ცვლილება სს ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022 21:59

სს ლიბერთი ბანკის რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვაზავა დაინიშნა.  ახალ პოზიციაზე, გიორგი გვაზავა ჩაანაცვლებს დავით აბაშიძეს.

 გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპ მენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნეს სკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს.

 

წაკითხულია 298 ჯერ

Related items

  • ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

    5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელიროლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

    ლიბერთი, უკვე ექვსი წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. ,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს განათლების ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

    ჩვენი გუნდის მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში და გვჯერა, რომ სწორედ განათლება არის ადამიანის თავისუფლების საფუძველი. განათლებული საზოგადოება კი, ქვეყნის წარმატების საწინდარია. ლიბერთის სახელით მადლობას ვუხდით მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის და საკუთარი საქმის სიყვარულით კეთებისთვის. გამარჯვებულ ათეულს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას მომავალი თაობების აღზრდის საქვეყნო საქმეში“ - ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი, ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

  • სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

    დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ.

    "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის სესხზე ხელმისაწვდომობას. ჩვენ შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც თანხის გაცემას 48 თვემდე ვადით ითვალისწინებს - რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააერთიანოს სესხები ან ვადის დაგრძელების შესაბამისად, შეიმციროს ყოველთვიური გადასახადი. ლიბერთი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული პროდუქტების შექმნას" - თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

    სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალი სესხის აღებისას,  ასევე სხვა ბანკიდან სესხის რეფინანსირებისას.  10 000 ლარამდე სესხი გაიცემა ნებისმიერი მიზნობრიობით. სასურველი თანხის მიღება შესაძლებელია როგორც სოციალური სარგოს და სხვა დამატებითი შემოსავლების გათვალისწინებით ლიბერთის ნებისმიერ მომსახურების წერტილში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

    www.libertybank.ge | 032 2 55 55 00.

  • აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა

    აქცია სამომხმარებლო სესხზე დღეს, ლიბერთიმ სამომხმარებლო სესხებზე ახალი აქცია დააანონსა.

    აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

    ლიბერთის სახელფასო კლიენტები კი სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

    ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში, თავის მომხმარებლებს მუდმივად გაუმჯობესებულ და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სთავაზობს. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს პირველი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ და ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

    შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს. აქცია გრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.

    დეტალური პირობები: www.libertybank.ge ლიბერთი ბანკი - Liberty Bank

  • ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!
    დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც  ინოვაციური საპილოტე პროგრამის დაწყებას, კერძოდ  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.
    აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) და CNFA-ს “საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) მიერ. საპილოტე პროგრამისთვის შეირჩა თხილის კულტურა, ხოლო პროგრამაში მონაწილე მხარეებად  ლიბერთი ბანკი და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია.  ლიბერთიმ, ახალი აგროპროექტის ფარგლებში, შეარჩია ფაქტორინგის ფორმა, რომელიც მეთხილე ფერმერების გამარტივებული ფორმითა და უმოკლეს ვადაში დაფინანსების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
    ,, ფაქტორინგის პროგრამაში, ლიბერთი ბანკთან ერთად ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სასაწყობო  მეურნეობა და თავად ფერმერი. პროექტი მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ ბანკისგან დაფინანსება. აღნიშნულისთვის  ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თხილის პროდუქციის დასაწყობება საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობ და სასაწყობო ცენტრებში, სადაც მაქსიმალურადაა დაცული თხილის შენახვისათვის აუცილებელი ყველა პირობა; მნიშვნელოვანია ის,რომ დასაწყობებული თხილის პროდუქციის ხარისხზე ფერმერი აღარ იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად, ფერმერი თავიდან აიცილებს იმ დანაკარგებს, რომლებიც წარმოიქმნება თხილის პროდუქციის სახლის პირობებში შენახვისას“ - მერაბ ჭითანავა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას აღმასრულებელი დირექტორი.
    ,, ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული ახალი პროგრამების განხორციელებას. დღეიდან ვიწყებთ ახალ აგროპროექტს, რომელიც  მეთხილე ფერმერებისთვის გამარტივებული პროცედურებით სესხის გაცემას ითვალისწინებს.
    აღნიშნული, საბანკო სფეროში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს და მეთხილე ფერმერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ბანკისგან სესხი უმოკლეს ვადაში, მხოლოდ თხილის უზრუნველყოფით და გამარტივებული წესით მიიღონ.  ლიბერთი  მომავალშიც გააგრძელებს  ახალი პროდუქტების დანერგვას, რომელიც ფერმერების საჭიროებებზე იქნება მორგებული“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
  • შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

    ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
    ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
    მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური