკინი, 19 სექტემბერი (სინხუა) - პლანეტა მარსზე ჩინეთის პირველი მისიის ფარგლებში, საძიებო მისიამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგები მოიტანა. ამის შესახებ ჩინეთის კოსმოსურ ადმინისტრაციაში განაცხადეს.

    ხუთშაბათის მდგომარეობით, ორბიტალური აპარატი "Тяньвэнь-1" მუშაობდა 780 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო მარსის რობოტმა  "Чжужун"-მა გაიარა 1921 მეტრი წითელი პლანეტის ზედაპირზე.

    ორივე მოწყობილობამ დაასრულა კვლევითი ამოცანები და მიიღო 1480 გიგაბაიტი ორიგინალური სამეცნიერო მონაცემები.

    "Тяньвэнь-1"-ის ზონდი შედგება ორბიტალური აპარატის, სინხუას და მარსის აპარატისგან. 2021 წლის 15 მაისს, კოსმოსური აპარატი დაეშვა წინასწარ შერჩეულ ადგილზე, უზარმაზარი პლანეტის დაბლობის სამხრეთ ნაწილში, რაც აღნიშნავდა ჩინური ზონდის პირველ დაშვებას მარსზე-წითელ პლანეტაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური