თურქმენმა და ქართველმა სპეციალისტებმა ვიდეო-შეხვედრა ჩაატარეს
„ერთი ფანჯრის“ ფუნქციონირების პრინციპები, ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მართვა, იურიდიული პირების ონლაინ რეგისტრაცია იყო ვიდეო-შეხვედრის საგანი თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.
თბილისში თურქმენეთის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველმა სპეციალისტებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება “ერთი ფანჯრის” პრინციპის მუშაობაში გამოყენების შესახებ. ასევე განიხილეს მარეგულირებელი ბაზის, კანონმდებლობის აუცილებელი ცვლილებების, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები.
Related items
-
საქართველოში თურქმენეთის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა, რომელიც თანამედროვე და „ჭკვიანი“ ქალაქ არკადაგის მშენებლობას მიეძღვნა
18 იანვარს თურქმენეთის საელჩოში თბილისში, საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის ახალკსკის ველაიატის ახალ თანამედროვე ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ არკადაგს.
ბრიფინგს ესწრებოდნენ პირველი არხის, TV-24-ის, The Georgian Business Week-ის ჟურნალისტები, საინფორმაციო სააგენტოები News Day Georgia, InterPressNews, ონლაინ გამოცემა Geoecohub, გაზეთები რეზონანსი, მულტინაციონალური საქართველო, თავისუფალი საქართველო, კომსომოლსკაია პრავდა წარმომადგენლები.
თავის გამოსვლაში საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დოვლეთმურატ მურატოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით განხორციელებული გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი პროგრამები მიზნად ისახავს სახელმწიფო საფუძვლების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის გაზრდას, ქვეყნის მოსახლეობის საყიფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას და ცხოვრების დონის ამაღლებას.
კოპეტდაგის თვალწარმტაც მთისწინეთში ახალი ქალაქის დაბადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა ქვეყნის თავდაჯერებული წინსვლისა და განვითარების ახალ სიმაღლეებზე ასვლაზე. ასევე იგი წარმოადგენს ხალხის შემოქმედებითი პოტენციალის წარმატებული რეალიზაციის ნათელ მაგალითს.
ჟურნალისტები დეტალურად გაეცნენ ახალი, თანამედროვე და „ჭკვიანი“ ქალაქის მშენებლობის ეტაპებს. კერძოდ, გამწვანებულ პარკებს, შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას, ასევე თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების დანერგვის მაგალითებს, რაც უზრუნველყოფს „ჭკვიანი ქალაქის თანამედროვე ტექნოლოგიების“ გამართულ მუშაობას. ასევე ხაზი გაესვა, რომ თურქმენეთი, რომელიც დაადგა პროგრესული გარდაქმნების გზას, მიზნად ისახავს „ჭკვიანი“ ქალაქების კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებას.
„ახალკსკის ველაიატის ახალი ადმინისტრაციული ცენტრი „არკადაგი“ გახდება ყველასთვის მისაბაძი მაგალითი, როგორც ახალი ურბანული კულტურის მხრივ, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით, აგრეთვე ჩვენი სამშობლოს პროგრესული წინსვლისა და თურქმენი ხალხის სიამაყის შთაგონების უპირობო წყარო“, დასძინა თურქმენეთის ელჩმა.
-
ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციასთან, სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი.
შეხვედრის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსახილველ თემებს შორის იყო ნავთობპროდუქტების სატრანზიტო პროცედურების გამარტივება და მოცულობის გაზრდა. აგრეთვე, ნავთობპროდუქტების იმპორტი, საქართველოში მის გადამუშავებასა და დარეზერვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი განხორციელება.
გიორგი ჩიქოვანმა სტუმრებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. დეტალურად ისაუბრა კორპორაციის როლზე ქვეყნის ენერგოსტაბილურობის საქმეში. მან ენერგოსექტორის დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დასახულ მიზნებსაც შეეხო.
სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ბუნებრივი გაზითა და მისგან წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის დაწყებული წარმატებული საქმიანობის გაღრმავების აუცილებლობა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს და ერთობლივი სამუშაო პროცესის დინამიურად განვითარების სურვილი გამოთქვეს. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს.
-
საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია
2022 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.
როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები. -
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მინისტერიალში
2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების გაერო-ს მინისტერიალში თემაზე: „აშხაბადის პროცესი - დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“.
თურქმენეთის მთავრობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებთან დაკავშირებით გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის (UN-OHRLLS) სამდივნოს ორგანიზებით გამართული მინისტერიალი მიეძღვნა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე განვითარებადი ქვეყნის მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირმა.
მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში.
მინისტერიალის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის.საგარეო საქმეთა სამინისტრო
-
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა.
აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა.ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ბიზნეს ნიუსი

განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ CashBack-ის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის დახმარებით!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ (https://ca...

ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამ...

ყაზახეთი თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მილსადენით აპირებს - რომან ვასილენკო
ყაზახეთი აპირებს თავისი ნავთობის ტრანსპორტირებას ბ...

მარიამ ქვრივიშვილი - ITB Berlin 2023-ზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანას ახალ სამიზნე ბაზრებზე გაიყვანს
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის მასშტ...