მოკლე დისტანციაზე მარათონული რბოლა “ერთად უკრაინისა და თავისუფლების გამარჯვებისთვის“

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022 12:07

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის ეგიდით, თბილისის დენდრო პარკში გაიმართა უკრაინის მხარდაჭერი 15 კილომეტრიანი მარათონი, რომლის ორგანიზატორი იყო ამერიკის მეგობართა კლუბი.   

სპორტულ გარბენში მონაწილეობისთვის და გამარჯვების მოსაპოვებლად შეიკრიბა რამოდენიმე ათეული გამოცდილი მორბენალი. ასევე გარბენს შემოუერთდნენ მოყვარული მორბენლები, მოხალისეები და ყველა ის გულშემატკივარი ვისთვისაც - ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის სიმტკიცე ყოველთვის პრიორიტეტულია. მოკლე დისტანციაზე სირბილის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო 72 წლის, მორბენალთა შორის ყველაზე უმცროსი კი მხოლოდ 10 წლის.  

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერი მარათონი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, ქართულ ამერიკული და ქართულ უკრაინული მეგობრობის გზაზე. რბოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ მორბენლებს წახალისების მიზნით გადაეცათ კომპანია GDM-ის და პიელ ნატურალსის ფასიანი საჩუქრები, სპეციალიზებული სპორტული სასმელი და რათქმაუნდა ყველა მონაწილეს, პერსონალური მადლობის სიგელი. ფინიშის ხაზის გადალახვის სლოგანი იყო “ერთად უკრაინისა და თავისუფლების გამარჯვებისთვის“. მადლობას ვუხდით საქართველოს ვეტერან მორბენალთა ასოციაციას,  მარათონის თითოეულ მონაწილეს, მოხალისეს და გულშემატკივარს სპორტულ ღონისძიებაში მიღებული მონაწილეობისთვის.  

ამერიკის მეგობართა კლუბის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ძირითად მხარდამჭერს - კომპანია პე ეს პეს, რომელიც წლების განმავლობაში არის ქართულ ამერიკული მეგობრობის შეუცვლელი პარტნიორი და მთავარი სპონსორი. გარდა ამისა, ჩვენ ერთად შევქმენით ეს ამბავი და შესაბამისად, მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს - ამერიკის მეგობართა კლუბის მიმართ ერთგულებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. როგორც წესი, კომპანია პე ეს პესთვის ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე ყოველთვის პრიორიტეტულია.

და ბოლოს, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ რომ, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის და მეგობრობის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი აქტივობები დასრულდება უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი საქველმოქმედო ღონისძიებით, რომლის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ჰუმანიტარული დახმარებისთვის შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინის საელჩოს სპეციალურ ანგარიშზე - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

1 ივნისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო

წაკითხულია 196 ჯერ

Related items

  • ამერიკის მეგობართა კლუბმა, ამერიკის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით აღნიშნა

    ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისა და დეკლარაციაზე ხელისმოწერის 246 -ე წლის აღსანიშნავად სასტუმრო ბილტმორში წვეულება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას, საქრათველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.

    მოხარული ვარ გაცნობოთ რომ, 4 ივლისს წელს მეთვრამეტედ ავღნიშნავთ და ვამაყობთ რომ, ამ წლების განმავლობაში, ქართულ ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად ვზეიმობთ საქართველოს ერთგული მეგობრის და მტკიცე მოკავშირის, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.

    ვფიქრობ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვი რომ, 4 ივლისი არა მხოლოდ ამერიკელ ხალხს ანიჭებს სიხარულს, არამედ მათაც ვისაც სურს იყოს თავისუფლების მეგობარი. ამაში იგულისხმება ისიც რომ, ეს დღე არის საზეიმო ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც დემოკრატია, ფასეულობების სისტემას წარმოადგენს.

    ამასთან ერთად ყოველჯერზე ვრწმუნდებით რომ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ქართველებისთვისაც განსაკუთრები ძვირფასია, ამ წვეულებაზე შექმნილი გარემო კი, ბედნიერების ემოციით არის სავსე და კიდევ უფრო მეტად აახლოვებს ქართულ-ამერიკული მეგობრობის მხარდამჭერებს. 

    წელს შესრულდა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი. ამ წლების განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქართველ ხალხთან მტკიცე მეგობრობა და დღესაც, მსოფლიოსთვის ამ უმძიმეს ვითარებაში აგრძელებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მხარდაჭერას. 

    ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ავღნიშნო რომ ქართველი ხალხის სახელით ორგანიზებულმა წვეულებამ მოგვცა შესაძლებლობა, ურყევი მეგობრობის გზავნილი გაგვეგზავნა ამერიკელი ხალხისთვის და მადლიერება გამოგვეხატა, გასული სამი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის.

    ამავდროულად, 4 ივლისი არის ერთ-ერთი საუკეთესო დღე იმისთვის რომ, დავანახოთ ყველას, როგორც სახელმწიფოს შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც თუ რა დამოკიდებულება აქვს თავისუფლების მოყვარულ ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის მიმართ.

    დასასრულს მსურს მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს ვინც შემოუერთდა დეკლარაციის ხელმოწერიდან 246 წლის იუბილის საქართველოში აღნიშვნის ინიციატივას და ამავდროულად მხარი დაუჭირა ქართულ ამერიკული მეგობრობის მუხტის გაძლიერებას.

    კომპანია პე ეს პე; ლიბერთი ბანკი; თელავის ღვინის მარნი; Radisson Collection Hotel; Radisson Blu Iveria; Le Méridien Batumi; Hotel Ambassadori Goderdzi; Biltmore Hotel Tbilisi; ნატალი ჯგუფი; კომპანია “პრესტიჟი-ისი პარი“; McCANN Tbilisi; კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია; McDonald's Georgia; კომპანია სარაჯიშვილი; კომპანია პიელ ნატურალსი; ამერიკული კომპანია KVG; აშშ-ის საელჩო საქართველოში; კომპანია ვაკე; კომპანია ენერჯი; წლევანდელი ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია მთავარი და ტელეკომპანია პირველი. 

    არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ შევეხო რუსეთის ფედერაციის იმ სისასტიკეს, რომელსაც დღესაც აგრძელებს უკრაინელი ხალხის მიმართ. მიმაჩნია, რომ რომ სადაც არუნდა ვიყოთ რა მნიშვნელოვან თარიღსაც არუნდა ავღნიშნავდეთ, ყველგან უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ. სწორედ ამ დეკლარირებული მეგობრობის დასტურად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ ნაწილში, უკრაინის ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპულ ადამიანებს, განაცხადა  ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.  

    4 ივლისს, სასტუმრო ამბასადორი ამერიკული დეკორაციით და აქსესუარებით მოირთო, სადაც ნამდვილი ამერიკული გარემო სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, წვეულებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ეთნო-ფოლკ ჯგუფი “შარას” რეპერტუარისთვის, დამტკბარიყვნენ ულამაზესი ქართული ცეკვებით, მიეღოთ მონაწილეობა 4 ივლისის სადღესასწაულო ლოტოტრონში და დაეგემოვნებინათ განსაკუთრებულად გემრიელი 4 ივლისის ტორტით.  

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღესასწაული გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

    ამერიკის მეგობართა კლუბი

    4 ივლისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო

  • ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ მილოცვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "გილოცავთ მეგობრებო ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს 26 მაისს, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეს!

    რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ფონზე, ჩვენი ბრძოლა დღესაც გრძელდება - ძვირფასი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.

    ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს, ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს!  ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ და უნდა გვახსოვდეს, თუ ერთად ვიქნებით, რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკასაც მალე დავამარცხებთ და მეტად განვამტკიცებთ ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოს. ჩვენი ყველას ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო".

    დიდი პატივისცემით,

    ილია ზუკაკიშვილი

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

    2022 წლის, 26 მაისი - თბილისი, საქართველო

  • ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრის და მთავრობის მისამართით სპეციალურ წერილს ავრცელებს

    მრჩება შთაბეჭდილება რომ, მართველი პარტია “ქართული ოცნების“ ხელისუფლება განზრახ ცდილობთ კრემლის ხაფანგში მოხვედრას.

    ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიო პოლიტიკის მკვლევართა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ავადსახსენებელი პირსისხლიანი პუტინი, აგრესიული სიმსივნის მსგავს, მომაკვდინებელ  სნეულებათა ლიდერად რჩება. თუმცა, ახლა ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ, რადგან ადრე თუ გვიან ამ დაავადების ლოგიკური დასასრული ყველამ კარგად ვიცით. 

    პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს კონტროლს გარეთ მყოფი პუტინის ბედი, არამედ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დავინახო ჩემი ქვეყნის ხელისუფლების შეურიგებელი წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს დაუძინებელ და ამჟამად მსოფლიო მშვიდობის მტერთან, როგორიცაა პირსისხლიანი პუტინი.   

    მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მკაფიოდ გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების ანტაგონისტური დამოკიდებულება ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რაც მაფიქრებინებს იმას რომ, მართველი პარტია “ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განზრახ ცდილობს კრემლის ხაფანგში მოხვედრას.    

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის შემდეგ გამიჩნდა განცდა რომ, პრემიერ მინისტრისა და ხელისუფლების რეიტინგი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთაც თითქმის აბსოლუტურ ნულამდე შემცირდა. ჩემს ვარაუდს კი საფუძვლად უდევს, პრემიერის ბოლოდროინდელი ქცევის განსაკუთრებული არაადეკვატურობა, უმთავრესად კი მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული ბუნდოვანი განცხადებების გადმოცემის მანერა, რომელიც აზიანებს და არღვევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დამაკავშირებელ გზებს.

    ბატონო პრემიერო და მთავრობის წევრებო, გულწრფელად მინდა დავიჯერო თქვენი თავისმართლების პოლიტიკა პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ ფაქტები აბსოლუტურად სხვას ამტკიცებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ ყურადღებით არ ეკიდებით ჩვენი ქვეყნის სტარატეგიული პარტნიორების წუხილს და ქვეყნის შიგნით კვლავ განაგრძობთ სადაზღვევო პოლიტიკის თამაშსს, - ერთი მხრივ პრო რუსულ ჯგუფებთან მჭიდროდ თანამშრომლობას და მეორე მხრივ ცდილობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის აღდგენას.

    ვფიქრობ, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რომ არ შეაფერხოთ, ევროპული თავისუფლების ჟანგბადი ნამდვილად გჭირდებათ, მაგრამ ნდობის აღდგენის რა მოგახსენოთ, რადგან რჩება შთაბეჭდილება რომ, საზოგადოება განზრახ შეგყავთ შეცდომაში, რათა ხალხმა მძაფრად არ აღიქვას რუსეთის სამხედრო ჯალათების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

    ვფიქრობ, თქვენც კარგად აანალიზებთ რომ, ჩვენი ქვეყანა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას და იმასაც ძალიან კარგად ხვდებით რომ, რუსეთისთვის უკრაინის შემდეგ, დამორჩილების ერთ-ერთი ცენტრალური ობიექტი საქართველოა.    

    თუ კიდევ ვერ გაიგეთ, გეტყვით რომ, თქვენ როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ქვეყნისთვის განსაკუთრებული მოვლენების წინ, პატივს უნდა სცემდეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე, მსოფლიო თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირეს, ჩვენ კი მათ გმირებს ვუწოდებთ. ანუ კიდევ უფრო ზუსტი და გასაგები სიტყვებით რომ განვმარტო; - თავისუფლების მოყვარე ქვეყნების ლიდერები, უკრაინელების შეუპოვარ ბრძოლას უდიდეს თავისუფლებასთან აიგივებენ, მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლას იზიარებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას საქმით ამტკიცებენ. თქვენი განცხადებები კი, არ არის მხარდაჭერილი ფაქტებით.  

    და ბოლოს, სპეციალურად თქვენთვის გავამდიდრე ჩემი წერილი მძაფრი განცდებით, რადგან კიდევ ერთხელ მომემართა და მეთქვა - თავი დაანებეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების თქვენებურ ფორმულირებას ეკონომიკური ხასიათის ჭრილში. 

    მე კი, როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, თქვენი ქმედების შესაბამისად პირდაპირ გეტყვით რომ, ამგვარი არჩევანით ძალიან სახიფათო თამაშში შედიხართ, რაც თქვენი  ხელისუფლებისთვის ორმაგად წამგებიანია.

    ილია ზუკაკიშვილი

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

  • პუტინი სიმბოლოა პირსისხლიანი ბოროტების სისტემის!!! ტირანის აგრესორი ჯარი ამ წუთებშიც დაუნდობლად, ღმერთის სრული არარსებობით აგრძელებს - უკრაინის ანექსიას და პატარა მეოცნებე, ბედნიერი ბავშვების უმოწყალოდ ხოცვას

    ზრდასრულ ასაკში, ადრე თუ გვიან ყველა ვხვდებით რომ ცხოვრება არ არის ისეთი წმინდა და მოკრძალებული როგორც ბავშობაში გვეგონა. მაგრამ მაინც ბავშვივით ბედნიერი ხარ როცა საკუთარ თავს იპოვი და ძალიან ბევრი კარგ რამეს გაკეთებ. ეხლა არ ღირს ჩემი ბავშვობის განცდებზე დროის ხარჯა, რადგან ფიქრებში აღსათქმელადაც რთულია ის სისასტიკე რაც ჩაიდინა პირსისხლიანმა პუტინმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

    დიდი ხანია თავისუფალი სამყაროსთვის არ არის უცხო, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები კრემლის პროპაგანდისა და ადამიანების ნებებზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე შემიმჩნევია რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებული თავდადება, ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების დაცვაზე, მაგრამ ის რაც დღეს ამ ას ორმოც მილიონიან ქვეყანაში ხდება, ყველანაირ ქრისტიანულ და ადამიანურ მორალს ეწინაამღდეგება. დღეს იქ ყოველდღიური ცხოვრების გასაგრძელებლად, მხოლოდ ერთი შანსი რჩება, სამამულო პატრიოტიზმის იძულებით მორჩილება. ადამიანური თვალსაზრისით გასაგებია რომ, შიში ბუნებრივი მოვლენაა და გმირობის ფენომენი ყველას არ მოეთხოვება, მაგრამ რაც ყველაზე საკვირველია, ამ ას ორმოც მილიონიან ქვეყანაში, ამ შანსის გამოყენებას დიდი უმრავლესობა აპირებს, როგორც “უუფლებო სტატუსი მქონე პირი“.    

    კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმით რომ, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა არც კი ცდილობს პუტინის მძიმე და უსიცოცხლო შეცდომის სერიოზულად აღქმას. პირიქით, პროპაგანდისტების ნარატივს ამართლებენ და მენტალურადაც უჭერენ მხარს. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად თუ რამდენად მძიმე ვითარებაა დღევანდელ რუსეთში. მიუხედავად იმისა რომ, ომის წამქეზებელი პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს, საბედნიეროდ რუსეთშიც არიან დარჩენილი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც უმძიმესი პერიოდის და სიცოცხლის დაკარგვის რისკის მიუხედავად, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით, მაინც აგრძელებენ ბრძოლას კრემლის რეჟიმის წინააღმდეგ. აღფრთოვანებული ვარ მუდმივად უმცირესობაში მყოფი ამ ადამიანებით. მათი გმირობა ნამდვილად დასაფასებელია. აქვე არ შეიძლება პატივისცემით არ აღინიშნოს, ახალი ამბების რედაქტორის მარინა ოვსიანიკოვას გაბედული პროტესტი, რომელმაც ორი დღის უკან, კრემლის მიერ კონტროლირებად ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ომის საწინააღმდეგო ბანერი წარწერით:  “არ დაუჯერო პროპაგანდას - აქ გატყუებენ." ააფრიალა. ეს ქალბატონი ჩემთვის იმ ახალი რუსეთის სახეა, რომელშიც აღარ იარსებებენ პუტინის ნაირი ტირანები. ვფიქრობ ამ პოლიტიკურმა პერფორმანსმა, ოდნავ მაინც აუხილა თვალი პროპაგანდით დაზომბირებულ რუსეთს. კრემლის რეჟიმის მოწინაამღდეგეებს კი, კიდევ უფრო მეტი თვითდაჯერებულობა შემატა ბრძოლის გასაგრძელებლად.

    ტირანი პუტინის აგრესორი ჯარი, ამ წუთებშიც დაუნდობლად, ღმერთის სრული არარსებობით, აგრძელებს უკრაინის ანექსიას და პატარა მეოცნებე, ბედნიერი ბავშვების უმოწყალოდ ხოცვას.

    ყოველივე ამ არაადამიანურს ემატება ტირანიის გამავრცელებელი მანქანის კიდევ უფრო მძლავრად ამუშავება. კრემლის მესიჯების გამხმოვანებელი პროპაგანდისტები; ვლადიმერ სოლოვიოვი, მარია ზახაროვა და მარგარიტა სიმონიანი, ყველაზე ცუდზე ცუდი ქმედებით და მაქსიმალურად შენიღბული ფრაზებით, ცდილობენ რუსი ადამიანების აზრის კიდევ მეტად დაზომბირებას - ყალბი პატრიოტული განწყობების შესაქმნელად.

    რუსეთის სამხედრო დიდების სადემონსტრაციოდ, ომის წამქეზებელი პროპაგანდისტები არ ერიდებიან ღია მუქარას და ყოველდღიურ სატელევიზიო შოუებში “თავხედური მორალის თვალსაზრისით“, აგრძელებენ დიქტატორის ომის გამართლებას ანტიდასავლური პროპაგანდით. აქედან გამომდინარე ფაქტია რომ, უმრავლესობის დაზომბირებულ ტვინს, ჯერ ჯერობით არ შესწევს ზნეობრივი ძალა, თავისუფლებისკენ სწრაფვით დაუპირისპირდეს რუსეთში გამეფებუ დიქტატურას.

    დამატებითი ინფორმაცია - ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის დიდ ქალაქებში, ომის საწინაამღდეგო აქციებზე დაკავებულია თხუთმეტი ათასი დემონსტარნტი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ დაანახონ მსოფლიოს, რომ მათი ცხოვრება და მომავალი არ არის დაკავშირებული პირსისხლიან პუტინთან. სწორედ ამ ადამიანების პროტესტი არის ერთ ერთი წინაპირობა და ანარეკლი იმისა რომ, მალე რუსეთის ფედერაციაშიც გაიმარჯვებს თავისუფლება და უკვე ეჭვგარეშეა რომ, ვიხილავთ “რუსული ცნობიერების გაღვიძების რევოლუციას“

    უკრაინელი ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ ოკუპაციის წინაამღდეგ, საფუძველი ჩაუყარა კაცობრიობის ისტორიის ახალი ციკლის დაწყებას. ოფიციალური კიევი კი კიდევ უფრო მიუახლოვდა, ევროპული უკრაინის პოლიტიკურ სტატუსს. 

    თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

     

    ილია ზუკაკიშვილი

    ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი

    18 მარტი, 2022  - თბილისი, საქართველო

  • პრემიერი ღარიბაშვილი თავს პოლიტიკური სატანჯველისთვის წირავს - აცხადებს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი

    ბოლო წლებში მართველი პარტია არაერთგზის აღმოჩენილა მსუბუქ პოლიტიკურ თხრილში, საიდანაც ხშირ შემთხვევაში ცოტახნით მაინც ახერხებდა ამოძრომას და ხელახლა ოცნების ღრუბლებში სიმაღლის მოპოვებას. რუსეთის მხრიდან სუვერენულ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ აშკარა გახდა, რომ მართველი პარტია უფრო სწრაფად უახლოვდება მაქსიმალურად ღრმა პოლიტიკურ ორმოს, ამ ჯერად დიდი ხნით და შესაძლებელია სამუდამოთაც კი. ამის მიზეზი პრემიერ მინისტრის ის გამომშრალი განცხადებაა, რომლითაც ის პირდაპირ დაუპირისპირდა თანამედროვე სამყაროს.

    უფრო კონკრეტულად კი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს განაცხადა რომ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ქვეყანა არ უერთდება რუსეთის მიმართ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს. ღარიბაშვილის საგანგებო განცხადების ნარატივი ირიბად ამართლებს უკრაინაში რუსეთის ბარბაროსულ ქმედებას და პუტინის ცოდვილი ვნებების საამებლად არის გამომცხვარი. საყურადღებო და მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზოგადოების ნაწილი რომლებიც აქამდე რუსეთის მიმართ უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, დღეს სწორედ ნეიტრალურ მხარეს იკავებენ და მშიშარა თაგვებივით დუმან.   

    იმის მაგივრად რომ ჩვენმა მთავრობამ გამოხატოს მზარდი სიძულვილი დამპყრობელთა მიმართ, პირიქით მათი პოლიტიკური განწყობები ნელ-ნელა შეიცვალა და ამის ნათელი მაგალითი ისაა რომ, ბოლო წელების განმავლობაში კრემლთან დაახლოვებულმა რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ერთ მილიარდ ლარამდე, სხვადასხვა სახის სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებიც მოიგეს. მინდა ყველას შევახსენოთ, რომ სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი არის რუსეთის რბილი ძალის “soft power“ მახასიათებელი.  

    ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს სრული ტყუილი და ცინიზმია. მათ მიერ გათამაშებული სქემა რეალურად აგებულია კრემლის მაამებელ ინტერპრეტაციებზე და პირდაპირ ახდენს გავლენას ადამიანების იმ გარკვეულ ნაწილზე, რომლებიც ჯერ კიდევ პოზიტიურად არიან განწყობილი პირსისხლიანი რუსეთის მიმართ. ამავდროულად როგორც უკვე ცნობილია, პრემიერ მინისტრის ამ განცხადებას მოჰყვა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების მოხსნა ქართულ რძეზე და ღვინოზე. ყველას მინდა შევახსენოთ, რომ სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი არის რუსეთის რბილი ძალის “soft power“ მახასიათებელი. 

    არ არის გამორიხცული, რომ სულ მალე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც აღდგეს რუსეთის მიმართულებით, რომელსაც სავარაუდოდ ქართული ავიოკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს, რასაც კვლავ მოყვება ხელისუფლების მხრიდან ცინიკური განცხადებები, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებასა და ხალხთა შორის კავშირის გასძლიერებლად.  მინდა ყველას შევახსენოთ, რომ სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი არის  რუსეთის რბილი ძალის “soft power“ მახასიათებელი.

    ამ ცოდვის ჩამდენ პრემიერს ტყუილად გონია, რომ კრემლის მაამებელი განცხადებით პრობლემებისგან გათავისუფლდება. მაგრამ, ვერც კი აცნობიერებს რომ, სიტყვას უდიდესი ძალააქვს და თავს პოლიტიკური სატანჯველისთვის წირავს.  

    P.S. თქვენ, ზრდასრულმა ადამიანმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ უკრაინაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გააზრება, იქნებოდა თუ არა ხვალ საქართველო უსაფრთხო. დარწმუნებული ვარ თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, სულ მალე გამოგიტანთ დამსახურებულ განაჩენს და დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რომ  თქვენი სიტყვიერი თავდასხმა საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის პრეზიდენტზე, ომის გამოცხადების ტოლფასია.   

    დამატებითი ინფორმაციისათვის - უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნეგატიური განცხადება არ არის გზავნილი მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით, არამედ ეს არის მკაფიო მესიჯი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.   

    ამიტომ, პრემიერ ღარიბაშვილი განცხადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, თხოვნით მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, უფრო მეტად მოხდინოს პრემიერის ამ ფარისევლური ქმედებების გააზრება და იდენტიფიცირება.

    თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს - 11 მარტი, 2022 წელი

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური