ჩაერევა თუ არა აშშ სამხედრო გზით ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში?

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 მაისი 2022 09:31

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

ჯო ბაიდენი, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ აზიურ ტურნეზე იმყოფება, სამხრეთ კორეის ვიზიტის შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აგრძელებს შეხვედრებს.

ჯო ბაიდენი, ტოკიოში ასევე დაესწრო, „იაპონია-აშშ-ს სამიტს“ სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აშშ-იაპონიის ალიანსი, ინდო-წყნარი ოკეანის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედია.

მეორეს მხრივ, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ.“

პრეს-კონფერენციის დროს ჯო ბაიდენმა, რუსეთის მხრიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიც შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთმა, უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის გრძელვადიანი საფასური უნდა გადაიხადოს“.

წაკითხულია 114 ჯერ

Related items

  • სი ძინფინგი - ჩინეთის კომუნისტური პარტია ყოველთვის იყო, არის და იქნება ხალხთან ერთად

    შენიანი, 18 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უბრალო ხალხმა იგრძნოს, რომ კომპარტია მათ მთელი გულით და გონებით ემსახურება და რომ პარტია ყოველთვის იყო და იქნება მასთან.

    ეს განცხადება სი ძინფინგმა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ შენიანში, ლიაონინგის პროვინციის საინსპექციო ტურის დროს გააკეთა. სი ძინფინგი ეწვია შენიანის ხუანგუს რაიონში მდებარე დასახლებულ პუნქტებს, რათა საკუთარი თვალით ენახა არსებული ვითარება.

    მან ძველი საცხოვრებელი კომპლექსების განახლების პროცესს მნიშვნელოვანი მიმართულება უწოდა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა არა მხოლოდ საცხოვრებელი გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, არამედ საჯარო მომსახურების სფეროების დონის ამაღლების აუცილებლობას.

    ჩინეთის მოსახლეობის დაბერების და ხანდაზმულთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის გათვალისწინებით, მოხუცების მოვლის სერვისები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, დასძინა სი ძინფინგმა.

  • მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეწვია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. ამის თაობაზე შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

    ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

    გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
    ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
    შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
  • 5G ინტერნეტის ქსელის მხარდაჭერილი ავტობუსის გაჩერება ფუჟოუში (ვიდეო)

    ფუჟოუ, 17 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის ქ. ფუჟოუში, პროგრამული უზრუნველოფის პარკში, „ჭკვიანი“ ავტობუსის გაჩერება მგზავრებს უნიკალურ მომსახურებას სთავაზობს.
    ინტელექტუალური ავტოსადგურის ყველა აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა დაკავშირებულია მართვის პროგრამულ პლატფორმასთან ერთიანი მართვის უზრუნველსაყოფად.
    ამგვარად გაჩერებაზე მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 5G ინტერნეტის ქსელი.
    მენეჯერები ამბობენ, რომ ავტოსადგურს ყოველდღიურად 800-მდე ადამიანი სტუმრობს.

    ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

  • ჩინეთში გამოქვეყნდა 2021-2025 წლების კულტურის განვითარების პროგრამა

    პეკინი, 16 აგვისტო (სინხუა) – ჩინეთმა გამოაქვეყნა კულტურის განვითარების პროგრამა მე-14 ხუთწლიანი გეგმისთვის (2021-2025). პროგრამა შექმნილია სოციალისტური კულტურის განვითარების ხელშეწყობისა და ჩინეთის მყარ კულტურულ საფუძვლის მქონე ქვეყნად გადაქცევისთვის.

    პროგრამაში აღნიშნულია, რომ კულტურა არის ქვეყნისა და ერის სახე, ასევე ეროვნული ხელისუფლების სული. სოციალისტური კულტურის აყვავებისა და განვითარების გარეშე სოციალისტური მოდერნიზაცია შეუძლებელია.

    როგორც აღნიშნულია პროგრამის მიზნებსა და ამოცანებში, ჩინეთი მოწოდებულია გააუმჯობესოს და შექმნას უფრო აყვავებული კულტურული ბიზნესი და კულტურული ინდუსტრია, განაგრძოს ჩინური კულტურის მიმზიდველობის გაზრდა და კულტურული სისტემის შემდგომი გაუმჯობესება.

    პროგრამა ერთობლივად გამოაქვეყნეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფისმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ოფისმა. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა "ჩინეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მე-14 ხუთწლიანი გეგმის ძირითადი დებულებების /2021-2025/ და ჩინეთის გრძელვადიანი განვითარების მიზნების /2035 წლამდე/ საფუძველზე".

  • ჩინეთის ქ. სიანში მიმდინარე აბრეშუმის გზის მე-6 საერთაშორისო გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ

    სიანი, 17 აგვისტო (სინხუა) - ჩინეთის ქ. სიანში მიმდინარე აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც „სარტყელი და გზის“ პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

    ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური